„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №57 |
|
2019 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 17/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.22.034.016833) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 23. პროფესიული მომზადება 1. მეხანძრე-მაშველი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გადის შესაბამის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, სპეციალური მომზადების/გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსს/პროგრამას. 2. მოსამსახურემ, რომლის ფუნქციები და მოვალეობები საგანგებო სიტუაციის მართვაში უშუალო მონაწილეობას ითვალისწინებს, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით შესაძლოა გაიაროს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სპეციალური მომზადების/გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსი/პროგრამა. 3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.“. 2. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე გამოსაცდელი ვადით მიღებული მეხანძრე-მაშველი გადის საბაზისო სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“. 3. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) მოსამსახურისათვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ მსმენელის სტატუსის შეჩერებისას;“. 4. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსამსახურე, სასამართლოს განჩინების, საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან, სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენების ან ჩამოშორების შესახებ.“; 5. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 52. გათავისუფლება ან/და დათხოვნა შესაბამისი ფიზიკური დონის შემოწმების, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო 1. მეხანძრე-მაშველი თავისუფლდება თანამდებობიდან ან/და დაითხოვება სამსახურიდან შესაბამისი ფიზიკური დონის შემოწმების, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო, თუ ნორმატიული სამართლებრივი აქტი ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ითვალისწინებს მეხანძრე-მაშველის გათავისუფლებას/დათხოვნას. 2. ამ წესის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსამსახურე თავისუფლდება თანამდებობიდან ან/და დაითხოვება სამსახურიდან შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო, თუ ნორმატიული სამართლებრივი აქტი ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ითვალისწინებს მოსამსახურის გათავისუფლებას/დათხოვნას.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 25 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|