„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.07.2022 ბოლო ცვლილება 03.10.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№348
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.023559
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/07/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №348

2022 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2018, 300160070.10.003.020788) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის:

  ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქონლის ან/და პროდუქტის შეფუთვისთვის გათვალისწინებულ პლასტიკის პარკებზე, როდესაც პლასტიკის პარკი გამოიყენება მწარმოებლიდან მომხმარებლამდე ჯაჭვში, როგორც ნედლეულის, ასევე დამუშავებული პროდუქტის შესაფუთად, დასაცავად, გადასატანად, მისაწოდებლად და მისი მოცილება უშუალოდ ნედლეულის/პროდუქტის მოხმარების დროს ხდება (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 მუხლის პირველი, 21, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დებულებებისა);“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) არანაკლებ 50 მიკრონი სისქისა  და ამავე დროს არანაკლებ 45X100 სმ ზომის  (იმ შემთხვევაში, თუ პარკს აქვს ჩასაკეც(ებ)ი, პარკი იზომება ჩაკეცილ მდგომარეობაში) პლასტიკის პარკებზე (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-6  მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დებულებებისა);“;

გ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) პოლიპროპილენის ძაფისგან მოქსოვილ პარკებზე (ტომრებზე, ჩანთებზე);“;

დ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მუნიციპალური ნარჩენებისთვის (ნაგვისთვის) განკუთვნილ პლასტიკის პარკებზე (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული დებულებებისა).“.

2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) შეფუთვისათვის განკუთვნილი პლასტიკის პარკი − ნებისმიერი ზომისა და სისქის პლასტიკის პარკი, ხელსაკიდის გარეშე, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

ზ) მუნიციპალური ნარჩენებისთვის (ნაგვისთვის) განკუთვნილი პლასტიკის პარკი − ნებისმიერი ზომისა და სისქის პლასტიკის პარკი, ხელსაკიდის გარეშე, თასმით ან უთასმოდ, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.“.

3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. შეფუთვისათვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად, ასევე დატანილი უნდა იყოს: საქონლის ან პროდუქტის დასახელება, რის შესაფუთადაც არის განკუთვნილი პარკი ან/და შესაბამისი საქონლის ან პროდუქტის სასაქონლო ნიშანი, ასევე შეფუთვისათვის განკუთვნილი პლასტიკის პარკის დამკვეთი (საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით).

22. მუნიციპალური ნარჩენებისთვის (ნაგვისთვის) განკუთვნილ პლასტიკის პარკზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად, ასევე ქართულ ენაზე დატანილი უნდა იყოს წარწერა − „ნარჩენებისთვის“.“.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 22 პუნქტისა, ამოქმედდეს 2022 წლის 1 სექტემბრიდან.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „ზ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 22 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.10.2022.
როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.07.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №348. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.023559.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 03.10.2022-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.10.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №348, 04.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023559 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5515183/