„საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №252 |
|
2025 წლის 11 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის:
ა) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:
„111. ასახდელი − ერთეული კუბოიდური კოლოფის გახსნა, როცა კოლოფის თავსახური განთავსებული მის წინა ნაწილში, აიხდება ზედა მხარეს. გახსნის დიაგრამა − იხ. №2 დანართი.“;
ბ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. ჩანართი − კუბოიდური კოლოფის ფორმის ერთეული შეფუთვის შიგნით, გადასახსნელის/ასახდელის წინა მხარეს მოთავსებული მყარი მუყაო. შესახვევი თუთუნის, თამბაქოს ნედლეულისა და თამბაქოს ნარჩენების ერთეული შეფუთვისთვის, ამ შეფუთვის ხელახლა დაკეტვისთვის საჭირო დამატება.“.
2. მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის:
ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ბრენდის სახელი 150 კვ/სმ-მდე ფართობის მქონე შეფუთვის შემთხვევაში არ უნდა იყოს 14 ერთეულზე დიდი ზომის შრიფტი, 150 კვ/სმ-დან 300 კვ/სმ-მდე ფართობის მქონე შეფუთვის შემთხვევაში − 40 ერთეულზე დიდი ზომის შრიფტი, ხოლო 300 კვ/სმ და მეტი ფართობის მქონე შეფუთვის შემთხვევაში − 60 ერთეულზე დიდი ზომის შრიფტი; ვარიანტის სახელი, რაოდენობის ან წონის შესახებ წარწერა, აგრეთვე მწარმოებლის სახელი და მისამართი, მწარმოებელი ქვეყნის სახელი − 150 კვ/სმ-მდე ფართობის მქონე შეფუთვის შემთხვევაში − 10 ერთეულზე დიდი ზომის შრიფტი, 150 კვ/სმ-დან 300 კვ/სმ-მდე ფართობის მქონე შეფუთვის შემთხვევაში − 30 ერთეულზე დიდი ზომის შრიფტი, ხოლო 300 კვ/სმ და მეტი ფართობის მქონე შეფუთვის შემთხვევაში − 40 ერთეულზე დიდი ზომის შრიფტი;“;
ა.ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მწარმოებლის სახელი და მისამართი, მწარმოებელი ქვეყნის სახელი შეიძლება განთავსდეს:
ე.ა) იმ შეფუთვაზე, რომელიც კუბოიდური ფორმისაა, მხოლოდ ლატერალურ (გვერდითა) გვერდზე და უნდა დაიწეროს მხოლოდ ერთხელ, ხოლო თუკი სრულდება აფხაზურ ენაზეც, მაშინ თითოეულ ენაზე თითოჯერ;
ე.ბ) სხვა სახის შეფუთვის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს კუბოიდური ფორმა, გარე ზედაპირზე − მხოლოდ ერთხელ, ხოლო თუკი სრულდება აფხაზურ ენაზეც, მაშინ თითოეულ ენაზე თითოჯერ;
ვ) თამბაქოს ნაწარმის რაოდენობის ან წონის შესახებ წარწერა შეიძლება განთავსდეს:
ვ.ა) იმ შეფუთვაზე, რომელიც კუბოიდური ფორმისაა, წინა ან ლატერალურ (გვერდითა) ზედაპირზე და დაიწეროს მხოლოდ ერთხელ, ხოლო თუკი სრულდება აფხაზურ ენაზეც, მაშინ თითოეულ ენაზე თითოჯერ;
ვ.ბ) სხვა სახის შეფუთვის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს კუბოიდური ფორმა, გარე ზედაპირზე მხოლოდ ერთხელ, ხოლო თუკი სრულდება აფხაზურ ენაზეც, მაშინ თითოეულ ენაზე თითოჯერ;“;
გ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) განლაგებულია კუბოიდური ფორმის შეფუთვის შემთხვევაში ლატერალურ (გვერდითა) ზედაპირზე (მიკვლევადობის ნიშანი – ლატერალურ (გვერდითა) ან ქვედა უმცირეს ზედაპირზე) მხოლოდ ერთხელ, მართკუთხა ფორმით, არ ფარავს ტექნიკური რეგლამენტით მოთხოვნილ რაიმე წარწერას ან ნიშანს და არ იკავებს ლატერალური (გვერდითა)/ქვედა უმცირესი ზედაპირის 30%-ზე მეტს; სხვა სახის შეფუთვის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს კუბოიდური ფორმა, გარე ზედაპირზე, მხოლოდ ერთხელ, მართკუთხა ფორმით, არ ფარავს ტექნიკური რეგლამენტით მოთხოვნილ რაიმე წარწერას ან ნიშანს და არ იკავებს შესაბამისი ზედაპირის 30%-ზე მეტს;“.
3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სიგარეტის შეფუთვის გახსნა უნდა ხდებოდეს მხოლოდ გადახსნით ან ახდით, შესაბამისი დიაგრამის (დანართი №1 და დანართი №2) მიხედვით. გადასახსნელი შეფუთვის შემთხვევაში, ღიობი უნდა იყოს შეფუთვის ზედა ნაწილში, ხოლო ასახდელი შეფუთვის შემთხვევაში − ქვედა ნაწილში და უნდა ჰქონდეს სწორი კიდეები.“.
4. დაემატოს დანართი №2 („ასახდელი“) და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
კუბოიდური შეფუთვის ასახდელი უნდა იხსნებოდეს ქვემოთ მოცემული დიაგრამის შესაბამისად
.“.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.07.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.07.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №252. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.025144.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.07.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №252, 11.07.2025, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025144 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6571644/