„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-67/ნ |
|
2020 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი |
,,2. სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.‘‘;
„51. სპეციალიზებული დაწესებულება – სააღმზრდელო დაწესებულება (მ.შ. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი), სათემო ორგანიზაცია, დღის ცენტრი და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, აგრეთვე სააგენტოს ფილიალები – ხანდაზმულთა პანსიონატი, შშმ პირთა პანსიონატი და ბავშვთა სახლი).‘‘;
„10. გადაუდებელი წესით, სააღმზრდელო დაწესებულებებში, სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში, ასევე სათემო ორგანიზაციებში შეიძლება მოთავსდნენ პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა”, „ბ“, „გ“ და „დ” ქვეპუნქტებით, მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ასევე თავშესაფრის გარეშე აღმოჩენილი ის პირები, რომელთა სიცოცხლე სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაუდებელი განთავსების გარეშე საფრთხეშია, ხოლო დედათა და ბავშვთა თავშესაფარში პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.‘‘;
„6. სათემო ორგანიზაციაში, სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში გადაუდებელი წესით პირის განთავსებაზე, სოციალური მუშაკის შეფასებისა და დასკვნის საფუძველზე, სამინისტროსთან შეთანხმებით, გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო/რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე.‘‘;
,,2. დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, სათემო ორგანიზაციაში, სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მომსახურების მისაღებად იდება ხელშეკრულება მომსახურების მიმწოდებელსა და სრულწლოვან ბენეფიციარს შორის (გარდა სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მხარდაჭერის მიმღებად აღიარებული პირისა).
3. სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატში მომსახურების მიღების შესახებ ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს სააგენტო სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სათემო ორგანიზაციასა (დანართი №1.1) და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მომსახურების მიღების შესახებ ხელშეკრულების ფორმა (დანართი №1.2) განისაზღვრება ამ ბრძანებით.
4. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, ბავშვის სააღმზრდელო დაწესებულებაში (გარდა მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა), აგრეთვე პირის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე არსებულ სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში – დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, სათემო ორგანიზაციაში, სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში განთავსებისას, რეგიონული საბჭოს/რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების ასლი (ოქმიდან ამონაწერი) მომსახურების მიმწოდებლის/სააღმზრდელო დაწესებულების პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში პირის მოთავსებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები მომსახურების მიმწოდებლის/სააღმზრდელო დაწესებულების პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში პირის მოთავსებიდან არაუგვიანეს 2 თვისა, ხოლო სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში გადაუდებელი წესით განთავსების შემთხვევაში – შესაბამისი დოკუმენტების მოპოვებისთანავე.‘‘;
„დ) სააგენტოს ან/და სათემო ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, თუ ხანდაზმულთა პანსიონატში/შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მომსახურების მიღებისას ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არ იქნა გადახდილი მომსახურების თანადაფინანსების კუთვნილი წილი;‘‘;
„ვ) მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების დღის ცენტრის მომსახურების მიმწოდებელმა ორგანიზაციამ სააგენტოს უნდა აცნობოს ისეთი შემთხვევის თაობაზე, როდესაც ვაუჩერი წარდგენილ იქნა ბენეფიციარის მიერ, მაგრამ შესაბამისი მომსახურებით არ უსარგებლია იმავე პერიოდში. ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე სოციალურმა მუშაკმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს საქმის შესწავლა, რომლის დასკვნის შესაბამისად, განიხილება ვაუჩერის შეჩერების/გაუქმების საკითხი. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო;‘‘.
„8.1. ორგანიზაცია .................................... უფლებამოსილია ბენეფიციარის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მომსახურებიდან ბენეფიციარის გაყვანის შუამდგომლობით.“.
„2.1.6. ბენეფიციარის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მომსახურებიდან ბენეფიციარის ამორიცხვის მიზნით. მიმართვაში არგუმენტირებულად გაიწეროს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მიზეზ(ებ)ი;‘‘.
|