„ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აგვისტოს №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №116 |
|
2025 წლის 15 აპრილი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის:
ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პოტენციური ბენეფიციარი − საქართველოს მოქალაქე სრულწლოვანი ფიზიკური პირი ან საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული/ ფიზიკური პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), სადაც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, რომელიც, პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, წარადგენს განაცხადს, რომელთანაც შესაძლებელია, გაფორმდეს თანადაფინანსების ხელშეკრულება;
ბ) ბენეფიციარი − საქართველოს მოქალაქე სრულწლოვანი ფიზიკური პირი ან საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული/ფიზიკური პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), სადაც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება;“;
ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) სასოფლო-სამეურნეო მისაბმელი – ჩიზელური გუთანი როლერით, კვალზე/ბაზოზე ფირის/ცელოფნის დამგები, როტორული ტიპის რიგთაშორის ნიადაგის გამაფხვიერებელი კულტივატორი ცალმხრივი, ასევე ნებისმიერი, მათ შორის, კლიმატგონივრული, სხვა სასოფლო-სამეურნეო მისაბმელი, გარდა ტრანსპორტირების მიზნებისთვის გამოსაყენებელი მისაბმელებისა;“;
გ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არანაკლებ 7 ცხ. ძ.-ის მქონე სიმძლავრის ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი) ან არანაკლებ 7 ცხ. ძ-ის მქონე სიმძლავრის ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი) და მასთან ერთად მისაბმელი (იმპლემენტი) კომპლექტში, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის.“.
2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის ან/და მარწყვის ან/და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის წვეთოვანი სარწყავი სისტემის (მათ შორის, ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემის) მოწყობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.2 ჰა-ს, მიწის ნაკვეთები შესაძლებელია, იყოს სხვადასხვა საკადასტრო კოდით, სადაც შესაძლებელია ერთიანი სარწყავი სისტემის მოწყობა;
ბ) ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის ან/და მარწყვის ან/და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის დაწვიმების (სპრინკლერ) სარწყავი სისტემის (მათ შორის, ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემების) მოწყობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.2 ჰა-ს, მიწის ნაკვეთები შესაძლებელია, იყოს სხვადასხვა საკადასტრო კოდით, სადაც შესაძლებელია ერთიანი სარწყავი სისტემის მოწყობა;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სასოფლო-სამეურნეო მისაბმელ(ებ)ის ან/და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.2 ჰა-ს.“.
3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის ან/და მარწყვის ან/და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის წვეთოვანი სარწყავი სისტემის (მათ შორის, ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემების) მოწყობის თანადაფინანსება;
ბ) ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის ან/და მარწყვის ან/და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის დაწვიმების (სპრინკლერ) სარწყავი სისტემის (მათ შორის, ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემების) მოწყობის თანადაფინანსება;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სასოფლო-სამეურნეო მისაბმელ(ებ)ის ან/და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება;“.
4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი
პროგრამა განხორციელდება საგარეჯოს, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, ასევე ამ მუნიციპალიტეტებში შემავალ ყველა სოფელსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში.“.
5. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
* სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის – ხელის ტრაქტორი (მოტობლოლკი) შეძენის შემთხვევაში სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, კერძოდ: - 7-დან 9 ცხ.ძ-მდე სიმძლავრის შემთხვევაში არაუმეტეს 1,000 ლარს; - 9-დან 11 ცხ.ძ-მდე სიმძლავრის შემთხვევაში არაუმეტეს 1,300 ლარს; - 11-დან 13 ცხ.ძ-მდე სიმძლავრის შემთხვევაში არაუმეტეს 1,700 ლარს; - 13 და მეტი ცხ.ძ-ის სიმძლავრის შემთხვევაში არაუმეტეს 2,000 ლარს;
** თუ პროგრამის ბენეფიციარი ახალგაზრდაცაა და წმო-ს წევრიც მიიღებს მხოლოდ დამატებით 10% დაფინანსებას.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აგვისტოს №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აგვისტოს №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.04.2025.
- როდის იქნა მიღებული „ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აგვისტოს №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აგვისტოს №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.04.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №116. სარეგისტრაციო კოდი — 340170000.10.003.025006.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აგვისტოს №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აგვისტოს №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აგვისტოს №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.04.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აგვისტოს №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №116, 15.04.2025, სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.025006 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6474906/