„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 9 მარტის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№70
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017398
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/09/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №70

2023 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 9 მარტის №17 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 10/03/2021, 140130000.22.034.017124) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სააგენტოსთვის მომსახურების გაწევის შესახებ მოთხოვნის ელექტრონული კომუნიკაციის (მათ შორის, ელექტრონული მატარებლის) საშუალებით გაგზავნა/მიწოდება დასაშვებია, თუ შესაბამის ელექტრონულ დოკუმენტზე დასმულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის ან სააგენტოს მობილური აპლიკაციის მეშვეობით ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების შესახებ მოთხოვნა შესაძლებელია წარდგენილ იქნეს „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით განსაზღვრული წესით.

8. ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების სააგენტოს ვებგვერდის ან სააგენტოს მობილური აპლიკაციის მეშვეობით მოთხოვნის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა და დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის.“.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევისათვის არ იქნა წარდგენილი ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე დოკუმენტი ან/და წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია არ მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს, ან/და არ შეესაბამება ამ წესის ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო დაინტერესებულ პირს ხარვეზის აღმოფხვრისთვის განუსაზღვრავს ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს დამატებითი დოკუმენტ(ებ)ის ან/და ინფორმაციის წარდგენა.“.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია

1. ამ წესის შესაბამისად მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით, სააგენტოს მხრიდან დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების სააგენტოს ვებგვერდზე ან სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში განთავსების/ატვირთვის გზით ან დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში წარდგენილ ელექტრონულ დოკუმენტში დაფიქსირებული საშუალებით (მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ან/და წერილობითი შეტყობინების ოფიციალური გაცნობის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით).

2. თუ სააგენტოში მომსახურების გაწევის შესახებ მოთხოვნა წარდგენილია ელექტრონულად, დაინტერესებული პირი ვალდებულია ელექტრონულ დოკუმენტში აგრეთვე მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 25 სექტემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური