„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №354 |
|
2024 წლის 21 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია − სიმძლავრის აუქციონზე მონაწილეობის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ განაცხადით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მითითებული ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის (მეგავატი) 10 000 (ათი ათასი) ლარზე გამრავლებით. განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება პირდაპირი წესით შერჩევაში მონაწილე დაინტერესებულ პირებზე;“.
2. მე-6 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სიმძლავრის აუქციონის შემთხვევაში, სიმძლავრის აუქციონის კომისია განაცხად(ებ)ს განიხილავს განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს არაუმეტეს 3 (სამი) თვით, რის შესახებაც სიმძლავრის აუქციონის კომისია ატყობინებს შესაბამის დაინტერესებულ პირ(ებ)ს.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. პირდაპირი წესით შერჩევის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია განაცხად(ებ)ის განხილვა დაიწყოს მისი/მათი მიღებისთანავე. სამინისტრომ მიღებული განაცხად(ებ)ის განხილვა უნდა დაასრულოს განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს არაუმეტეს 3 (სამი) თვით, რის შესახებაც სამინისტრო ატყობინებს შესაბამის დაინტერესებულ პირ(ებ)ს.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სიმძლავრის აუქციონის კომისია/სამინისტრო უფლებამოსილია შეწყვიტოს განაცხად(ებ)ის განხილვა და დაინტერესებულ პირ(ებ)ს დაუბრუნოს განაცხად(ებ)ი და სიმძლავრის აუქციონზე მონაწილეობის შემთხვევაში, ასევე – განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია/განაცხადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები, ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების გაფორმებამდე ნებისმიერ დროს.“.
3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სიმძლავრის აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში – განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიას, რომლის ოდენობაც განისაზღვრება ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის (მეგავატი) 10 000 (ათი ათასი) ლარზე გამრავლებით. ამასთანავე, მისი მოქმედების ვადა განაცხადების მიღების დასრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 6 (ექვსი) თვით;“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.10.2024.
- როდის იქნა მიღებული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.10.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №354. სარეგისტრაციო კოდი — 300350000.10.003.024749.
- რამდენი მუხლისგან შედგება „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.10.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №354, 21.10.2024, სარეგისტრაციო კოდი 300350000.10.003.024749 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.10.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6294951/