„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №550 |
|
2025 წლის 18 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-17 მუხლის პირველ პუნქტს „მ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლებისგან განსხვავებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმების სტადიაზე/ესკიზური ნახაზის წერილობითი დადასტურების წარმოებისას − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო (შემდგომში − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო). ამ შემთხვევაში, არქიტექტურული პროექტის/ესკიზის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან შეუთანხმებლობა წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის/წერილობითი დასტურის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.“.
2. 32-ე მუხლის პირველ პუნქტს „მ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:
„მ1) შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების შესახებ დოკუმენტაციას, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად.“.
3. 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ – „დ“ და „ვ“ – „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია:
გ.ა) განცხადებაში ასახოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ;
გ.ბ) „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, განცხადებას დაურთოს მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ.გ) განცხადებას ასევე უნდა დაერთოს:
გ.გ.ა) შენობა-ნაგებობის განთავსების ადგილის ტოპოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით;
გ.გ.ბ) „შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი, ხოლო თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შენობის სასარგებლო ფართობი აღემატება 50 მ2-ს და შენობა ამავდროულად არ ექცევა 331 მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ გამონაკლისებში, მაშინ ესკიზური ნახაზის ნაცვლად განცხადებას უნდა დაერთოს არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა/პროექტი, ასევე 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საექსპერტო დასკვნაც. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შენობის სასარგებლო ფართობი აღემატება 50 მ2-ს და შენობა ამავდროულად ექცევა 331 მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ გამონაკლისებში, მაშინ სააგენტოს უნდა წარედგინოს შესაბამისი დასაბუთება;
შენიშვნა: სასარგებლო ფართობი განმარტებული უნდა იქნეს „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 3 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში უნდა დაერთოს განცხადებას:
ვ.ა) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარის განთავსების ადგილის ტოპოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით;
ვ.ბ) „შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი.“.
4. 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:
„მ1) შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების შესახებ დოკუმენტაციას საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად.“.
2. ამ დადგენილების ამოქმედებამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები დასრულდეს ამავე დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი წესით.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.12.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №550. სარეგისტრაციო კოდი — 300310000.10.003.025444.
- რამდენი მუხლისგან შედგება „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №550, 18.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.025444 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6703712/