„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის N52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-2 2/ნ
2012 წლის 11მაისი
ქ. თბილისი
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანების (სსმ III, 26.02.2010 №23, მუხ. 312):
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მქონე განმახორციელებელთან (შემდგომში – სააღმზრდელო დაწესებულებაში) მყოფი ბენეფიციარების შეფასება 2013 წლის 1 იანვრამდე.“.
2. ბრძანებით დამტკიცებული (სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები) დანართი №1-ის:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს სააღმზრდელო დაწესებულებაში, ხანდაზმულთა პანსიონატში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა პანსიონატში, სათემო ორგანიზაციაში და დღის ცენტრში (შემდგომში – სპეციალიზებული დაწესებულება) პირის მოთავსების და დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესსა და პირობებს, ამ მომსახურების მიმღებ პირებს, კომპეტენტური ორგანოების უფლება-მოვალეობებს, ურთიერთობებს, რომელიც დაკავშირებულია პირის სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურებით სარგებლობასთან.“;
ბ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მომსახურების მიმწოდებელი – სპეციალიზებული დაწესებულებები (სააღმზრდელო დაწესებულება, ხანდაზმულთა პანსიონატი, შშმ პირთა პანსიონატი, სათემო ორგანიზაცია და დღის ცენტრი).“;
გ) მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სრულწლოვანი, რომელიც არის სააღმზრდელო დაწესებულების ბენეფიციარი და ვერ იქნა რეინტეგრირებული ან შვილად აყვანილი. ასევე, მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზის მქონე სრულწლოვანი, რომელიც არის მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალის ყოფილი აღსაზრდელი;“;
დ) მე-2 მუხლს დაემატოს მე-15 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„15. რეესტრი – ხანდაზმულთა პანსიონატში და შშმ პირთა პანსიონატში მოსათავსებელი მაძიებლების ერთიანი ცენტრალიზებული საინფორმაციო ბაზა, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;
ე) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ მიმართვა და სამიზნე ჯგუფი
1. დაინტერესებულმა მხარემ (განმცხადებელმა) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ უნდა მიმართოს სააგენტოს, შეავსოს სპეციალური ფორმის განცხადების ფორმა (დანართი №2) და დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ხანდაზმულთა პანსიონატში ხანდაზმულის (მათ შორის, შშმ პირის, გარდა ფსიქიკური აშლილობის გამო შშმ პირისა) მოსათავსებლად:
ა.ა) მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
ა.ბ) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ა.გ) თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
ა.დ) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
ბ) შშმ პირთა პანსიონატში შშმ პირის (შშმ სრულწლოვანი პირის, გამონაკლისის სახით, ასევე, ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის) მოსათავსებლად:
ბ.ა) მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
ბ.ბ) მაძიებლის (გარდა ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირისა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
ბ.გ) თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
ბ.დ) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია.
გ) დღის ცენტრში მოთავსების სურვილის შემთხვევაში:
გ.ა) მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, ან დაბადების მოწმობა და მისი ასლი – თუ პირი არასრულწლოვანია;
გ.ბ) მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);
გ.გ) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ.დ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
გ.ე) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
დ) ჩვილ ბავშვთა სახლში ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მოსათავსებლად: (28.10.2011 № 01–49/ნ)
დ.ა) მაძიებლ(ებ)ის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, ან დაბადების მოწმობა და მისი ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – თუ პირ(ებ)ი არასრულწლოვანია;
დ.ბ) მაძიებლ(ებ)ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა”, „ა.ბ”, „ა.გ”, „ა.დ”, „ბ.ა”, „ბ.ბ”, „ბ.გ”, „ბ.დ”, „გ.ა”, „გ.გ”, „გ.დ”, „გ.ე” და „დ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბუთების დედნები უბრუნდება მფლობელს წარმოდგენისთანავე.
3. სააღმზრდელო დაწესებულებაში მოთავსებას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები, ხოლო ჩვილ ბავშვთა სახლში აგრეთვე ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები.
4. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ბავშვის დროებით თავშესაფარში მოთავსება, ასეთი ბავშვი სააღმზრდელო დაწესებულებაში განთავსდება სხვა აღსაზრდელებისაგან განცალკევებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იდენტიფიცირებულია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის საშიში არ არის სხვა პირებისათვის). მომსახურების მიმწოდებლის მიერ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ იგი განთავსდება სხვა ბენეფიციარებთან ერთად (გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული დაავადებების შემთხვევაში, როდესაც მომსახურების მიმწოდებლის მიერ ხორციელდება ასეთი ბავშვის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა).
5. სათემო ორგანიზაციაში მოთავსებას ექვემდებარება პირი 18 წლის ასაკიდან, რომელიც:
ა) ცხოვრობს შშმ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში ან შშმ პირთა პანსიონატში;
ბ) არის სააღმზრდელო დაწესებულების ბენეფიციარი და ვერ იქნა რეინტეგრირებული ან შვილად აყვანილი.
6. დღის ცენტრში მოთავსებას ექვემდებარება 6-დან 18 წლამდე ბავშვები ან სრულწლოვანი შშმ პირები.
ვ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
1. მაძიებლის სააღმზრდელო დაწესებულებაში (გარდა ნაპოვნი ბავშვისა და სხვა გადაუდებელ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია ბავშვის დროებით თავშესაფარში მოთავსება), აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.
2. რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები ჩვილ ბავშვთა სახლში მოთავსდებიან არა უმეტეს 12 თვის ვადით.
3. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ბავშვის დროებით თავშესაფარში მოთავსება, სააღმზრდელო დაწესებულებაში განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე.
4. მაძიებლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულისა) განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსაზღვრული პირი.
5. სპეციალიზებულ დაწესებულებაში, გარდა ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატისა, პირის მოთავსების შესახებ შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სააგენტოში წარდგენიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში, რეგიონული საბჭოს უახლოეს სხდომაზე წარსადგენად, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მიზანშეწონილობის შესახებ. პირის ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატში მოთავსების საკითხი რეგიონული საბჭოს მიერ განიხილება სააგენტოში წარდგენილი განცხადების რიგითობის მიხედვით. ამასთან, რეგიონულ საბჭოზე პირის ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატში მოთავსების საკითხის განხილვამდე, მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).
6. ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატის მომსახურების მისაღებად უპირატესი უფლებით ისარგებლებენ სხვა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან გადასაყვანი ბენეფიციარები, ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, ასევე ის პირები, რომლებსაც უფრო ადრე აქვთ სააგენტოში წარდგენილი განცხადება სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე, ასევე მარტოხელებს და უსახლკაროებს ჩამოთვლილი რიგითობის მიხედვით.
7. დღის ცენტრის ტიპის მომსახურების მისაღებად უპირატესი უფლებით ისარგებლებენ რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები, ის ბენეფიციარები, რომლებიც დღის ცენტრის ტიპის მომსახურებით სარგებლობდნენ წინა წელს, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომლებსაც მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის ყველაზე უფრო დაბალი სარეიტინგო ქულა აქვთ, ჩამოთვლილი რიგითობის მიხედვით.
8. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებასთან ერთად რეგიონული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ დაწესებულებაში ბენეფიციარის სრული სახელმწიფო დაფინანსებით ან თანადაფინანსებით მოთავსების თაობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე წერილობით ეცნობება დაინტერესებულ მხარეს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
10. ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში, სააღმზრდელო დაწესებულებაში, სათემო ორგანიზაციაში, დღის ცენტრში განთავსებას არ ექვემდებარებიან მაძიებლები (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულისა, როდესაც წინასწარ არ არის იდენტიფიცირებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა):
ა.ა) მწვავე ინფექციური დაავადებით;
ა.ბ) ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;
ა.გ) აქტიური სიფილისით;
ა.დ) კანის გადამდები დაავადებით;
ა.ე) თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით;
ა.ვ) ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით;
ა.ზ) რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას.“;
ზ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბენეფიციარის მოთავსება
1. სააღმზრდელო დაწესებულებაში, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სააღმზრდელო დაწესებულებაში პირის განთავსების შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულისა), მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს აღნიშნულ დაწესებულებაში ბენეფიციარის განთავსებაზე რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებასთან (ოქმიდან ამონაწერი) ერთად გადაეცემა შემდეგი დოკუმენტები:
ა) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის) ასლი, ან დაბადების მოწმობის ასლი – თუ პირი არასრულწლოვანია;
ბ) ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);
გ) ბენეფიციარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) სოციალური მუშაკის მიერ შევსებული ბავშვის შეფასების ფორმის ასლი (პირის სააღმზრდელო დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში);
ე) სრული შეფასების საფუძველზე სოციალური მუშაკის დასკვნის ასლი (პირის სააღმზრდელო დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში);
ვ) ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის ასლი.
2. ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატში მომსახურების მისაღებად იდება ხელშეკრულება მომსახურების მიმწოდებელ სააგენტოსა და ქმედუნარიან ბენეფიციარს შორის.
3. ხანდაზმულთა/შშმ პირთა პანსიონატში მომსახურების მიღების შესახებ ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს მომსახურების მიმწოდებელი სააგენტო სამინისტროსთან შეთანხმებით.
4. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში ბავშვის სააღმზრდელო დაწესებულებაში განთავსებისას, რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების ასლი მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში ბავშვის მოთავსებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში ბავშვის მოთავსებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.
5. ბენეფიციარის სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება ბენეფიციარის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალში და ხელმოწერას აკეთებს მიმყვანი პირი, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში – ბენეფიციარი.“;
თ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) სასწავლო არდადეგების დღეებში (მხოლოდ სააღმზრდელო დაწესებულებიდან ბავშვის დროებით გაყვანის შემთხვევაში) , უქმე დღეებში ან/და შაბათ-კვირას;“;
ი) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ბ) წელიწადში ზედიზედ არა უმეტეს 10 დღისა, ხოლო წლის განმავლობაში დროებით გაყვანის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 დღეს; მოცემული ვად ებ ის ამოწურვის შემთხვევაში, დამატებით დღეებზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს წერილობითი თანხმობით, რომელიც გაიცემა დასაბუთებული საჭიროებიდან გამომდინარე.“;
კ) მე-7 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბენეფიციარის სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან დროებით გაყვანასთან და უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება ბენეფიციარის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3) და ხელმოწერას აკეთებს გამყვანი პირი ან ბენეფიციარი, თუ ეს უკანასკნელი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირია და სპეციალიზებული დაწესებულების უფლებამოსილი პირი .“;
ლ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სპეციალიზებული დაწესებულებიდან პირის გაყვანა/ამორიცხვა
1. სააღმზრდელო დაწესებულებიდან პირი გაყვან ას/ამორიცხვას ექვემდებარება, თუ :
ა) პირი დაბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახში;
ბ) პირი შვილად იქნა აყვანილ ი ;
გ) პირს დაენიშნა მეურვე/მზრუნველი;
დ) პირი მიმღებ ოჯახს გადაეცა მინდობით აღსაზრდელად;
ე) პირი გადაყვანილ იქნა სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში;
ვ) სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სრულწლოვანების მიღწევისას პირი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე. ასეთ შემთხვევაში სრულწლოვანებას მიღწეული პირის გაყვანა/ამორიცხვა განხორციელდება სრული ზოგადი განათლების მიღების დასრულების შემდეგ.
ზ) პირი გარდაიცვალა.
2. ჩვილ ბავშვთა სახლიდან ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება :
ა) მისი სურვილის შემთხვევაში;
ბ) მის მიერ დროებითი გასვლის ვად ის ორჯერ დარღვე ვის შემთხვევაში .
გ) მისი გარდაცვალების შემთხვევაში;
დ) მოთავსების ვადის ამოწურვისთანავე.
3 . სათემო ორგანიზაციიდან, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატიდან პირი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება :
ა) ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;
ბ) თუ მას დაენიშნა მეურვე/მზრუნველი;
გ) თუ პირი გადაყვანილ იქნა სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში;
დ) მომსახურების მიმწოდებ ე ლი ს ააგენტოს მიმართვის საფუძველზე, თუ მომსახურების მიმწოდებელ სააგენტოში მომსახურების მიღებისას ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არ იქნა გადახდილი მომსახურების თანადაფინანსების კუთვნილი წილი;
ე) მომსახურების მიმწოდებლის მიმართვის საფუძველზე, ბენეფიციარ სა და მომსახურების მიმწოდებელ სააგენტოს შორის მომსახურების მიღების შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო;
ვ) მისი გარდაცვალების შემთხვევაში.
4, დღის ცენტრიდან პირი გაყვან ას/ამორიცხვას ექვემდებარება :
ა) საკუთარი სურვილით, არასრულწლოვანის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;
ბ) შშმ სტატუსის გაუქმებ ის ან ვადის ამოწურვ ისას (შშმ ბენეფიციარის შემთხვევაში);
გ) სრულწლოვანების ასაკის მიღწევ ისას (იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარ ს არ აქვს შშმ პირის სტატუსი );
დ) მომსახურების მიმწოდებ ე ლი ს ააგენტოს მიმართვის საფუძველზე, თუ მომსახურების მიმწოდებელ სააგენტოში მომსახურების მიღებისას ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არ იქნა გადახდილი მომსახურების თანადაფინანსების კუთვნილი წილი;
ე) ბენეფიციარზე გაწეული მომსახურების დაფინანსებისთვის სააგენტოსათვის ვაუჩერის ზედიზედ 3 თვის ტალონის წარუდგენლობა;
ვ) მისი გარდაცვალების შემთხვევაში.
5 . ბენეფიციარის სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებიდან გაყვანასთან/ამორიცხვასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება ბენეფიციარის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალში და ხელმოწერას აკეთებს გამყვანი პირი ან ბენეფიციარი, თუ ეს უკანასკნელი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირია და სპეციალიზებული დაწესებულების უფლებამოსილი პირი .
6 . ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა ეცნობოს სააგენტოს დაუყოვნებლივ .
7 . სააღმზრდელო დაწესებულებ იდან, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ი სპეციალიზებულ ი დაწესებულებ იდან ბენეფიციარის გაყვანის/ამორიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.“;
მ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ წესის ამოქმედებამდე სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარები ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად მოთავსებულ ბენეფიციარებად, აღნიშნული დაწესებულებების ბენეფიციართა შეფასების განხორციელებამდე.“;
2. დანართი №2 ( პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ განცხადება) და დანართი №3 ( პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი.გიორგობიანი
„დანართი №2
პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ
განცხადება
განმცხადებელი დაწესებულება1
სრული დასახელება --------------------------------------------------------------------------------
მისამართი ---------------------------------------------------------------------------------------------
პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი ---------- -----------------------------------------------
პირადი ნომერი ----------------------------------------------------------------------------------------
ტელეფონი ------------------------------- ------------- ელ-ფოსტა ------------- --------------------
განმცხადებელი კანონიერი წარმომადგენელი2
სახელი და გვარი --------------------------------------------------------------------------------------
პირადი ნომერი ----------------------------------------------------------- -----------------------------
მისამართი ----------------------------------------------------------------------------------------------
ტელეფონი ------------------------------------------ ელ-ფოსტა ---------- --------------------------
კავშირი მაძიებელთან ---------------------------------------------------------------------------------
მაძიებელი:
სახელი და გვარი ---------------------------------------------------------------------------------------
პირადი ნომერი -----------------------------------------------------------------------------------------
დაბადების თარიღი ------------------------------------------------------------------------------------
მოქალაქეობა --------------------------------------------------------------------------------- -----------
მისამართი -----------------------------------------------------------------------------------------------
ტელეფონი ------------------------------------------ ელ-ფოსტა ------------------------------- -----
მიუთითეთ მაძიებლის შესაბამისი კატეგორიისადმი მიკუთვნება3
| რეგისტრირებულია სოციალური დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში |
| ||
| შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი |
| ||
| წინა წელს სარგებლობდა დღის ცენტრის მომსახურებით |
| ||
| რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები |
| ||
| ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატის, სათემო ორგანიზაციის, სააღმზრდელო დაწესებულების ბენეფიციარი უსახლკარო მარტოხელა
|
|
მაძიებლის განთავსებისათვის სპეციალიზებული დაწესებულების ტიპი
| ხანდაზმულთა პანსიონატი |
|
| შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი |
|
| ბავშთა დღის ცენტრი |
|
| სააღმზრდელო დაწესებულება |
|
| სათემო ორგანიზაცია |
|
| შშმ პირთა დღის ცენტრი
|
|
მაძიებელი სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებაზე თანახმაა:
|
|
|
|
|
|
სრული სახელმწიფო დაფინანსების შემთხვევაში
თანადაფინანსების შემთხვევაში
თვითდაფინანსების შემთხვევაში
განმცხადებლის ხელმოწერა:
თარიღი:
_____________________________________________________
1. ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული მხარე (განმცხადებელი) არის დაწესებულება.
2. ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული მხარე (განმცხადებელი) არის მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელი.
3. მიეთითება ცარიელ უჯრაში „X“ ნიშნით.“.
დანართი №3
პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
I ნაწილი. პირის მოთავსების და გაყვანის აღრიცხვა
| № | ბენეფიციარის სახელი, გვარი და პირადი ნომერი | მოქმედება | გადაწყვეტილების | მიმყვანი/გამყვანი პირის | შენიშვნა | ||||||
| მიმღები | № | თარიღი | სახელი და გვარი | პირადი ნომერი | თანამდებობა ან ნათესაური კავშირი | თარიღი | ხელმოწერა | ||||
|
|
| მოთავსება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| გამოყვანა |
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
| მოთავსება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| გამოყვანა |
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
| მოთავსება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| გამოყვანა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
„II ნაწილი. პირის დროებითი გაყვანის აღრიცხვა
| № | ბენეფიციარის | დროებითი გაყვანის | დროებით გამყვანი/დამბრუნებელი პირის | სპეციალიზებული დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერა | შენიშვნა | |||||||
| სახელი და გვარი | პირადი ნომერი | საფუძველი | გაყვანის ვადა | სახელი და გვარი | პირადი ნომერი | უფლებამოსილი პირი ან ნათესაური კავშირი ბენეფიციართან | ბენეფიციარის გაყვანის თარიღი | ბენეფიციარის შემოყვანის თარიღი | ხელმოწერა | |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|