„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№285
სარეგისტრაციო კოდი
300310000.10.003.024118
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/08/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №285

2023 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021274) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. 331 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები არ ვრცელდება არსებული შენობის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევებზე, როდესაც ამ მოთხოვნების გამოყენება შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ხარჯეფექტური არ იქნება. არსებული შენობის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევებში, ხარჯეფექტურობის გამოთვლა ხორციელდება „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეების გამოთვლის შედარებითი მეთოდოლოგიით“, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

2. 36-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შენობის შემთხვევაში − 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნებით“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით  გათვალისწინებული საექსპერტო დასკვნა ან ეროვნული პროგრამის დასტური, ხოლო 2025 წლის 30 ივნისის შემდეგ − საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებზე უფლებამოსილი ექსპერტების მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა,  ეროვნული პროგრამის დასტურის საფუძველზე, გარდა ამ დადგენილების 33​1 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასეთ შემთხვევაში სააგენტოს შესაბამისი დასაბუთება უნდა წარედგინოს;“;

ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა: ექსპერტის მიმართ მოთხოვნები, ისევე, როგორც ეროვნულ პროგრამასთან დაკავშირებული წესები განისაზღვრება „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი