„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017206
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №17

2022 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1 . მე-11 მუხლის:

ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების ტარების ან/და გამოყენებისათვის სამინისტროს მოსამსახურეთა სავალდებულო სპეციალურ მომზადებას უზრუნველყოფს აკადემია, სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და ობიექტების დაცვის დეპარტამენტი, მოსამსახურეთათვის სპეციალური მომზადების გავლის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტის გაცემით.“;

ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ან/და გამოყენებისათვის ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური მომზადების გავლა არ არის სავალდებულო სამინისტროს იმ მოსამსახურისთვის, რომელსაც აღნიშნული მომზადება გავლილი აქვს სხვა საჯარო დაწესებულებაში, რაც დასტურდება ამავე დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტით.“.

2 . მე-12 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის:

ა.ა) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლება, თუ ის ინიშნება უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორის, პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი) ან ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უფროს სპეციალურ წოდებას, უმაღლეს სპეციალურ წოდებას, უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებას ან/და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღები/დასანიშნი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

გ.ა) მიღებული აქვს უმაღლესი განათლება;

გ.ბ) მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლება, ინიშნება დეტექტივის ვაკანტურ თანამდებობაზე და დანიშვნის მომენტისთვის აქვს სამინისტროს სისტემაში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბრძოლო ან/და ობიექტების დაცვის (გარდა დაცვის პოლიციისა) ფუნქციის განმახორციელებელ თანამდებობებზე, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობის ჩათვლით, შესაძლებელია დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი.“.

3. 55-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. უფროსი და უმაღლესი სპეციალური, ასევე უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებები მიენიჭებათ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-5 პუნქტითა და მე-7 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

4 . 82-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-9 პუნქტი:

„9. ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 5 წლიანი სამუშაო გამოცდილების მოთხოვნა არ ვრცელდება იმ მოსამსახურეზე, რომელსაც ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის უკავია უმცროსი დეტექტივის ან უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობა თუ იგი 2022 წლის 15 მარტამდე დაინიშნება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანამდებობაზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.02.2022.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.02.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017206.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.02.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №17, 16.02.2022, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017206 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5384666/