„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
140070000.22.034.017567
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/05/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №38

2025 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 17/01/2019, 140070000.22.034.016833) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:

„61. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში მთავარი სამმართველოს უფროსის ან/და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, მინისტრის თანხმობით, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი მხოლოდ შემდეგი გარემოების არსებობისას:

ა) აქვს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;

ბ) გავლილი აქვს სახანძრო ან/და სამაშველო მიმართულების რომელიმე სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსი/პროგრამა;

გ) პიროვნული თვისებების, გამოცდილების, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და სამსახურის პერიოდში მიღწევების გათვალისწინებით.

62. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი თანამდებობა ითვალისწინებს როგორც სპეციალური წოდებით, ასევე საჯარო მოხელედ ან სამოქალაქო პირად მიღების შესაძლებლობას, მაშინ ამ მუხლით განსაზღვრული, განათლებასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცელდება საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის მიმართაც.“.

2. 27-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ წესის მე-18 მუხლის მე-5, მე-6 და 61 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში თანამდებობაზე დანიშნულ პირს უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების – სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის მინიჭებისას უმაღლესი განათლება არ მოეთხოვება.“.

3. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების გამო (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა);“.

4. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეაქციით:

„მუხლი 45. გათავისუფლება ან/და დათხოვნა თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის  განხორციელების გამო

მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს ან/და გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ წესის მე-7−მე-9 მუხლებით გათვალისწინებული შეუთავსებლობის, ასევე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების გამო.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური