„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №1031 |
|
2014 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები: „11. ქალებს, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო წოდება, სამინისტროს სამხედრო სამსახურში მიღების, მათ შორის, ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში მიენიჭებათ რიგითის სამხედრო წოდება, ხოლო ლეიტენანტის სამხედრო წოდების მისანიჭებელი კურსის გავლის შემთხვევაში – ლეიტენანტის სამხედრო წოდება. 12. სამხედრო რეზერვში მყოფ პირებს, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო წოდება, სამინისტროში სამხედრო ოფიცრის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას მიენიჭებათ რიგითის სამხედრო წოდება.“. 2. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მიმართვას/დავალებას თან უნდა დაერთოს ამ წესის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია. 7. სპეციალური საკონკურსო კომისია (მათ შორის, სპეციალური საკონკურსო კომისიის სამდივნო) უფლებამოსილია, ამ წესის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად წარდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დანაყოფისაგან მოითხოვოს დამატებითი დასაბუთება, ხოლო განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში აღნიშნული საკითხი განიხილოს სპეციალური საკონკურსო კომისიის სხდომაზე. დაინტერესებული დანაყოფის წარმომადგენელი უფლებამოსილია დაესწროს აღნიშნულ სხდომას. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური საკონკურსო კომისია.“. 3. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მოსამსახურეებს, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლიან მოსამსახურეს, მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, თავიანთი ხელფასის გარდა ეძლევათ დანამატი არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“. 4. 63-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროს მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა არის 30 კალენდარული დღე. შვებულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწილ-ნაწილ. წლის ბოლოს აღებული შვებულება შესაძლებელია გაგრძელდეს მომდევნო წელს. მომდევნო წელს გაგრძელებული შვებულება ჩაითვლება წინა წლის შვებულებად.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.12.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1031. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016399.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.12.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1031, 22.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016399 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2634902/