„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 07 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №63/ნ |
|
2017 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110407029, 07/04/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430190000.22.022.016087) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების.“:
|
1.
მე-4 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, რომლებიც არ არიან განვითარების შეფერხების, (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით სპეციალიზებული სკოლის მოსწავლეები, გამოცდები ტარდება ცენტრის მიერ წერილობითი ფორმით ან/და სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე.“; |
2.
მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) გამოცდებამდე 15 დღით ადრე, ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად, ცენტრს წერილობითი და ელექტრონული სახით წარუდგენს ინფორმაციას იმ მოსწავლეების შესახებ, რომელთაც ესაჭიროებათ გარემოს ადაპტაცია.“; ბ) მე-3 პუნქტის: ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უზრუნველყოფს გამოცდებისათვის თითოეული საგნის შესაბამისად დავალებების შემუშავებას და დავალებათა ბაზების ფორმირებას, რომელიც წარმოადგენს კონფიდენციალურ მასალას.“. ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) უზრუნველყოფს გამოცდების ჩატარებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით ან/და მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე წერილობითი ფორმით;“ ბ.გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) უზრუნველყოფს შესაბამისი გარემოს შექმნას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის;“; |
3.
მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფორსმაჟორის ან გამოცდის დროს ისეთი დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო ცენტრის ბრალეულობით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ახალი ვადა და ადგილი.“; |
4.
მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;“; |
5.
მე-17 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.პირის მიერ ყველა საგნის გამოცდის ჩაბარების შემდგომ არაუგვიანეს შესაბამისი წლის 20 ივნისისა: ა) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება ერთიანი სია გამოცდების შედეგების შესახებ და იგზავნება სამინისტროში; ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, რომელიც სპეციალიზირდება განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის) და სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით, დირექტორის სამართლებრივი აქტით მტკიცდება გამოცდაში მონაწილე პირების სია გამოცდების შედეგების შესახებ და იგზავნება სამინისტროში.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა გამოცდების ჩატარებამდე.“; |
6.
მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამინისტრო 2017 წლის 28 აპრილამდე ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად, ცენტრს ელექტრონული და წერილობითი ფორმით გადასცემს იმ პირთა თაობაზე ინფორმაციას, რომლებსაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ექსტერნის ფორმით, ასევე საშემოდგომო გამოცდის ჩაბარების გზით ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ან/და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე დაძლეული აქვთ საშუალო საფეხურში შემავალ ყველა კლასში.“; |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 07 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 07 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.04.2017.
- როდის იქნა მიღებული „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 07 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 07 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.04.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №63/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430190000.22.022.017317.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 07 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 07 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 07 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.04.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 07 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №63/ნ, 06.04.2017, სარეგისტრაციო კოდი 430190000.22.022.017317 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.04.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3631297/