„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№41
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.023.016470
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/10/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №41

2017 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
 „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 13/05/2013, ს/კ 360160000.22.023.016151) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოქმედებს დეპარტამენტის სახელით და რწმუნების გარეშე წარმოადგენს დეპარტამენტს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მესამე პირებთან ურთიერთობაში ანიჭებს წარმომადგენლობას დეპარტამენტის სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეებს (შემდგომში – თანამშრომლებს) სხვადასხვა სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან ურთიერთობისას;“;

ა.ბ)  „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაავალოს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელს შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელება მისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს (მუდმივი სამსახურის ადგილს) გარეთ;“

ა.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს;“;

ა.დ)  „ლ-ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წყვეტს დეპარტამენტის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა ან/და წახალისების საკითხებს;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების შესახებ;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას დეპარტამენტის თანამშრომელთა  შვებულების მიცემასთან დაკავშირებით;“;

ა.ე)  „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) მინისტრს დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის, ცენტრალური აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და ტერიტორიული ორგანოების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების კანდიდატურებს;“;

ა.ვ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თანამშრომლებს, გარდა ამ პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დეპარტამენტის თანამშრომლებისა;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის ერთი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი (შემდგომში – მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი), რომელთა უფლებამოსილება განისაზღვრება, ამ დებულებითა და დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-8 პუნქტის:
დ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კომპეტენციის ფარგლებში აძლევს დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებს, მათ შორის ინსპექტორებს;“;

დ.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;“;

ე) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის მითითებები, დავალებები და რეკომენდაციები, რომლებიც უკავშირდება მის უფლებამოსილებებს, სავალდებულოა შესასრულებლად დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. დეპარტამენტის თანამშრომლები, მათი მატერიალური და სოციალური დაცვის გარანტიები

1. დეპარტამენტის თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები.

2. დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით.

3. დეპარტამენტის ინსპექტორი:

ა) განიხილავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებს, საჩივრებს და მათში მოყვანილ ფაქტებზე ახორციელებს შესაბამის რეაგირებას;

ბ) ახორციელებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე, რეგულირების ობიექტის საქმიანობის ინსპექტირებას და შესაბამის რეაგირებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული სინჯების აღებას და გაზომვების ჩატარებას, დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგენს ადმინისტრაციულ მიწერილობას რეგულირების ობიექტს;

დ) სახელმწიფო კონტროლის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დეპარტამენტის თანამშრომელი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დადგენილი წესით უფლებამოსილია გამოიყენოს სპეციალური ტანსაცმელი (უნიფორმა), სამსახურებრივი პირადობის მოწმობა, ლუქი, ბეჭედი და სხვა საშუალებები.

5. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დეპარტამენტის უფროსს, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს (გარდა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – მთავარი სახელმწიფო ინსპექტორისა), დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს და  დეპარტამენტში გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განმახორცილებელ თანამშრომლებს, უფლება აქვთ დადგენილი წესით გამოიყენონ ფიზიკური იძულება და სპეციალური საშუალებები.

6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით განსაზღვრულ პირებს.

7. დეპარტამენტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სამსახურის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გამოწეროს საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიტანოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსათვის მიყენებული ზიანი.

8. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დეპარტამენტის თანამშრომელი იყენებს სატრანსპორტო და მცურავ საშუალებებს.

9. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის იმ ნაწილში შეაჩეროს შესაბამისი ობიექტების საქმიანობა (ასევე სატრანსპორტო, მათ შორის, მცურავი საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რაც საჭიროა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმებისთვის და დადგენილი წესით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომების გატარება.

10. სამსახურებრივი ინტერესებისა და დეპარტამენტის წინაშე დასახული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აუცილებლობის შემთხვევაში, მათი უშუალო უფროსის ან დეპარტამენტის უფროსის დავალებით, შეიძლება განახორციელონ სამსახურებრივი მოვალეობათა შესრულება სამუშაო დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ სამუშაო დროს (ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის).

11. დეპარტამენტის თანამშრომლები მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობით დეპარტამენტისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების ფარგლებში.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. დეპარტამენტის სისტემა და სტრუქტურა

1. დეპარტამენტი თავის საქმიანობას ახორციელებს ცენტრალურ აპარატში შემავალი პირველადი სტრუქტურული ერთეულების, მათში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების პირველადი სტრუქტურული ერთეულების და მათში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში შემავალი პირველადი სტრუქტურული ერთეულები და მათში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაცია, მასში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულები:

ა.ა) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება;

ა.ბ) შესყიდვების განყოფილება;

ა.გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

ა.დ) საკადრო და საქმისწარმოების განყოფილება.

ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ანალიტიკური სამსახური;

გ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახური, მასში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულები:

გ.ა) ტყის რესურსების კონტროლის განყოფილება;

გ.ბ) ცხოველთა სამყაროს კონტროლის განყოფილება;

გ.გ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კონტროლის განყოფილება.

დ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახური, მასში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულები:

დ.ა) გარემოს დაბინძურების კონტროლის განყოფილება;

დ.ბ) წიაღით სარგებლობის კონტროლის განყოფილება;

დ.გ) ნარჩენების კონტროლის განყოფილება;

დ.დ) ექსპრეს-ლაბორატორიის განყოფილება.

ე) პირველადი სტრუქტურული ერთეული – გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახური;

ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – იურიდიული სამსახური;

ზ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახური.

3.  დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების პირველადი სტრუქტურული ერთეულები და მათში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეული – კახეთის რეგიონული სამმართველო, მასში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულები:

ა.ა) გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილება;

ა.ბ) გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილება.

ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველო, მასში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულები:

ბ.ა) გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილება;

ბ.ბ) გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილება.

გ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველო, მასში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულები:

გ.ა) გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილება;

გ.ბ) შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილება;

გ.გ) მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილება.

დ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველო, მასში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულები:

დ.ა) გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილება;

დ.ბ) გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილება.

ე) პირველადი სტრუქტურული ერთეული – დასავლეთის რეგიონული სამმართველო, მასში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულები:

ე.ა) გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილება;

ე.ბ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილება;

ე.გ) იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილება;

ე.დ) გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილება.

ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო, მასში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულები:

ვ.ა) გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილება;

ვ.ბ) გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილება.

ზ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – აჭარის რეგიონული სამმართველო, მასში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულები:

ზ.ა) გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილება;

ზ.ბ) გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილება.

თ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო, მასში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულები:

თ.ა) ბათუმის განყოფილება;

თ.ბ) ფოთის განყოფილება.

4. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულების, მათში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების პირველადი სტრუქტურული ერთეულების და მათში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების კონკრეტული კომპეტენცია და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით, მათი დებულებებით და მოქმედი კანონმდებლობით.“.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. დეპარტამენტის ადმინისტრაცია

1. დეპარტამენტის ადმინისტრაციის ამოცანებია:

ა) დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში წარდგენის უზრუნველყოფა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

გ) დადგენილი წესით დეპარტამენტის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება;

დ) დეპარტამენტის საფინანსო, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა (ორგანიზება) კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) დეპარტამენტის ფინანსური და არაფინანსური აქტივების, მოთხოვნების, ვალდებულებებისა და კაპიტალის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;

ვ) დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით ფინანსური სახსრების მართვის ორგანიზება;

ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, მათი განხორციელება და ანგარიშგება;

თ) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, დადგენილი წესით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ი) დეპარტამენტის ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით მიღება, განაწილება და მის გამოყენებაზე კონტროლის უზრუნველყოფა. დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

კ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის მომარაგება და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი აღრიცხვა, შენახვისა და გაცემის ორგანიზება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება;

ნ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა და კონტროლი;

ო) საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია;

პ) უწყებრივი საარქივო საქმიანობის წარმოება;

ჟ) საკადრო საქმიანობის წარმოება;

რ) საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა;

ს) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება;

ტ) დეპარტამენტის უფროსის თათბირების ორგანიზება, თათბირების ოქმების შედგენა, თათბირის სხდომების გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

უ) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის უფროსისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

2. დეპარტამენტის ადმინისტრაციის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ამოცანებია:

ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირება;

ბ) საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა;

გ) სატელევიზიო გაშუქებისა და პრესასა და საინფორმაციო სააგენტოებში ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა;

დ) დეპარტამენტში მიმდინარე პროცესებზე ჟურნალისტებთან შეხვედრებისა და ინტერვიუების ორგანიზება, პრესრელიზების მომზადება და გავრცელება;

ე) დეპარტამენტის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება;

ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და სოციალური ქსელებით გავრცელებული გარემოსდაცვითი ინფორმაციის მოპოვება, საჭიროების შემთხვევაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პოზიციის გამოხატვა და ახსნა-განმარტებისა და საინფორმაციო მასალების მომზადება.

ზ) მედიამონიტორინგი – საინფორმაციო საშუალებების ზოგადი ანალიზი;

თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. დეპარტამენტის ადმინისტრაციის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ამოცანებია:

ა) დეპარტამენტის უფროსის ოფიციალური/სამუშაო შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება;

ბ) თათბირების ოქმების შედგენა და თათბირების სხდომების გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

გ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის უფროსის სხვა  დავალებების შესრულება;

ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. დეპარტამენტის ადმინისტრაციის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების ამოცანებია:

ა) დეპარტამენტის საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვაში მონაწილეობის მიღება კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) დეპარტამენტის ფინანსური და არაფინანსური აქტივების, მოთხოვნების, ვალდებულებებისა და კაპიტალის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;

გ) დეპარტამენტის თანამშრომლების დანიშვნის გათავისუფლებისა და გადაყვანის ბრძანებების შესრულება ხელფასისა და ხაზინის პროგრამაში;

დ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, წერილების განხილვასა და პასუხის მომზადებაში მონაწილეობა;

ე) სახელფასო ცნობების მომზადება;

ვ) ხელფასისთვის უწყისის მომზადება (დანიშვნა, განთავისუფლება და სხვა) ბრძანებების მიხედვით ხელფასის პროგრამაში და ატვირთვა-გადარიცხვა ხაზინის პროგრამაში. სათანადო გატარებების გაკეთება ორისის პროგრამაში მე-2 მემორიალში პაკეტების მიხედვით და მე-4 მემორიალში ხარჯებისა და მუხლების მიხედვით (შრომის ანაზღაურება, ოფისი და  სოციალური უზრუნველყოფა);

ზ) ყოველთვიური დეკლარაციების (საშემოსავლო და განაცემთა ინფორმაცია) მომზადება და გადაგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურში;

თ) სამსახურებრივი მივლინების თანხების გადარიცხვა (ავანსად და ფაქტობრივი ხარჯების მიხედვით). ხაზინის პროგრამაში ს/მ მომზადება მივლინებული დეპარტამენტის თანამშრომლების, მათი ხარჯების (სადღეღამისო, სასტუმრო, მგზავრობის და ა.შ) მიხედვით. ავანსად გადახდილი თანხების კონტროლი და მათი დამოწმება ხაზინის პროგრამაში. სათანადო გატარებები ორისის პროგრამაში მე-2 და მე-3 მემორიალში;

ი) დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ორგანიზაციების მიხედვით მივლინების მოწმობებისა და სათანადო დოკუმენტაციის შემოწმება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. უკან მობრუნებული სამივლინებო თანხების ხაზინის პროგრამაში განსაზღვრა – დამოწმება;

კ) ძირითადი აქტივების მიღება-აღრიცხვა-მოხსნა (სათანადო დოკუმენტაციებით) ორისის პროგრამაში, თითოეულ აქტივზე საიდენტიფიკაციო კოდებისა და საკადასტრო კოდების  (მათი არსებობის შემთხვევაში) მიხედვით;

ლ) კალენდარული წლის ბოლოს, 31 დეკემბრის მდგომარეობით, დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ცვეთის დარიცხვა-გატარება ორისის პროგრამაში;

მ) ყოველი კალენდარული თვის ბოლოს თითოეული ანგარიშების გადამოწმება-შედარება ხაზინის ს/მ რეესტრთან ს/მ - ისა და ხარჯების მიხედვით. ორისის პროგრამაში გადარიცხული თანხების შედარება ფაქტობრივ ხარჯებთან მიმართებაში;

ნ) სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა სათანადო ანგარიშებსა და მემორიალებში;

ო) 6 და 12 თვის ფინანსური ანგარიშგების (ბალანსი) მომზადება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება;

ჟ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

5. დეპარტამენტის ადმინისტრაციის შესყიდვების განყოფილების ამოცანებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო  შესყიდვების დაგეგმვის, მათი განხორციელებასა და ანგარიშგებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) დეპარტამენტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების  ელექტრონული ტენდერების პროცედურების ჩატარება;

გ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პროექტების მომზადება და დეპარტამენტის უფროსთან წარდგენა ხელმოსაწერად;

დ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში  ხელშეკრულებების, შეთანხმებების და მათი შესრულების შესახებ ინფორმაციის წარმოება;

ე) სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების ატვირთვა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადების, წერილების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება;

თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

6. დეპარტამენტის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ამოცანებია:

ა) კანონმდებლობის შესაბამისად დეპარტამენტის სამეურნეო საქმიანობის წარმოება;

ბ) დადგენილი წესით დეპარტამენტის ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება, განაწილება, აგრეთვე დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;

გ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის მომარაგება და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი აღრიცხვა, შენახვა და გაცემის ორგანიზება;

დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიმწოდებლისაგან სათანადოდ შესრულებული სამუშაოს ჩაბარება;

ე) მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება შესრულებულ სამუშაოებზე, მოწოდებულ საქონელზე და გაწეულ მომსახურებაზე;

