„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №172 |
|
2025 წლის 23 მაისი ქ. თბილისი |
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო დაწესებულება სტაჟიორის შესარჩევ კონკურსს აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის (შემდგომში − ადმინისტრაცია) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.“.
2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სტაჟიორის კონკურსში მონაწილეობისათვის, სტაჟირების მსურველი პირი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.“.
3. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სტაჟიორის კონკურსის შედეგები აისახება ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში, მისი დასრულებიდან (შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთი კვირის განმავლობაში.“.
4. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჯარო დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება შეატყობინოს სტაჟირების მსურველ პირებსა და ადმინისტრაციას.“.
5. მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გაეცნოს სტაჟიორის კონკურსის შესაბამის შეტყობინებაში მითითებულ ინფორმაციას/მოთხოვნებს და, კონკურსში მონაწილეობის მიზნით, წარადგინოს ელექტრონული განაცხადი ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე;“.
6. მე-19 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გამოაცხადოს სტაჟიორის კონკურსი ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ასახოს სტაჟიორის კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე;“;
გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) გაეცნოს რეკომენდაციებს სტაჟირების პროცესის განვითარებასთან, გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და ითანამშრომლოს ადმინისტრაციასთან საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების ერთიანი პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით;“.
7. მე-5 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი V. ადმინისტრაციის უფლებები და მოვალეობები“.
8. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობები
ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობებია:
ა) უზრუნველყოს ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში საჯარო დაწესებულების მიერ სტაჟირების კონკურსის ჩატარების შესახებ ასახული ინფორმაციის სტატისტიკური ანალიზი;
ბ) გააანალიზოს საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების მიმდინარეობის პროცესი და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები, ერთიანი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით;
გ) გაუწიოს მეთოდური დახმარება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულებს, სტაჟიორების მენტორინგის პროცესის გაძლიერებისა და სტაჟირების პროცესის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.“.
9. 27-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აპარატი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტაჟიორთა კვოტის შესაბამისად, აქვეყნებს სტაჟიორის კონკურსს, ყოველი წლის შემოდგომის ან/და გაზაფხულის პერიოდში, ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge).“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საჯარო დაწესებულებაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტაჟიორად პირი მიიღება ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) განთავსებულ სტაჟიორის კონკურსზე განაცხადის რეგისტრაციისა და სტაჟირების უწყებათაშორის საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების მეშვეობით.“;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საკონკურსო კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას აცნობებს ადმინისტრაციასა და შესაბამის საჯარო დაწესებულებებს.“.
|