,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-22/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016334
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება  №01-22/ნ

2015 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებით (სსმ III, 26.02.2010, №23, მუხ. 312) დამტკიცებული №1 დანართის (სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები):
1. მე-2 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

,,ა) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად  ან მხარდაჭერის მიმღები პირია და სასამართლოს მიერ მშობლის უფლებების ნაწილში მხარდამჭერად დანიშნულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი;“;

ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვანი მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში – მშობელი, მეურვე, მზრუნველი; მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობილი მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში – მხარდამჭერი; შეზღუდულ ქმედუნარიანი მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში – მზრუნველი, ქმედუნარიანი მაძიებლის ან ბენეფიციარის შემთხვევაში – მისი მხრიდან სათანადო უფლებამოსილებით (რწმუნებულება) აღჭურვილი პირი.“.

2. მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:      
„10. გადაუდებელი წესით, სააღმზრდელო დაწესებულებებში, ფონდის ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში, ასევე სათემო ორგანიზაციებში შეიძლება მოთავსდნენ პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა”, „ბ“, „გ“ და „დ” ქვეპუნქტებით, მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ასევე ის პირები (მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები), რომელთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაუდებელი განთავსების გარეშე საფრთხეშია, ხოლო დედათა და ბავშვთა თავშესაფარში პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“.
3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, სათემო ორგანიზაციაში, ფონდის ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მომსახურების მისაღებად იდება ხელშეკრულება მომსახურების მიმწოდებელსა და სრულწლოვან ბენეფიციარს შორის (გარდა სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მხარდაჭერის მიმღებად აღიარებული პირისა).“.

4. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს 61 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 61. სააღმზრდელო დაწესებულებაში განთავსებული ბენეფიციარის მონახულება

სააღმზრდელო დაწესებულების ბენეფიციარის ნახვის უფლება შეიძლება მიეცეს ბენეფიციარის ნათესავს ან სხვა პირს, რომლის მონაცემები (სახელი, გვარი, ბენეფიციართან კავშირი და პირადი ნომერი)  განისაზღვრება რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებაში.

5. მე7 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) იმ პირის მიერ, რომლის მონაცემები (სახელი, გვარი, ბენეფიციართან კავშირი და პირადი ნომერი) განსაზღვრულია ასეთ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებაში:

ა.ა) სასწავლო არდადეგების დღეებში (მხოლოდ სააღმზრდელო დაწესებულებიდან ბავშვის დროებით გაყვანის შემთხვევაში), უქმე დღეებში ან/და შაბათ-კვირას;

ა.ბ) სხვა დღეებში – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს წერილობითი თანხმობით, რომელიც გაიცემა დასაბუთებული საჭიროებიდან გამომდინარე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო