„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№222
სარეგისტრაციო კოდი
470000000.10.003.025114
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №222

2025 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

 

„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2024, 470000000.10.003.024868) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №17 დანართის („იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“ − პროგრამული კოდი:  27 03 03 06):

1. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.მ) გაფანტული სკლეროზით დაავადებულთათვის (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული პირებისა, რომლებსაც აქვთ შესაბამისი პროგრამებით სარგებლობის უფლება ან 2025 წლის 1 ივლისიდან დაკარგეს ეს უფლება რეგისტრაციის ცვლილების გამო) − სპეციფიკური მამოდიფიცირებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფა:

დ.მ.ა) სპეციფიკური მამოდიფიცირებელი მედიკამენტების შესყიდვა;

დ.მ.ბ) სპეციფიკური მამოდიფიცირებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით:

დ.მ.ბ.ა) მედიკამენტის მიღება/ინფუზია/კანქვეშა ინექცია და მეთვალყურეობა/მონიტორინგი დღის სტაციონარის პირობებში;

დ.მ.ბ.ბ) დაავადების გამწვავების შემთხვევაში, დღის სტაციონარის პირობებში მეთილპრედნიზოლონით და ინფუზიით/მონიტორინგით უზრუნველყოფა;

დ.მ.ბ.გ) თავის ტვინისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“.

2. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.მ.ბ“ და „დ.ო.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად, თანაგადახდის გარეშე, მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.“.

3. მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (გარდა „დ“ ქვეპუნქტის „დ.მ.ბ.ა“, „დ.მ.ბ.ბ“ და „დ.ო.ბ“ ქვეპუნქტებისა) განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „დ“ ქვეპუნქტის „დ.მ.ბ.ა“, „დ.მ.ბ.ბ“  და „დ.ო.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (გარდა „დ“ ქვეპუნქტის „დ.მ.ბ.ა“, „დ.მ.ბ.ბ“ და „დ.ო.ბ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.მ.ბ“ ქვეპუნქტის „დ.მ.ბ.ა“ და „დ.მ.ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და პროგრამის განმახორციელებელს წერილობით დაუდასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. მიმწოდებლისთვის დამატებითი პირობები განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „დ“ ქვეპუნქტის „დ.მ.ბ“ და „დ.ო.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.06.2025.
როდის იქნა მიღებული „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №222. სარეგისტრაციო კოდი — 470000000.10.003.025114.
რამდენი მუხლისგან შედგება „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.06.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №222, 17.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.025114 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6531297/