ვ) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური და სამეურნეო მიმართულებით არსებული ამოცანების უზრუნველყოფა;

ზ) შესაბამისი პროგრამის საშუალებით საწვავის ლიმიტების, დეპარტამენტის თანამშრომელთა მივლინებების საწვავის ხარჯის დარიცხვა და ხარჯის შესრულება;

თ) კონტროლის გაწევა მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოს სათანადოდ შესრულებაზე;

ი) კომპეტენციის ფარგლებში განცხადების, წერილების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

კ) დეპარტამენტში შემოსული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ საჯარიმო ქვითრების აღრიცხვა და მათი გადაგზავნა შესაბამის ადრესატებთან;

ლ) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების რემონტთან დაკავშირებული დეფექტური აქტების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში მათი კორექტირება, სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო სამუშაოების კონტროლი და საბოლოო დოკუმენტაციის მომზადება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება;

ნ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

7. დეპარტამენტის ადმინისტრაციის საკადრო და საქმისწარმოების განყოფილების ამოცანებია:

ა)  საკადრო საქმიანობისა და საქმისწარმოების ორგანიზება;  

ბ) დეპარტამენტის თანამშრომელთა პირადი საქმეების მოწესრიგება;

გ) საშტატო ნუსხის წარმოება;

დ) გათავისუფლებული დეპარტამენტის თანამშრომლების პირადი საქმეების დაარქივების ორგანიზება;

ე) დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსისა და ატესტაციის, ასევე სტაჟიორთა მიღების შესახებ კონკურსის ჩატარების  ორგანიზაციული უზრუნველყოფა  სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში საკადრო მიმართულებით: დეპარტამენტის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანის, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების, შვებულების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოცხადების, მივლინების ბრძანებების პროექტების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება;

თ) დეპარტამენტის თანამშრომლებზე დეპარტამენტში მუშაობის შესახებ ცნობების  მომზადება;

ი)  სტაჟირების გავლის შესახებ ცნობების მომზადება;

კ)  დეპარტამენტის თანამშრომლებზე სამსახურებრივი მოწმობის გაცემისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა; 

ლ) დადგენილი წესით, რეორგანიზაცია - შემცირების ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადების, წერილების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

ნ) ადამიანური  რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში (eHRMS) დეპარტამენტის თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და  შესაბამისი ინფორმაციის ასახვა;

ო) დეპარტამენტში შემოსული და გასული კორესპონდენციების, ასევე შიდა მიმოწერის, ელექტრონული საქმისწარმოების წესის შესაბამისად ორგანიზება და კოორდინაცია;

პ) კომპეტენციის ფარგლებში ელექტრონული საქმისწარმოების წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვისა და მათი შესრულების კონტროლი, აგრეთვე ორგანიზაციულ-მეთოდიკური ხელმძღვანელობა. დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაცია და საქმისმწარმოებლებისა და ანალიტიკოსი/საქმისმწარმოებლების მეთოდური დახმარების გაწევა;

ჟ) საფოსტო მომსახურების უზრუნველყოფა, ყოველდღიურად დეპარტამენტში მომზადებული წერილების გადაგზავნა სხვადასხვა უწყებებთან და დაწესებულებებთან  ელექტრონულად, ასევე ფოსტის მეშვეობით;

რ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების  ფორმების მიღება, შენახვა, აღრიცხვა-ანგარიშგება, განაწილება, დაბრუნება და გაუქმების წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ს) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. დეპარტამენტის ანალიტიკური სამსახური

დეპარტამენტის ანალიტიკური სამსახურის ამოცანებია:

ა) სახელმწიფო კონტროლის ორგანიზების ხელშეწყობა, მათ შორის, სახელმწიფო კონტროლის პრიორიტეტებისა და შემოწმების რისკების შეფასების საფუძველზე შემოწმებათა წლიური გეგმის პროექტის შემუშავება და დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგის განხორციელება;

ბ) დეპარტამენტის კომპეტენციების შესაბამისად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გამოვლენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი და ამ მიმართულებით ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;

გ) გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების (ინფორმაციების) მომზადება;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიან საინფორმაციო ბანკში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის  წარდგენა და/ან გამოთხოვა;

ე) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

ზ) კანონმდებლობის შესრულების ხელშემწყობი ღონისძიებების დანერგვაში მონაწილეობა;

თ) დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადების ორგანიზება;

ი) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში მოქმედ ელექტრონულ საინფორმაციო სისტემების მართვაში მონაწილეობა;

კ) წინადადებების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომელთა ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში დაშვებების უზრუნველსაყოფად, მათთვის მეთოდური დახმარების გაწევა;

ლ) სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური, სახელმძღვანელო და სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა;

მ) დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი რეგულირების ობიექტების შემოწმებათა გეგმის პროექტის შედგენისას რეგულირების ობიექტების შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ანგარიშის მომზადება;

ნ) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.“.

6. დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 მუხლი:

მუხლი 72. დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახური

1. დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახური ამოცანებია:

ა) ბიომრავალფეროვნების სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (მათ შორის, ტყით სარგებლობის გენერალური, ხე-ტყის დამზადების სპეციალური, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის და თევზჭერის ლიცენზიის, ,,ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და  ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების პირობების შესრულების კონტროლი, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობით, მისი ნაწილით ან დერივატით უკანონო ვაჭრობის, მათი ნაწილის ან დერივატის უკანონო ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის, ასევე, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში და მერქნული და არამერქნული რესურსების სარგებლობის სახელმწიფო კონტროლი);

ბ) ბიომრავალფეროვნების სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის განხილვა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ტყითსარგებლობის, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, არამერქნული სახეობის მცენარეებით, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებით, მერქნული მცენარეთა პროდუქტებით უკანონოდ სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

ვ) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის უფროსისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

2. დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ცხოველთა სამყაროს კონტროლის განყოფილების ამოცანებია:

ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში;

ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანა;

ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტების უკანონოდ მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება);

ვ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიებით დადგენილი პირობების შესრულების კონტროლი;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ცხოველთა სამყაროს დაცვის სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კონტროლი;

თ) ცხოველთა სამყაროს დაცვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე;

ი) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისა და თევზჭერის ლიცენზიების პირობების შესრულების კონტროლი;

კ) სამონადირეო და თევზის მეურნეობის მოწყობის მიზნით გაცემული ლიცენზიების პირობების შემოწმების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და დამტკიცებული გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;

ლ) ინსპექტირების პროცესში შესაბამისი გაზომვების ჩატარება, ასევე ნიმუშების აღება, მათი შემდგომი ლაბორატორიული კვლევის მიზნით;

მ) ცხოველთა სამყაროს ინდივიდების უკანონო დატყვევების ან მათი რეალიზაციის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში შესატანი შესაბამისი ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;

ო) სამინისტროში დასამტკიცებლად წარდგენილი მართვის გეგმების პროექტების დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და საჯარო განხილვებში მონაწილეობის მიღება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში დარღვევათა აღმოსაფხვრელად ადმინისტრაციულ მიწერილობის პროექტის მომზადება;

ჟ) რეგულირების ობიექტების მიერ ადმინისტრაციულ მიწერილობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

რ) კომპეტენციის ფარგლებში „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობით, მისი ნაწილით ან დერივატით უკანონო ვაჭრობის, მათი ნაწილის ან დერივატის უკანონო ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში გარეულ ცხოველთა რეგულირების წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი;

ტ) საველე და კამერალური სამუშაოების შესრულება;

უ) შემოწმების პროცესში მოპოვებული და ასევე სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის კამერალური დამუშავება;

ფ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

ყ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გაანგარიშება);

შ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება;

ჩ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

ც) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ძ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ტყის რესურსების კონტროლის განყოფილების ამოცანებია:

ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ტყის რესურსებით სარგებლობის სფეროში;

ბ) ტყის რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანა;

ე) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ან/და გენერალური ლიცენზიების, ,,ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და  ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების პირობების შესრულებაზე კონტროლი;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის განხილვა;

ზ) ტყის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში შესატანი შესაბამისი ცვლილებებისა და წინადადებების პროექტების მომზადება;

ი) სამინისტროში დასამტკიცებლად წარდგენილი ტყითსარგებლობის გეგმების პროექტების კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში დარღვევათა აღმოსაფხვრელად ადმინისტრაციულ მიწერილობის პროექტის მომზადება;

ლ) რეგულირების ობიექტების მიერ ადმინისტრაციულ მიწერილობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

მ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გაზომვების ჩატარება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში რეგულირების ობიექტების შემოწმებათა გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და დამტკიცებული გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში ხე-ტყის უკანონოდ სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

ჟ) საველე და კამერალური სამუშაოების შესრულება;

რ) შემოწმების პროცესში მოპოვებული და ასევე სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის კამერალური დამუშავება;

ს) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი სახერხი საამქროების კონტროლი;

უ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება;

ქ) მერქნულ და არამერქნულ რესურსებზე უკანონოდ ქმედებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გაანგარიშება);

ღ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში შესატანი შესაბამისი ცვლილებებისა და წინადადებების პროექტების მომზადება;

ყ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ტყის რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

შ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

ჩ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ც) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კონტროლის განყოფილების ამოცანებია:

ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში;

ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე;

გ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში დარღვევათა აღმოსაფხვრელად ადმინისტრაციულ მიწერილობის პროექტის მომზადება;

ვ) რეგულირების ობიექტების მიერ ადმინისტრაციულ მიწერილობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული  შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ზ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

თ) კომპტენციის ფარგლებში შესაბამისი ნიმუშების აღება, მათი შემდგომი ლაბორატორიული კვლევის მიზნით;

ი) საველე და კამერალური სამუშაოების შესრულება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება;

მ) შემოწმების პროცესში მოპოვებული და ასევე სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის კამერალური დამუშავება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში შესატანი შესაბამისი ცვლილებებისა და წინადადებების პროექტების მომზადება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

ჟ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;

რ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

7. დაემატოს შემდეგი შინაარსის 73 მუხლი:

„მუხლი 73. დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახური

1. დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის ამოცანებია:

ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის, გარემოსდაცვითი ნებართვის,  სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების პირობების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის, წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების და გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის შესრულების კონტროლი;

ბ) სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის განხილვა;

ე)  წიაღის უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

ვ) ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის (ნიადაგის) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ზ) ნარჩენების მართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა),  ნარჩენებითა (გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა) და საფრთხის შემცველი ქიმიური ნივთიერებებით ან ქიმიური ნარევებით გარემოს დაბინძურების სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სინჯების აღება  და გაზომვების ჩატარება;

ი) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის უფროსისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

2. დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის წიაღით სარგებლობის კონტროლის განყოფილების ამოცანებია:

ა) წიაღით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის, წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების და გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის შესრულების კონტროლი);

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა;

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანა;

დ) წიაღით სარგებლობისას გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება);

ე) საველე და კამერალური სამუშაოების შესრულება;

ვ) ინსპექტირების პროცესში მოპოვებული და ასევე სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის კამერალური დამუშავება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების და წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშების განხილვა;

ი) წიაღის უკანონო სარგებლობის ფაქტების, პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში დარღვევათა აღმოსაფხვრელად ადმინისტრაციულ მიწერილობის პროექტის მომზადება;

ლ) რეგულირების ობიექტების მიერ ადმინისტრაციულ მიწერილობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში შესატანი შესაბამისი ცვლილებებისა და წინადადებების პროექტების მომზადება;

ნ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წიაღით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

რ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ს) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის გარემოს დაბინძურების კონტროლის განყოფილების ამოცანებია:

ა) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის, გარემოსდაცვითი ნებართვის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების პირობების და გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის შესრულების კონტროლი;

ბ) ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის (ნიადაგის) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაბინძურების ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

დ) საფრთხის შემცველი ქიმიური ნივთიერებებით ან ქიმიური ნარევებით გარემოს დაბინძურების სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ გარემოს დაცვის სფეროში, ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კონტროლის განხორციელება;

ვ) ატმოსფერული ჰაერის, წყლის და მიწის დაცვის სფეროში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა;

ი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანა;

კ) ატმოსფერული ჰაერის, წყლის და მიწის (ნიადაგის) დაბინძურებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გაანგარიშება):

ლ) საველე და კამერალური სამუშაოების შესრულება;

მ) ინსპექტირების პროცესში მოპოვებული და ასევე სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის კამერალური დამუშავება;

ნ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში დარღვევათა აღმოსაფხვრელად ადმინისტრაციულ მიწერილობის პროექტის მომზადება;

ჟ) რეგულირების ობიექტების მიერ ადმინისტრაციულ მიწერილობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

რ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში შესატანი შესაბამისი ცვლილებებისა და წინადადებების პროექტების მომზადება;

უ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გარემოს დაბინძურების კონტროლის სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ფ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის ნარჩენების კონტროლის განყოფილების ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენების (გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა) მართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ბ) გარემოს ნარჩენებით (გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა) დაბინძურების  ფაქტების პრევენცია, გამოვლენა, აღკვეთა;

გ) ნარჩენების (გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა) დამუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე გაცემული გარემოზე ზემოქმედების ნებართვის, გარემოსდაცვითი ნებართვის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულების კონტროლი;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა;

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანა;

ვ) გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება);

ზ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

თ) საველე და კამერალური სამუშაოების შესრულება;

ი) ინსპექტირების პროცესში მოპოვებული და ასევე სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის კამერალური დამუშავება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში დარღვევათა აღმოსაფხვრელად ადმინისტრაციულ მიწერილობის პროექტის მომზადება;

