,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობია და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-16/ნ |
|
2016 წლის 18 აპრილი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისშესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში (სსმ III, 26.02.2010, №23, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან (შემდგომ ტექსტსა და დანართში – სააღმზრდელო დაწესებულება) მყოფი ბენეფიციარების შეფასება 2017 წლის 1 იანვრამდე. 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ბენეფიციარების საბუთების (პირადი საქმეების) ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესთან და პირობებთან” შესაბამისობაში მოყვანა.“. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები): |
ა)
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესსა და პირობებს, ამ მომსახურების მიმღებ პირებს, კომპეტენტური ორგანოების უფლება-მოვალეობებს, ურთიერთობებს, რომელიც დაკავშირებულია პირის სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურებით სარგებლობასთან.”; |
ბ)
მე-2 მუხლის: |
ბ.ა)
მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. მომსახურების მიმწოდებელი - სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სპეციალიზებული დაწესებულებები.”; |
ბ.ბ)
მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,51“ პუნქტი:
,,51. სპეციალიზებული დაწესებულება - სააღმზრდელო დაწესებულება (მ.შ. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი), სათემო ორგანიზაცია, დღის ცენტრი და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, აგრეთვე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის (შემდგომში – ფონდი) ფილიალები - ხანდაზმულთა პანსიონატი, შშმ პირთა პანსიონატი და ბავშვთა სახლი).“; |
ბ.გ)
მე-11 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
გ)
მე-3 მუხლის: |
გ.ა)
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მოთავსებას ექვემდებარება შშმ სრულწლოვანი პირი (მათ შორის, სპეციალიზებულ შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირი), ასევე, ამ პირთა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს. დაწესებულებაში მოსათავსებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები: ა) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი; გ) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია; დ) მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).“; |
გ.ბ)
მე-4 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) - იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი განცხადების წარდგენის დღემდე 12 თვის განმავლობაში არ იყო ამ მომსახურების ბენეფიციარი, მიუხედავად მომსახურების მიღების ხანგრძლივობისა; ე) მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დღის ცენტრის მომსახურების მისაღებად დამატებით სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის – ფორმა №IV-50/2 ასლი.“; |
გ.გ)
მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. დღის ცენტრში ან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში მოთავსებას ექვემდებარება მიუსაფარი ბავშვი, რომლის დაწესებულებაში მოსათავსებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები: ა) მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) მაძიებლის ანკეტა.“; |
გ.დ)
მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა დღის ცენტრისა) პირი განთავსდება სხვა აღსაზრდელებისაგან/ბენეფიციარებისგან განცალკევებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იდენტიფიცირებულია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის საშიში არ არის სხვა პირებისათვის). სპეციალიზებული დაწესებულების მიერ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ იგი განთავსდება სხვა აღსაზრდელებთან/ბენეფიციარებთან ერთად (გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული დაავადებების შემთხვევაში, როდესაც სპეციალიზებული დაწესებულების მიერ ხორციელდება ასეთი პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა). 10. გადაუდებელი წესით, სააღმზრდელო დაწესებულებებში, ფონდის ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში, ასევე სათემო ორგანიზაციებში შეიძლება მოთავსდნენ პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა”, „ბ“, „გ“ და „დ” ქვეპუნქტებით, მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ასევე თავშესაფრის გარეშე აღმოჩენილი ის პირები, რომელთა სიცოცხლე სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაუდებელი განთავსების გარეშე საფრთხეშია, ხოლო დედათა და ბავშვთა თავშესაფარში პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“. |
დ)
მე-4 მუხლის: |
დ.ა)
პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მაძიებლის სააღმზრდელო დაწესებულებაში (დაფინანსების წყაროს მიუხედავად, მათ შორის, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სააღმზრდელო დაწესებულებაში), აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა ნაპოვნი ბავშვისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევისა და მიუსაფარი ბავშვისა) განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო. 2. რეგიონული საბჭოს/რეგიონული საბჭოს თამჯდომარის გადაწყვეტილებით ამ წესის მე-3 მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებული პირებიდან დედა შვილთან (შვილებთან) თუ ერთი შვილი 1 წლამდე ასაკისაა და/ან ორსული ქალი დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მოთავსდებიან არაუმეტეს 12 თვის ვადით, ხოლო ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სხვა პირები - 8 თვის ვადით. 3. დღის ცენტრში და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვის განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკი, მის მიერ შევსებული/ხელმოწერით დადასტურებული მაძიებლის ანკეტის საფუძველზე. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვი თავსდება არაუმეტეს 18 თვის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ აღნიშნული მომსახურების ვადის 6 თვით გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკი რეგიონული საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად. უფროსი სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს სააგენტო. უფროსი სოციალური მუშაკისათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭება განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.“; |
დ.ბ)
მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა ნაპოვნი ბავშვისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევისა, დღის ცენტრში და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვის მოთავსებისა) პირის მოსათავსებლად სოციალური მუშაკი ახორციელებს დოკუმენტაციის შესწავლას/დედანთან შესაბამისობის შემოწმებას, მაძიებლის შეფასებას და მომსახურებაში მოთავსების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნას ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.“; |
დ.გ)
მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. პირის ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მოთავსების საკითხი რეგიონული საბჭოს მიერ განიხილება ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში და სათემო ორგანიზაციებში მოსათავსებელი მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით – სხვა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან გადასაყვანი ბენეფიციარები, სკოლა–პანსიონის 18 წელს მიღწეული აღსაზრდელები და ამ წესის შესაბამისად გადაუდებელი წესით განსათავსებელი პირები, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული და სამინისტროსთან შეთანხმებული შეფასების ინსტრუმენტის საფუძველზე იდენტიფიცირებული მუდმივი მოვლის/მეთვალყურეობის საჭიროების მქონე შშმ პირები, პირები, რომელთაც არ ჰყავთ შრომისუნარიანი შვილ(ებ)ი და/ან მეუღლე, მინდობით აღზრდიდან გასული პირები სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლის ერთი წლის განმავლობაში, ასევე ის პირები, რომლებსაც უფრო ადრე აქვთ სააგენტოში წარდგენილი განაცხადი არაფულადი მომსახურების თაობაზე, მაძიებლის მიერ განაცხადში უნდა მიეთითოს სასურველი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულ(ებ)ი. ამასთან, მაძიებელი, ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მოთავსების შესახებ სააგენტოს მიერ წერილობით შეთავაზებაზე შეთავაზებიდან 14 სამუშო დღის განმავლობაში თანხმობის ხელმოწერით დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ამოღებულ იქნება რეესტრიდან და მისი ხელახლა ჩართვა მოხდება ყველა აუცილებელი პროცედურის გავლის შემდეგ (გარდა საპატიო შემთხვევისა, როცა მაძიებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება სტაციონარულ დაწესებულებაში). ამ წესის შესაბამისად, გადაუდებელი წესით განსათავსებელი პირები სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსდებიან არსებული თავისუფალი ადგილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების შერჩევის გარეშე.”. |
ე)
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბენეფიციარის მოთავსება 1. სააღმზრდელო დაწესებულებაში (გარდა მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა), აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის განთავსების შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულისა), მომსახურების მიმწოდებლის/სააღმზრდელო დაწესებულების პასუხისმგებელ პირს აღნიშნულ დაწესებულებაში ბენეფიციარის განთავსებაზე რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებასთან (ოქმიდან ამონაწერი) ერთად გადაეცემა შემდეგი დოკუმენტები: ა) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის) ასლი, ან დაბადების მოწმობის ასლი – თუ პირი არასრულწლოვანია; ბ) ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) ასლი; გ) ბენეფიციარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) სოციალური მუშაკის მიერ შევსებული ბავშვის შეფასების ფორმის ასლი და შეფასების საფუძველზე გაკეთებული სოციალური მუშაკის დასკვნის ასლი (პირის სააღმზრდელო დაწესებულებასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსების შემთხვევაში); ე) ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის ასლი. 2. დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, სათემო ორგანიზაციაში, ფონდის ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მომსახურების მისაღებად იდება ხელშეკრულება მომსახურების მიმწოდებელსა და სრულწლოვან ბენეფიციარს შორის (გარდა სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მხარდაჭერის მიმღებად აღიარებული პირისა). 3. ფონდის ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატში მომსახურების მიღების შესახებ ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს ფონდი სამინისტროსთან შეთანხმებით. სათემო ორგანიზაციასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მომსახურების მიღების შესახებ ხელშეკრულების ფორმა მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ თანხმდება სამინისტროსთან. 4. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, ბავშვის სააღმზრდელო დაწესებულებაში (გარდა მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა), აგრეთვე პირის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში – დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, სათემო ორგანიზაციაში, ფონდის ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში განთავსებისას, რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების ასლი (ოქმიდან ამონაწერი) მომსახურების მიმწოდებლის/სააღმზრდელო დაწესებულების პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში პირის მოთავსებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები მომსახურების მიმწოდებლის/სააღმზრდელო დაწესებულების პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში პირის მოთავსებიდან არაუგვიანეს 2 თვისა, ხოლო ფონდის ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში გადაუდებელი წესით განთავსების შემთხვევაში – შესაბამისი დოკუმენტების მოპოვებისთანავე. 5. დღის ცენტრში და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვის მოთავსების შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს აღნიშნულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისთანავე გადაეცემა შემდეგი დოკუმენტები: ა) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკის მიერ შევსებული/ხელმოწერით დადასტურებული მაძიებლის ანკეტა და გადაწყვეტილება. 6. ბენეფიციარის სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი N3) და ხელმოწერას აკეთებს მიმყვანი პირი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში – ბენეფიციარი.“. |
ვ)
მე-7 მუხლის: |
ვ.ა)
პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) მომსახურების მიმწოდებლის/სააღმზრდელო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ: ბ.ა) დასვენების, კულტურულ-სპორტულ, საგანმანათლებლო და სანახაობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით; ბ.ბ) სტაციონარში ან სხვა ტიპის სამედიცინო – სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში."; |
ვ.ბ)
მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომსახურების მიმწოდებელს/სააღმზრდელო დაწესებულებას, რომლის დარღვევის თაობაზე დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს. 3. ბენეფიციარის სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან დროებით გაყვანასთან და უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3) და ხელმოწერას აკეთებს გამყვანი პირი ან ბენეფიციარი, თუ ეს უკანასკნელი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირია და სპეციალიზებული დაწესებულების უფლებამოსილი პირი.“. |
ზ)
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. სპეციალიზებული დაწესებულებიდან პირის გაყვანა/ამორიცხვა 1. სააღმზრდელო დაწესებულებიდან პირი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება: ა) თუ პირი დაბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახში; ბ) თუ პირი შვილად იქნა აყვანილი; გ) თუ პირს დაენიშნა მეურვე/მზრუნველი; დ) თუ პირი მიმღებ ოჯახს გადაეცა მინდობით აღსაზრდელად; ე) თუ პირი გადაყვანილ იქნა სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში; ვ) სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სრულწლოვანების მიღწევისას პირი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე, ასეთ შემთხვევაში სრულწლოვანებას მიღწეული პირის გაყვანა/ამორიცხვა განხორციელდება სრული ზოგადი განათლების მიღების დასრულების შემდეგ; ზ) თუ პირი გარდაიცვალა; თ) დაწესებულების თვითნებურად დატოვების შემთხვევაში, როცა: თ.ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის შეტყობინებიდან 6-კვირიანი ვადის გასვლისას, ვერ ხერხდება პირის ადგილსამყოფლის დადგენა; თ.ბ) დადგინდება რომ არასრულწლოვანი სხვადასხვა მიზეზის გამო არ ბრუნდება დაწესებულებაში და სოციალური მუშაკის დასკვნა ადასტურებს რომ დაწესებულებაში არ დაბრუნება არასრულწლოვანისთვის ზიანის მომტანი არ არის. ი) თუ პირი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში; კ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლაში გადაყვანისას; ლ) მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის შემთხვევაში, რეგიონული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, თუ სოციალური მუშაკი ადასტურებს, რომ პირი აღარ საჭიროებს ამ მომსახურებით სარგებლობას ან/და თუ სახეზეა ამავე პუნქტის „ა-ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები. ასევე, მომსახურების ვადის ამოწურვისთანავე, თუ სოციალური მუშაკი არ უწევს რეკომენდაციას მომსახურების ვადის გაგრძელებას. 2. დედათა და ბავშვთა თავშესაფრიდან ბენეფიციარი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება: ა) დედის სურვილის შემთხვევაში; ბ) მის მიერ დროებითი გასვლის ვადის ორჯერ დარღვევის შემთხვევაში; გ) დედის ან/და ბავშვის გარდაცვალების შემთხვევაში; დ) მოთავსების ვადის ამოწურვისთანავე; ე) დაწესებულების მიმართვის საფუძველზე, ბენეფიციარი შესაძლებელია ამორიცხოს ბენეფიციარსა და დაწესებულებას შორის მომსახურების მიღების შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ბენეფიციარის წერილობითი გაფრთხილების შემდგომ განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში; ვ) თუ დედა იმყოფება წინასწარ პატიმრობაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 3. სათემო ორგანიზაციიდან, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატიდან პირი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება: ა) ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით; ბ) თუ მას დაენიშნა მეურვე/მზრუნველი; გ) თუ პირი გადაყვანილ იქნა სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში; დ) ფონდის ან/და სათემო ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, თუ ხანდაზმულთა პანსიონატში/შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მომსახურების მიღებისას ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არ იქნა გადახდილი მომსახურების თანადაფინანსების კუთვნილი წილი; ე) მომსახურების მიმწოდებლის მიმართვის საფუძველზე, ბენეფიციარსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის მომსახურების მიღების შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო; ვ) მისი გარდაცვალების შემთხვევაში. 4. დღის ცენტრიდან პირი (გარდა მიუსაფარი ბავშვისა) გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება: ა) საკუთარი სურვილით, არასრულწლოვანის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის სურვილით; ბ) შშმ სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერებისას (შშმ ბენეფიციარის შემთხვევაში); გ) სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას (გარდა შშმ პირთა დღის ცენტრისა); დ) ბენეფიციარზე გაწეული მომსახურების დაფინანსებისთვის სააგენტოსათვის ვაუჩერის ზედიზედ 2 თვის ტალონის წარუდგენლობა, გარდა შესაბამისი დღის ცენტრის ფუნქციონირების დროებით შეჩერების (საზაფხულო არდადეგები ან/და რეაბილიტაციის მიზნით დახურვა) შემთხვევებისა. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო; ე) მისი გარდაცვალების შემთხვევაში. 5. დღის ცენტრიდან მიუსაფარი ბავშვი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება: ა) სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას; ბ) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის სურვილით; გ) სხვა სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაყვანისას; დ) სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს, რომ პირი აღარ საჭიროებს ამ მომსახურებით სარგებლობას; ე) მისი გარდაცვალების შემთხვევაში. 6. ბენეფიციარის სააღმზრდელო დაწესებულებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებებიდან გაყვანასთან/ამორიცხვასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3) და ხელმოწერას აკეთებს გამყვანი პირი ან ბენეფიციარი, თუ ეს უკანასკნელი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირია და სპეციალიზებული დაწესებულების უფლებამოსილი პირი. 7. ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში, დაწესებულების მიერ ინფორმაცია უნდა ეცნობოს სააგენტოს დაუყოვნებლივ. 8. სააღმზრდელო დაწესებულებიდან, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბენეფიციარის (გარდა მიუსაფარი ბავშვისა) გაყვანის/ამორიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო. მიუსაფარი ბავშვის დღის ცენტრიდან და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრიდან ბენეფიციარის გაყვანის/ამორიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას, რეგიონული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, იღებს უფლებამოსილი სოციალური მუშაკი. უფროსი სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს სააგენტო. უფროსი სოციალური მუშაკისათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭება განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური–ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.“; |
თ)
მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 პუნქტები:
,,2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ჩარიცხულ ბენეფიციარებზე, დაწესებულებაში განთავსების ვადებთან დაკავშირებით, ვრცელდება ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული პირობები. 3. ამ ბრძანების ამოქმედებამდე ტრანზიტულ ცენტრში და კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარში ჩარიცხული ბენეფიციარები 2016 წლის 1 აპრილიდან ჩაითვალონ მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში ამ წესის შესაბამისად ჩარიცხულ ბენეფიციარებად. ამასთან, დაწესებულებაში განთავსების ვადებთან დაკავშირებით ამ ბრძანებით განსაზღვრული პირობები 2016 წლის 1 აპრილიდან გავრცელდეს როგორც ბრძანების ამოქმედებამდე, ასევე მის შემდგომ ჩარიცხულ ბენეფიციარებზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|