„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 03 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№139
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.038.016897
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №139

2017 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის  №52 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04/07/2017, 010320020.22.038.016810) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციასთან და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე, 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 103-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 104-ე და 105-ე მუხლებით განსაზღვრული შემთხვევისა) წესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

2. 32-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) უფრო დაბალ თანამდებობაზე: სამინისტროს მოსამსახურის თანხმობით დაწესებულების/სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის ან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.“.

3. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 49. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/თანამდებობრივი გადაყვანა დაწესებულების/სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის ან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით

1. სამინისტროს მოსამსახურე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს დაწესებულების/სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის ან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება არ იწვევს მის რეზერვში ჩარიცხვას.

3. დაწესებულების/სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის ან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით სამინისტროს მოსამსახურე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს სამინისტროში ან/და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

4. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს მოსამსახურე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით გადაყვანილი იქნა სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, იგი თანამდებობაზე დაინიშნება არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით. ამასთან, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია გაიაროს მომზადების შესაბამისი სპეციალური სასწავლო კურსი „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კონკურსის ჩატარების, მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, გამოსაცდელი ვადის გავლისა და სამსახურებრივი დაწინაურების, ასევე სასწავლო კურსის სახეების, სასწავლო კურსის გავლის, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 2 ივნისის №47 ბრძანებით დადგენილი წესით.

5. სამინისტროს მოსამსახურის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში/პრობაციის ეროვნულ სააგენტოში გადაყვანა ხდება ამ წესის 32-ე მუხლის შესაბამისად.“.

4. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 54. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შეზღუდვა

სამინისტროს მოსამსახურე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უარს განაცხადებს ამ წესის 49-ე მუხლით გათვალისწინებულ შეთავაზებაზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 03 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 03 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 03 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 03 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 18.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №139. სარეგისტრაციო კოდი — 010320020.22.038.016897.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 03 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 03 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 03 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 03 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №139, 18.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.038.016897 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3921925/