ლ) რეგულირების ობიექტების მიერ ადმინისტრაციულ მიწერილობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ შემოსულ შეტყობინებზე რეაგირება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში შესატანი შესაბამისი ცვლილებებისა და წინადადებების პროექტების მომზადება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება;

ჟ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ნარჩენების კონტროლის სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

რ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ს) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

5. დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის ექსპრეს-ლაბორატორიის განყოფილების ამოცანებია:

ა) დადგენილი წესით ლაბორატორიული სინჯების აღება და გაზომვების ჩატარება-დალუქვა;

ბ) წყლისა და ატმოსფერული ჰაერის ნიმუშების რიგი ქიმიური, ფიზიკური და  ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების ექსპრეს-მეთოდებით განსაზღვრა;

გ) ნიადაგის ნიმუშებში ნავთობის ნახშირწყალბადების ექსპრეს-მეთოდით განსაზღვრა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

ე) ატმოსფერულ ჰაერში ხმაურის დონის განსაზღვრა;

ვ) ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ნაწილაკების რაოდენობის განსაზღვრა;

ზ) ელექტრო-მაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის გაზომვა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ინსპექტირების განხორციელება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;

კ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა;

ლ) საქართველოს მიერ გარემოს დაცვის სფეროში, კერძოდ, ატმოსფერული ჰაერის, წყლის და მიწის დაცვის სფეროში, ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კონტროლის განხორციელება;

მ) საველე და კამერალური სამუშაოების შესრულება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში დარღვევათა აღმოსაფხვრელად ადმინისტრაციულ მიწერილობის პროექტის მომზადება;

ო) რეგულირების ობიექტების მიერ ადმინისტრაციულ მიწერილობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

პ) შემოწმების პროცესში მოპოვებული და ასევე სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის კამერალური დამუშავება;

ჟ) რეგულირების ობიექტისთვის დადგენილი წესით ადმინისტრაციულ მიწერილობის წარდგენა, მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; 

რ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება;

ს) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში შესატანი შესაბამისი ცვლილებებისა და წინადადებების პროექტების მომზადება;

ტ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;

უ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

8. დაემატოს შემდეგი შინაარსის 74 მუხლი:

მუხლი 74. დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახური

დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე;

ბ) პიროვნების დადგენის მიზნით და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული დაკავების, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ჩამორთმევა/დალუქვა;

გ) რეგულირების ობიექტების დათვალიერება/შესწავლის განხორციელება;

დ) დათვალიერება/შესწავლისას დადგენილი წესით ინსპექტირების აქტის შედგენა, ხოლო დათვალიერება/შესწავლის პროცესში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი რეაგირების გატარება;

ე) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

ვ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, მათ შორის, სასაზღვრო ზოლში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე; მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში არსებული ნივთები და საგნები, აწარმოოს პირადი გასინჯვა. პირის (მათ შორის, იმ პირის, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას) დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები;

ზ) სატრანსპორტო საშუალებით მოძრავი პირის დაუმორჩილებლობის (გაქცევის) შემთხვევაში მოძრაობის უსაფრთხოების დაცვით სატრანსპორტო საშუალების დევნა მისი დაკავების მიზნით;

თ) პატრულირების განხორციელება განსაზღვრული სამოძრაო მიმართულებების შესაბამისად;

ი) პატრულირების განხორციელება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსის მიერ შედგენილი ყოველდღიური 24-საათიანი გრაფიკის მიხედვით;

კ) პატრულირების პროცესში გამოვლენილი კანონმდებლობის დარღვევის შესახებ ანგარიშის (მოხსენებითი ბარათის) შედგენა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის შესაბამის მასალებთან ერთად წარდგენა;

ლ) სამსახურზე გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა, შენახვისა და გაცემის ორგანიზება;

მ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას რეგულირების ობიექტებისგან ახსნა-განმარტებების, ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღება, რომელიც შეეხება მათ განვლილ და მიმდინარე საქმიანობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს სამინისტროს „ცხელ ხაზზე” შემოსული შეტყობინებები და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება (სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ შემოსული ანონიმური შეტყობინებების განხილვა სავალდებულო არ არის), ამ მიზნით, უფლებამოსილია მოითხოვოს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების ინსპექტორების დახმარება ან/და მონაწილეობა;

ო) გარემოსდაცვითი შემოწმების განხორციელების პროცესში  მონაწილეობის მიღება ან/და გარემოსდაცვითი შემოწმების განხორციელების პროცესში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ დეპარტამენტის თანამშრომელთათვის  დახმარების გაწევა;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტის უფროსის ბრძანების შესაბამისად,  ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით დამატებითი ღონისძიებების განხორციელება. ამ მიზნით სამსახურის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ჟ) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის უფროსისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.“.

9. დაემატოს შემდეგი შინაარსის 75 მუხლი:

მუხლი 75. დეპარტამენტის იურიდიული სამსახური

დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის ამოცანებია:

ა) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;

ბ) სამსახურში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნის მომზადება;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შეთანხმება და ვიზირება;

დ) დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ე) დეპარტამენტის წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში და სხვა ორგანოებში;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება (გარდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა);

თ) კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებულ პირთათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა;

ი) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

კ) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის უფროსისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.“.

10. დაემატოს შემდეგი შინაარსის 76 მუხლი:

მუხლი 76. დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახური

დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის ამოცანებია:

ა) დეპარტამენტის კუთვნილი ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების დაცვის მდგომარეობის, დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა ჯეროვანი გამოყენების მდგომარეობის კონტროლი;

ბ) დეპარტამენტის თამანშრომელთა დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, ასევე მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების, საჩივრების ან სხვა სახის ინფორმაციის შესწავლა, მოქალაქეებისთვის (ნებაყოფლობით საფუძვლებზე) და დეპარტამენტის თანამშრომელთათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, ასევე მათგან ინფორმაციის მიღება;

გ) დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შრომის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა;

დ) დეპარტამენტის თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენა;

ე) აუცილებლობის შემთხვევაში მიიღოს რეკომენდაცია/კონსულტაცია დეპარტამენტის თანამშრომელთაგან;

ვ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს დეპარტამენტის თანამშრომლისაგან საჭირო დოკუმენტი ან ინფორმაცია;

ზ) დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შემთხვევებზე დეპარტამენტის უფროსს საქმის მასალებან ერთად წარუდგინოს დასკვნა მათ მიმართ შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;

თ) დეპარტამენტის თანამშრომელთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოამზადოს საქმის მასალები, დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში გადასაგზავნად;

ი) დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელთა მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებით განსაზღვრული წესით გათვალისწინებული პატრულირების ან/და ინსპექტირების პროცესში სავალდებულოდ შესადგენი დოკუმენტების შედგენაზე სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მატერიალური და ფინანსური რესურსების დაგეგმვის, განაწილებისა და გამოყენების კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა;

ლ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა რაციონალური გამოყენების შესწავლა და ანალიზი. სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისის არსებობის ფაქტების გამოვლენა და დეპარტამენტის უფროსისთვის შესაბამისი დასკვნების მომზადება;

მ) კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მათი ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და დეპარტამენტის უფროსისთვის შესაბამისი დასკვნების წარდგენა;

ნ) მოპოვებული მასალებისა და ინფორმაციის შესწავლა, გაანალიზება და შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების თავიდან აცილების მიზნით დეპარტამენტის უფროსისთვის დასკვნების წარდგენა;

ო) დეპარტამენტის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დადგენის მიზნით იხელმძღვანელოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-X თავით;

პ) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის უფროსისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.“.

11. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის მართვა

1. დეპარტამენტის პირველად სტრუქტურულ ერთეულს – სამსახურს/ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის სამსახურის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2. სამსახურის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია პირველად სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია პირველადი სტრუქტურული ერთეულისათვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;

გ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის, აძლევს  მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს პირველად სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ამოცანების შესასრულებლად;

ზ) აბარებს დეპარტამენტის უფროსს  პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ანგარიშს;

თ) ახორციელებს  პირველადი სტრუქტურული ერთეულის და მასში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების (მათი არსებობისას) საქმიანობის კოორდინაციას;

ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს საშტატო ნუსხით განსაზღვრული რაოდენობის მოადგილე. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) მასზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად უზრუნველყოფს პირველადი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზაციას;

გ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან კოორდინაციით ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს პირველად სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის, მისი მოადგილის/მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის ან პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სხვა დავალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით პირველად სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილებას ავტომატურად ასრულებს მისი მოადგილე.

6. დეპარტამენტის ზოგიერთ პირველად სტრუქტურული ერთეულს შეიძლება ჰქონდეს საშტატო ნუსხით განსაზღვრული რაოდენობის მეორადი სტრუქტურული ერთეული (განყოფილება).

7. დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია განყოფილებისათვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისათვის;

გ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;

დ) ვიზას ადებს მეორად სტრუქტურული ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ე) წარუდგენს დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) ახორციელებს მეორადი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების კონტროლს;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების და ინვენტარების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა განყოფილების ამოცანების შესასრულებლად;

თ) აბარებს დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს საქმიანობის შესახებ ანგარიშს;

ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელისოლომონ პავლიაშვილი