„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის N52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის N52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-49/ნ
2011 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში (სსმ III, 26.02.2010, №23, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის (სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები):
ა) მე-2 მუხლის მე-12 პუნქტს დაემატოს „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ე) სხვადასხვა პრობლემების მქონე დედა 6 წლამდე ასაკის შვილ(ებ)თან ერთად, თუკი ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან;
ვ) სხვადასხვა პრობლემების მქონე ქალი, რომელიც ორსულობის არანაკლებ 26-ე კვირაში იმყოფება (მათ შორის 6 წლამდე ასაკის შვილ(ებ)თან ერთად, თუკი ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან).“;
ბ) მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,დ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„დ) ჩვილ ბავშვთა სახლში ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მოსათავსებლად:
დ.ა) მაძიებლ(ებ)ის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, ან დაბადების მოწმობა და მისი ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – თუ პირ(ებ)ი არასრულწლოვანია;
დ.ბ) მაძიებლ(ებ)ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა) (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“;
გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა”, „ა.დ”, „ა.ე”, „ა.ვ”, „ბ.ა”, „ბ.დ”, „ბ.ე”, „ბ.ვ”, „გ.ა”, „გ.დ”, „გ.ე”, „გ.ვ” და „დ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბუთების დედნები უბრუნდება მფლობელს წარმოდგენისთანავე“;
დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11. რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები ჩვილ ბავშვთა სახლში მოთავსდებიან არა უმეტეს 12 თვის ვადით.“;
ე) მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს 11 და 12 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„11. ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატში მომსახურების მისაღებად იდება ხელშეკრულება მომსახურების მიმწოდებელ სააგენტოსა და ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შორის.
12. ხანდაზმულთა/შშმ პირთა პანსიონატში მომსახურების მიღების შესახებ ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს მომსახურების მიმწოდებელი სააგენტო სამინისტროსთან შეთანხმებით.“;
ვ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში ბავშვის ბავშვთა სადღეღამისო სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებისას, რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების ასლი მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში ბავშვის მოთავსებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში ბავშვის მოთავსებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.“;
ზ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 7. სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბენეფიციარის დროებით გაყვანა
1. სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბენეფიციარის დროებითი გაყვანა შესაძლებელია:
ა) იმ პირის მიერ, რომლის მონაცემები (სახელი, გვარი, ბენეფიციართან ნათესაური კავშირი და პირადი ნომერი) განსაზღვრულია ასეთ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებაში (ოქმიდან ამონაწერში):
ა.ა) სასწავლო არდადეგების დღეებში, უქმე დღეებში ან/და შაბათ-კვირას;
ა.ბ) სხვა დღეებში – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს წერილობითი თანხმობით, რომელიც გაიცემა დასაბუთებული საჭიროებიდან გამომდინარე;
ბ) მომსახურების მიმწოდებლის ადმინისტრაციის მიერ:
ბ.ა) დასვენების, კულტურულ-სპორტულ, საგანმანათლებლო და სანახაობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით;
ბ.ბ) სტაციონარში ან სხვა ტიპის სამედიცინო – სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში.
გ) ქმედუნარიანი ბენეფიციარის სურვილის შესაბამისად:
გ.ა) უქმე დღეებში ან/და შაბათ-კვირას;
გ.ბ) წელიწადში ზედიზედ არა უმეტეს 10 დღისა. მოცემული ვადის ამოწურვის შემთხვევაში, დამატებით დღეებზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს წერილობითი თანხმობით, რომელიც გაიცემა დასაბუთებული საჭიროებიდან გამომდინარე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომსახურების მიმწოდებელს, რომლის დარღვევის თაობაზე დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს.
3. ბენეფიციარის სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან დროებით გაყვანასთან და უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება ბენეფიციარის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3) და ხელმოწერას აკეთებს გამყვანი პირი ან ბენეფიციარი, თუ ეს უკანასკნელი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირია.“.
თ) მე-8 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11. ჩვილ ბავშვთა სახლიდან ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარები შეიძლება გაყვანილ იქნენ შემდეგ შემთხვევებში:
ა) მათი სურვილის შემთხვევაში;
ბ) მათ მიერ დარღვეულ იქნა დროებითი გასვლის ვადა.”;
ი) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ე) მომსახურების მიმწოდებლის მიმართვის საფუძველზე, ბენეფიციარის მიერ, მომსახურების მიმწოდებელ სააგენტოსა და მას ან მის კანონიერ წარმომადგენელს შორის მომსახურების მიღების შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო.“.
2. ბრძანების დანართი №3-ის II ნაწილი (პირის დროებითი გაყვანის აღრიცხვა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„II ნაწილი. პირის დროებითი გაყვანის აღრიცხვა
N
ბენეფიციარის
დროებითი გაყვანის
დროებითი გამყვანი/დამბრუნებელი პირის
შენიშვნა
სახელი, გვარი
პირადი ნომერი
საფუძველი
დაბრუნების ვადა
სახელი და გვარი
პირადი ნომერი
თანამდებობა ან ნათესაური კავშირი
თარიღი
ხელმოწერა
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ურუშაძე