სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №137 |
|
2022 წლის 21 მარტი ქ. თბილისი |
|
1. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში – პროგრამა) მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციისა და პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სტანდარტიზაციის ხელშეწყობა.
2. პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსების გზით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიღებული მოსავლის დასაწყობების ხელშეწყობისათვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა.
1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ა) პოტენციური ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე რეგისტრირებული კოოპერატივი, რომელთანაც შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება;
ბ) ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე რეგისტრირებული კოოპერატივი, რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება;
გ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;
დ) თანადაფინანსება − პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ბენეფიციარზე გაცემული ფულადი სახსრები;
ე) განაცხადი − პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი განაცხადი თანადაფინანსების მიღების მიზნით;
ვ) შემნახველი საწარმო – პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი შესაქმნელი ახალი, მშრალი ან/და სამაცივრე საწარმო.
1. პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს.
2. პოტენციური ბენეფიციარის თითოეული მეპაიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.1 ჰა-ს.
3. პოტენციური ბენეფიციარის ან/და პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის ჯამური ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 ჰა-ს.
1. პროგრამა ითვალისწინებს ახალი, მშრალი ან/და სამაცივრე, შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებას.
2. პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ბოსტნეულისა და კარტოფილის შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებას.
3. შემნახველი საწარმოს ტევადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 500 ტონას.
4. პროგრამა ითვალისწინებს შემნახველი საწარმოსათვის მხოლოდ ძირითადი საშუალებების (შენობა-ნაგებობისა და მანქანა-დანადგარების) შეძენის/შექმნის თანადაფინანსებას.
5. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს ძირითადი საშუალებების ჯამური ღირებულების არაუმეტეს 80%-ს, არაუმეტეს 450,000 ლარისა.
6. შემნახველი საწარმო უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს, რომლებსაც სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტო.
პროგრამის ბენეფიციარის ვალდებულებებია:
ა) შეუნარჩუნოს შემნახველ საწარმოს პროფილი საწარმოს ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში. საწარმო ამოქმედებულად განისაზღვრება თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 18 თვისა, იმ შემთხვევაში, თუ გაცემულია თანადაფინანსების თანხა სრულად ან ნაწილობრივ. ამასთან, დასაშვებია სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში საწარმოს ამოქმედების თარიღი განისაზღვროს თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვემდე ვადაში, ბენეფიციარის შესაბამისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე;
ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან ვალდებულებების სრულად შესრულებამდე არ დაუშვას პროგრამის მე-4 მუხლით განსაზღვრული მეპაიეებისა და მიწის ფართობის რაოდენობის შემცირება;
გ) ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამის ფარგლებში შექმნილი/შეძენილი ძირითადი საშუალებები იპოთეკით/გირავნობით დატვირთოს სააგენტოს სასარგებლოდ, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამავდროულად, დასაშვებია სააგენტოს იპოთეკა/გირავნობა იყოს რიგით მეორე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია/მოგირავნეა სესხის გამცემი ბანკი.
1. პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარსადგენი განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტების მიღების, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას, ასევე სააგენტოს პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად წარსადგენი საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის გამცემ პირებს განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტო.
2. ბენეფიციარის მიერ პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უნდა დასტურდებოდეს საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნით.
პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი.