„სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№568
სარეგისტრაციო კოდი
340170000.10.003.023124
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №568

2021 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №385 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2021, 340170000.10.003.022940) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პროგრამის მიზნობრიობები

პროგრამის მიზნობრიობებია:

ა) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება ან/და ცენტრისაგან ან/და კომპანიისაგან შესყიდული/შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ანაზღაურება ან/და თანადაფინანსება;

ბ) ცენტრისაგან ან/და კომპანიისაგან შესყიდული/შესასყიდი კომბაინის ანაზღაურება ან/და თანადაფინანსება.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს თანადაფინანსების ან/და ანაზღაურების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე პროგრამის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრიობისთვის შეადგენს:

ა) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და ცენტრისაგან ან/და კომპანიისაგან შესყიდული/შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არა უმეტეს 35%-ს, მაგრამ არა უმეტეს 7,000 ლარისა, თუ  შესასყიდი ან/და შესყიდული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს 20,000 ლარამდე; 

ბ) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და ცენტრისაგან ან/და კომპანიისაგან შესყიდული/შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არა უმეტეს 35%-ს, მაგრამ არა უმეტეს 35, 000 ლარისა, თუ შესასყიდი ან/და შესყიდული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს 20, 000 ლარიდან  100, 000 ლარამდე;

გ) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და ცენტრისაგან ან/და კომპანიისაგან შესყიდული/შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არა უმეტეს 30%-ს, მაგრამ არა უმეტეს 70, 000 ლარისა, თუ შესასყიდი ან/და შესყიდული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100, 000 ლარს.

2. სააგენტოს თანადაფინანსების/ანაზღაურების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე პროგრამის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრიობისთვის შეადგენს შესასყიდი ან/და შესყიდული კომბაინის ღირებულების არა უმეტეს 50%-ს, მაგრამ  არა უმეტეს 100 000 ლარისა, თუ კომბაინი შესყიდული/შესასყიდი იქნება კომპანიისგან ან/და ცენტრისაგან 2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროგრამის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრიობის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსება გავრცელდება პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილ ერთ განაცხადზე. ერთი განაცხადის ფარგლებში შესაძლებელია, სააგენტოს თანადაფინანსება ან/და ანაზღაურება გაიცეს ერთი ან რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად, ამ მუხლის პირველი პუნქტის პირობების შესაბამისად.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. პროგრამის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრიობის ფარგლებში კომბაინ(ებ)ის შესაძენად სააგენტოს თანადაფინანსება ან/და ანაზღაურება გავრცელდება პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილ ერთ განაცხადზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის პირობების შესაბამისად.“.

3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით, გარდა კომბაინის კომპანიისაგან ან/და ცენტრისაგან შეძენის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი