„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№120
სარეგისტრაციო კოდი
300280000.10.003.023951
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №120

2023 წლის 22 მარტი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №386 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  30/07/2021, 300280000.10.003.022941) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ – „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განცხადება, რომელიც შეიცავს კომისიის წევრობის კანდიდატის Curriculum Vitae-ს (CV);

ბ) კომისიის წევრად არჩევის შესახებ თანხმობა;

 გ) თანხმობა, შერჩევის პროცესში მონაწილე თანამდებობის პირების/ორგანოების მხრიდან მის შესახებ კომისიის წევრობის კანდიდატად შერჩევის მიზნებისათვის საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიების/გადამოწმების თაობაზე; “;

ბ) „ე“ – „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ენაზე შესრულებული დოკუმენტის შემთხვევაში, ქართულ ენაზე ნათარგმნი და კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;

 ვ) არანაკლებ 10 წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ზ) ხელწერილი, რომ პირი გაეცნო საქართველოს კანონმდებლობით კომისიის წევრის მიმართ დადგენილ ეთიკის, დამოუკიდებლობისა და ინტერესთა კონფლიქტის პირობებს;“;

გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) მის მიერ წარდგენილი ან კომისიის წევრობის კანდიდატად შერჩევის მიზნისთვის მის შესახებ მოძიებული ინფორმაციის და დოკუმენტების გასაჯაროებაზე თანხმობა ან უარი;

კ) სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც ასახავს მის სამუშაო გამოცდილებას, პროფესიულ და მორალურ რეპუტაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დოკუმენტები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების მიღების დასრულებიდან 20 დღის ვადაში (კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა) შესარჩევი კომისია უზრუნველყოფს კომისიის წევრობის კანდიდატის გამოვლენას და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენას.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შესარჩევი კომისია საკუთარი შემადგენლობიდან სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარეს.

4. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება კომისიის 3 წევრი მაინც.“;

გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებები აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს შესარჩევი კომისიის თავმჯდომარე და, სურვილის შემთხვევაში, შესარჩევი კომისიის სხვა წევრები.“.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შესარჩევი კომისია კონკურსის შედეგად გამოვლენილ კანდიდატს ამ წესის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადაში წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.03.2023.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.03.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №120. სარეგისტრაციო კოდი — 300280000.10.003.023951.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.03.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №120, 22.03.2023, სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.023951 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.03.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5757390/