„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№391
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016552
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №391

2016 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისათვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოსამსახურეთა შეფასების წესის შესაბამისად;“.

2. 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. კადრების განკარგულებაში მყოფი სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 60 წლის ან მეტი ასაკის მქონე მოსამსახურე, სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, გამოცდილების, საქმიანი თვისებებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, საკუთარი სურვილით, კურატორი მინისტრის მოადგილის დასაბუთებული წარდგინებითა და მინისტრის თანხმობით, შეიძლება დანიშნულ იქნეს სამოქალაქო პირის თანამდებობაზე 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი ვადაზე ადრე გათავისუფლდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.“.

3. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:

„ო1) მოსამსახურის შეფასებისას არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, თუ სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისათვის დამტკიცებული მინისტრის სამართლებრივი აქტი ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ითვალისწინებს სამინისტროს მოსამსახურის გათავისუფლებას/მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას;“.

4. 49-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 491 მუხლი:

„მუხლი 491. გათავისუფლება მოსამსახურეთა შეფასებიდან გამომდინარე

სამინისტროს მოსამსახურე გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან/დაითხოვება სამსახურიდან ან შეუწყდება შრომითი ურთიერთობა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისათვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად მოსამსახურეთა შეფასებისას მიღებული  უარყოფითი შედეგის გამო.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.07.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №391. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016552.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №391, 15.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016552 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3336436/