„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№79
სარეგისტრაციო კოდი
140070000.22.034.017181
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №79

2021 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2019, 140070000.22.034.016833) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4  და მე-5 პუნქტები:

„4. მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება საშტატო ნუსხით განსაზღვრული საშტატო ერთეულების მიხედვით, რომელსაც შესაბამის კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, სამსახურებრივი რეგლამენტის/ინსტრუქციის სახით ამტკიცებს:

ა) მოსამსახურეებისათვის (გარდა სააგენტოს მოსამსახურის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) სამსახურის უფროსი;

ბ) სააგენტოს მოსამსახურეებისათვის (გარდა სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) - სააგენტოს  უფროსი.

5. სამსახურებრივი ინსტრუქციის/რეგლამენტის საფუძველზე მოსამსახურეების კონკრეტული/პერსონალური ფუნქცია-მოვალეობები სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე სამსახურის უფროსის, ხოლო სააგენტოს შემთხვევაში სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსამსახურისათვის დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრება შესაძლებელია არაუმეტეს 1 წლისა. დროებითი ფუნქცია-მოვალეობის შესრულება 1 თვეზე მეტი ვადით შეიძლება იმ მოსამსახურის თანხმობით, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს მოვალეობა.“.

3. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 33. წოდებების ვადამდე მინიჭება

1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და სააგენტოს მოსამსახურეს, წახალისების ფორმით, სამსახურის გავლის პერიოდში მორიგი წოდება შეიძლება მიენიჭოს ვადაზე ადრე.

2. წოდების ვადამდე მინიჭება სამსახურის გავლის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ ორჯერ, სხვა სახელმწიფო უწყებაში ვადამდე მინიჭებული წოდებების ჩათვლით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში და სააგენტოში ვადამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების უფლება აქვს სამსახურის უფროსს მინისტრთან შეთანხმებით. სააგენტოს მოსამსახურისათვის ვადამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების მიზნით, სააგენტოს უფროსი მიმართავს სამსახურის უფროსს.

4. ვადამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებამდე შესაბამისი მოთხოვნით მოსამსახურე მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.

5. გამონაკლის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებული დამსახურებისათვის მოსამსახურეს შეიძლება ვადამდე მორიგი წოდება მიენიჭოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვების გარეშე.

6. სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების შემთხვევაში განსაკუთრებულ დამსახურებად ითვლება:

ა) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულება;

ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წარმატების მიღწევაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა;

გ) სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულება.“.

მუხლი 2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და მის მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტომ ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამსახურებრივი რეგლამენტის/ინსტრუქციის დამტკიცება უზრუნველყონ ამ ბრძანების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური