„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №22 |
|
2025 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მართვის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო – აეროდრომის მშენებლობის პროცესში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“.
2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31. აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში ნებართვის გაცემის პროცესში ჩართული ადმინისტრაციული ორგანოები
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების/არქიტექტურული პროექტის შეთანხმების სტადიაზე, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებით დამტკიცებული „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის“ 23-ე მუხლით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების მშენებლობა საჭიროებს შეთანხმებას:
ა) სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან − სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან − სახელმწიფო ავიაციის აეროდრომის დაცვის არეში.“.
3. მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ან სახელმწიფო ავიაციის აეროდრომის დაცვის არეში − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობა შენობა-ნაგებობის დასაშვები სიმაღლის თაობაზე ან საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებით დამტკიცებული „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის“ 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ − „დ“ და „ვ“-„ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული დოკუმენტაცია, ამავე წესის 23-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში.“.
4. მე-13 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:
„ჟ) სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ან სახელმწიფო ავიაციის აეროდრომის დაცვის არეში − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობა მშენებლობის პერიოდში გამოყენებული მოწყობილობის/მექანიზმის დასაშვები სიმაღლის თაობაზე ან საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებით დამტკიცებული „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის“ 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული დოკუმენტაცია, ამავე წესის 23-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში.“.
5. დანართ 1-ით განსაზღვრული „IV კლასის შენობა-ნაგებობის განმსაზღვრელი მახასიათებლების“ „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) აეროდრომი კოდური აღნიშვნით − 4D-ზე ნაკლები (საანგარიშო საფრენი ზოლის სიგრძე − 1 800 მ-მდე, ასევე თვითმფრინავის ფრთის გაშლა − 36 მ-მდე);“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.01.2025.
- როდის იქნა მიღებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.01.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 300310000.10.003.024912.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.01.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №22, 27.01.2025, სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.024912 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6393558/