„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №12 |
|
2026 წლის 12 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-12 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ასევე ამავე დეპარტამენტის ბადრაგირების მთავარი სამმართველოს იმ საშტატო ერთეულზე, რომელიც ბადრაგირების ფუნქციის განხორციელებას ითვალისწინებს, უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, თუ მას გავლილი აქვს შესაბამისი სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა/კურსი.“. 2. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სსიპ – სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომ – მომსახურების სააგენტო) სამოქალაქო პირის თანამდებობაზე მიიღებიან/თანამდებობაზე დაინიშნებიან 60 წლამდე ასაკის პირები (ზღვრული ასაკი), ხოლო დაცვის პოლიციაში სამოქალაქო პირის თანამდებობაზე მიიღებიან/თანამდებობაზე დაინიშნებიან 65 წლამდე ასაკის პირები (ზღვრული ასაკი).“. 3. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დადებითი სამედიცინო დასკვნისას უმცროსი, საშუალო და უფროსი (გარდა პოლკოვნიკისა) სპეციალური წოდების მქონე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დასაცავი ობიექტის (გარდა პირადი დაცვისა) დაცვის ფუნქციის განმახორციელებელ მოსამსახურეებს საკუთარი სურვილით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით, ხოლო პოლკოვნიკისა და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების შემთხვევაში მინისტრის თანხმობით შეიძლება გაუგრძელდეთ სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით.“. 4. 181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 181. დაცვის პოლიციაში სამოქალაქო პირების ასაკობრივი შეზღუდვა დაცვის პოლიციაში სამოქალაქო პირებისათვის ზღვრული ასაკია 65 წელი. შენიშვნა: ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ დაცვის პოლიციაში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებულ/დანიშნულ სამოქალაქო პირებზე.“. 5. 55-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები მიენიჭებათ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5, 51 პუნქტებითა და მე-7 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.02.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.02.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017669.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.02.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №12, 12.02.2026, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017669 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6784654/