„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №549 |
|
2025 წლის 18 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. 31 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 მუხლი:
„მუხლი 32. შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლებისგან განსხვავებული ესთეტიკური მახასიათებლების მქონე არქიტექტურული პროექტის ნებართვის გაცემის პროცესში ჩართული ადმინისტრაციული ორგანო
1. არქიტექტურული პროექტის შეთანხმების სტადიაზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლებისგან განსხვავებული არქიტექტურული პროექტი საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან (შემდგომში − სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები ასევე ვრცელდება მშენებლობის შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლებისგან განსხვავებულ არქიტექტურულ ესკიზზე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვეებში სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან შეუთანხმებლობა წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ან მშენებლობის შეტყობინების გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველს.“.
2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. არქიტექტურული ესკიზის (მათ შორის, I კლასის შენობა-ნაგებობის) შემუშავებისას დაცული უნდა იქნეს შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლები, საქართველოს მთავრობის სათანადო დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.“.
3. მე-13 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:
„კ1) შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების შესახებ დოკუმენტაციას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის სათანადო დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;“.
2. ამ დადგენილების ამოქმედებამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები დასრულდეს ამავე დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი წესით.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.12.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №549. სარეგისტრაციო კოდი — 300310000.10.003.025443.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №549, 18.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.025443 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6703691/