მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №101 |
|
2024 წლის 28 მარტი ქ. თბილისი |
|
1. „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თანადაფინანსების გზით.
1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ა) პოტენციური ბენეფიციარი – ფიზიკური პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, მაღალმთიან დასახლებაში საკუთრებაში/თანასაკუთრებაში აქვს სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია გაფორმდეს თანადაფინანსების ხელშეკრულება;
ბ) ბენეფიციარი – პირი, რომელთანაც პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია თანადაფინანსების ხელშეკრულება;
გ) თანადაფინანსების ხელშეკრულება – სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ პირობებსა და ვალდებულებებს;
დ) თანადაფინანსება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი ფულადი სახსრები, მათ შორის, ანაზღაურების გზით;
ე) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არანაკლებ 7 ცხ. ძ.-ის მქონე სიმძლავრის ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი) ან არანაკლებ 7 ცხ. ძ-ის მქონე სიმძლავრის ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი) და მასთან ერთად მისაბმელი (იმპლემენტი) კომპლექტში, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის;
ვ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომწოდებელი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი, რომლისგანაც პოტენციური ბენეფიციარი შეისყიდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას.
პროგრამა განხორციელდება საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში.
პროგრამის მიზნობრიობაა მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება.
შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს განაცხადის წარმოდგენამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე;
ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო პირობები სააგენტოში განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.
1. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიზნობრიობისთვის შეადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 70%-ს:
ა) 7-დან 9 ცხ. ძ.-მდე სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში – არაუმეტეს 1200 ლარს;
ბ) 9-დან 11 ცხ. ძ.-მდე სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში – არაუმეტეს 1700 ლარს;
გ) 11-დან 13 ცხ. ძ-მდე სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში – არაუმეტეს 2200 ლარს;
დ) 13 და მეტი ცხ. ძ-ის სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში – არაუმეტეს 2500 ლარს.
2. პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობას შეიძლება წარმოადგენდეს:
ა) საკუთარი ფულადი სახსრები;
ბ) სესხი/ლიზინგი, რომელიც გაცემულია, მათ შორის, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში.
3. პროგრამის ფარგლებში პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია დაფინანსების მოთხოვნა მხოლოდ ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე.
4. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს დაუფინანსდება მხოლოდ ერთი განაცხადი.
5. პროგრამის ფარგლებში მიწის (უძრავი ქონების) ერთ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დაფინანსდება მხოლოდ ერთი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.
1. პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით.
2. პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოსადგენი განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტების მიღების, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო.
სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი.