სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №212 |
|
2022 წლის 20 აპრილი ქ. თბილისი |
|
ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა
1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობა, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამონაწერში სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან უძრავ ქონებას მინიჭებული აქვს სათიბის ან/და საძოვრის კატეგორია) მიწის ნაკვეთების (შემდგომში − მიწის ნაკვეთ(ებ)ი) მესაკუთრეების სტიმულირების გზით.
2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობა.
1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).
2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პოტენციური ბენეფიციარი − საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან/და საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მათთან აფილირებული პირებისა, ასევე საფინანსო ორგანიზაციებისა), რომელსაც საკუთრებაში გააჩნია დაზუსტებული ან/და დაუზუსტებელი ფართის მიწის ნაკვეთ(ებ)ი;
ბ) ბენეფიციარი − საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან/და საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მათთან აფილირებული პირებისა, ასევე საფინანსო ორგანიზაციებისა), რომელსაც საკუთრებაში გააჩნია დაზუსტებული ან/და დაუზუსტებელი ფართის მიწის ნაკვეთ(ებ)ი და რომელიც პროგრამის ფარგლებში მიიღებს სახელმწიფოსგან სუბსიდიას;
გ) სუბსიდია − საქონლის შესყიდვის მიზნით, სააგენტოს მიერ პროგრამის პირობების შესაბამისად ბენეფიციარ(ებ)ისათვის გათვალისწინებული დახმარება;
დ) ბარათი − საბანკო პლასტიკური ბარათი, რომელზეც მოხდება სუბსიდიის ქულების ან/და თანხის სახით დარიცხვა (1 ქულა = 1 ლარი) და რომლის გამოყენებასაც ბენეფიციარი შეძლებს მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
ე) საქონელი − სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონელი;
ვ) საქონლის მიმწოდებელი − საქონლის სარეალიზაციო ობიექტები, რომელთაც „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილების საფუძველზე მინიჭებული აქვთ უვადო აღიარება და სადაც ბენეფიციარი, პროგრამით განსაზღვრული პირობების ფარგლებში, ბარათზე დარიცხული ქულების ან/და თანხის მეშვეობით შეძლებს საქონლის მიღებას;
ზ) ბანკი − სს „ლიბერთი ბანკი“, რომელთანაც სააგენტო პროგრამის ფარგლებში გააფორმებს ხელშეკრულებას, ბენეფიციარ(ებ)ისათვის ანგარიშ(ებ)ის გახსნის ან/და ბარათ(ებ)ის დამზადების ან/და გაცემის ან/და უკვე არსებულ ანგარიშ(ებ)ზე/გადაცემულ ბარათ(ებ)ზე სუბსიდიის დარიცხვისა და მათი პროგრამის პირობების შესაბამისად გამოყენების მიზნით.
ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირობებით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს დადგენილების ამოქმედების თარიღისთვის საკუთრებაში ან/და თანასაკუთრებაში უნდა გააჩნდეს მიწის ნაკვეთ(ებ)ი, ჯამური ფართით − არანაკლებ 0.25 ჰა-ისა და არა უმეტეს 1.25 ჰა-ისა ან/და არა უგვიანეს 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით განახორციელოს მიწის ნაკვეთ(ებ)ის პირველადი რეგისტრაცია ან ინფორმაციის იმ სახის დაზუსტება, რომლითაც იდენტიფიცირებადი გახდება, აკმაყოფილებს თუ არა პირი პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებს.
1. პროგრამა ითვალისწინებს სუბსიდიის მოცულობის განსაზღვრას შემდეგი პირობებით:
ა) თუ ბენეფიციარს საკუთრებაში ჯამურად გააჩნია 0.25 ჰა-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 300 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა მიწის ნაკვეთზე გადაანგარიშებით, მიწის ნაკვეთ(ებ)ის თითოეულ ასეთ მესაკუთრე ბენეფიციარზე;
ბ) თუ ბენეფიციარებს თანასაკუთრებაში გააჩნიათ 0.25 ჰა-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, თითოეულ ასეთ მიწის ნაკვეთზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 300 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, ჯამურად ასეთ თანამესაკუთრე ბენეფიციარებზე;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარ(ებ)ს მიწის ნაკვეთები გააჩნია(თ) როგორც საკუთრებაში, ასევე თანასაკუთრებაში, სუბსიდიის თანხის დაანგარიშებისას არ იქნება გათვალისწინებული საკუთრებასა და თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფართობების ჯამი და ასეთი ბენეფიციარები სუბსიდიის თანხას მიიღებენ ცალ-ცალკე, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოდენობით;
დ) თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის შემთხვევაში სუბსიდია გაიცემა ერთ-ერთ თანამესაკუთრეზე, რომელიც ბანკში წარადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობის დოკუმენტს, რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია ან ყველა თანამესაკუთრის მიერ ხელმოწერილ თანხმობის დოკუმენტს, რომლის შინაარსისა და ხელმოწერების ნამდვილობაზეც პასუხისმგებელი იქნება დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე და რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ პროგრამის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების შედეგად ბენეფიციარი ვეღარ დააკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს, მიღებული სუბსიდიის თანხა უკან არ მოეთხოვება.
პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, დარეგისტრირდეს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.
მუხლი 7. სუბსიდიის გაცემა
1. სააგენტო, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ბანკს გადასცემს ბენეფიციარების ჩამონათვალს.
2. სააგენტო მოახდენს ბანკში გახსნილ საკუთარ ანგარიშზე პროგრამის ბიუჯეტით გათვალისწინებული სუბსიდიის თანხის განთავსებას.
3. ბანკი, სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოახდენს ბენეფიციარების ბარათებზე შესაბამისი რაოდენობის ქულების ან/და თანხის დარიცხვას.
4. სააგენტო, სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოახდენს ბანკისთვის საქონლის მიმწოდებლების მონაცემების გაგზავნას. ამასთან, შესაძლებელია საქონლის მიმწოდებლების რაოდენობის ცვლილება სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული განახლებული ინფორმაციის საფუძველზე.
5. ბანკი უზრუნველყოფს საქონლის მიმწოდებლებისთვის ისეთი პოსტერმინალების გადაცემას, რომლებზეც შესაძლებელი იქნება ბენეფიციარების ბარათებზე დარიცხული ქულების ან/და თანხის გამოყენება.
6. ბარათ(ებ)ზე დარიცხული ქულების ან/ და თანხის გამოყენების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.
მუხლი 8. სუბსიდიის გაცემის პროცედურა
სუბსიდიის გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.