„ავტორიზაციის წესის, ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №239 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№40
სარეგისტრაციო კოდი
040170310.22.033.017445
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/02/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №40

2021 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

„ავტორიზაციის წესის, ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №239 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ავტორიზაციის წესის, ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №239 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040170310.22.033.017375) დამტკიცებულ „ავტორიზაციის წესში, ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ შემთხვევაში, თუ პირველადი კვლევის შედეგად გამოიკვეთება ხარვეზ(ებ)ი, მაგრამ არ არსებობს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, შერჩეული პირი უფლებამოსილია, მიიღოს ქვემოთ მითითებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება:

ა) განუსაზღვროს განმცხადებელს ხარვეზის აღმოფხვრისთვის საჭირო გონივრული ვადა. თუ განმცხადებელი ამ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, ავტორიზაციის პროცესი შეწყვეტილად ჩაითვლება. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი გამოასწორებს ხარვეზს, შერჩეული პირი დაადასტურებს ხარვეზის გამოსწორებას და არ გამოვლინდება ახალი ხარვეზი, შერჩეული პირი იწყებს განმცხადებლის სისტემასთან ინტეგრაციის პროცედურებს;

ბ) დაიწყოს განმცხადებლის სისტემასთან ინტეგრაციის პროცედურები, თუ გამოვლენილი ხარვეზი არ არის არსებითი და მათი დროებით არსებობა არ შეუშლის ხელს განმცხადებლის სისტემასთან ინტეგრაციას. ასეთ შემთხვევაში, ინტეგრაციის დასრულების შემდეგ ავტორიზაციის სერტიფიკატი გაიცემა დროებით, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

2. მე-7 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისტემის ინტეგრაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შერჩეული პირი გასცემს ავტორიზაციის სერტიფიკატს, რომელიც მოქმედებს:

ა) უვადოდ – თუ არ არსებობს ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები;

ბ) დროებით – თუ არსებობს ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, ასეთ შემთხვევაში, ავტორიზაციის სერტიფიკატში მიეთითება გამოსასწორებელი ხარვეზ(ებ)ი და მისი/მათი გამოსწორების გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სრულად შესრულდება დროებითი სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობები, რის შესახებაც შერჩეული პირი წერილობით აცნობებს ნებართვის მფლობელს, ავტორიზაციის სერტიფიკატი ჩაითვლება უვადოდ გაცემულად. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტორიზაციის სერტიფიკატი გაუქმდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“;

გ) მე-4 პუნქტის:

გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ნებართვის მფლობელი არ გაივლის რეავტორიზაციას ამ წესის მე-8 მუხლით დადგენილი წესით;“;

.) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის შესაბამისად, არ შესრულდება დროებით გაცემული ავტორიზაციის სერტიფიკატის პირობები.“.

3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ნებართვის მფლობელი აგრეთვე ვალდებულია, მიმართოს შერჩეულ პირს რეავტორიზაციის გავლის მოთხოვნით, თუ ცვლილება შევა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის, აგრეთვე ზოგიერთი არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებში/მოთხოვნებში. ნებართვის მფლობელმა შერჩეულ პირს უნდა მიმართოს ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში, თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი