,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-13/ნ |
|
2019 წლის 19 თებერვალი ქ. თბილისი |
,,1. სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“;
,,9. მიუსაფარი ბავშვი – ქუჩაში მცხოვრები არასრულწლოვანი ან/და ქუჩაში მომუშავე არასრულწლოვანი, რომელიც ასეთად იდენტიფიცირებულია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის მიერ, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად.“;
,,16. დღის ცენტრებში მოსათავსებელი მაძიებლების რეესტრი – დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვის სურვილის მქონე პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
17. მაძიებლის ანკეტა – ანკეტა, რომელსაც ავსებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკი და რომლის საფუძველზე ხორციელდება მიუსაფარ ბავშვად იდენტიფიცირება. მაძიებლის ანკეტის ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
,,1. დაინტერესებულმა მხარემ (განმცხადებელმა) სააღმზრდელო დაწესებულებასა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე არსებულ სხვა სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ წერილობით უნდა მიმართოს სააგენტოს (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაინტერესებული მხარე არის სააგენტო (განმცხადებელი), მათ შორის, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი პირის 18 წლის ასაკის შესრულებისას მხარდამჭერის დანიშვნამდე), შევსებულ იქნეს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განაცხადი არაფულადი მომსახურების თაობაზე და დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები.”;
,,4. დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვას ექვემდებარება 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები ან სრულწლოვანი შშმ პირები. აღნიშნული პირების (გარდა მიუსაფარი ბავშვისა) დაწესებულებაში მოსათავსებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
ა) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
გ) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) – იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი განცხადების წარდგენის დღემდე 12 თვის განმავლობაში არ იყო ამ მომსახურების ბენეფიციარი, მიუხედავად მომსახურების მიღების ხანგრძლივობისა;
ე) მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დღის ცენტრის მომსახურების მისაღებად დამატებით სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის – ფორმა №IV-50/2 ასლი.“.
,,მუხლი 4. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
„1. მაძიებლის სააღმზრდელო დაწესებულებაში (დაფინანსების წყაროს მიუხედავად, მათ შორის, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებაში), აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე არსებულ სხვა სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა ნაპოვნი ბავშვისა, სხვა გადაუდებელი შემთხვევისა და დღის ცენტრში მოთავსების მაძიებელი შშმ პირისა (მათ შორის შშმ ბავშვისა) და მიუსაფარი ბავშვის) განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო/რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე.
2. რეგიონული საბჭოს/რეგიონული საბჭოს თამჯდომარის გადაწყვეტილებით ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირებიდან დედა შვილთან (შვილებთან), თუ ერთი შვილი 1 წლამდე ასაკისაა, და/ან ორსული ქალი დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მოთავსდებიან არაუმეტეს 12 თვის ვადით, ხოლო ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სხვა პირები – არაუმეტეს 8 თვის ვადით.
3. არასრულწლოვან დედას ორსულობის 26 კვირიდან ან/და არასრულწლოვან დედას, რომელსაც ჰყავს 0-დან 12 თვემდე ბავშვი მომსახურების ვადა შეიძლება გაუგრძელდეს ბავშვის 25 თვის შესრულებამდე, რეგიონული საბჭოს/რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
4. დღის ცენტრში და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვის განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკი, მის მიერ შევსებული/ხელმოწერით დადასტურებული მაძიებლის ანკეტის საფუძველზე. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვი თავსდება არაუმეტეს 18 თვის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ აღნიშნული მომსახურების ვადის 6 თვით გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკი. უფროსი სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს სააგენტო. უფროსი სოციალური მუშაკისათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭება განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, სააღმზრდელო დაწესებულებაში და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო/რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე (გარდა მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა).
6. სათემო ორგანიზაციაში, ფონდის ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში გადაუდებელი წესით პირის განთავსებაზე, სოციალური მუშაკის შეფასებისა და დასკვნის საფუძველზე, სამინისტროსთან შეთანხმებით, გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო/რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე.
7. მაძიებლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე არსებულ სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა სააღმზრდელო დაწესებულებისა) განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსაზღვრული პირი.
8. სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა ნაპოვნი ბავშვისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევისა, მიუსაფარ ბავშვთა და შშმ ბავშვთა დღის ცენტრში და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვის მოთავსებისა) პირის მოსათავსებლად სოციალური მუშაკი ახორციელებს დოკუმენტაციის შესწავლას/დედანთან შესაბამისობის შემოწმებას, მაძიებლის შეფასებას და მომსახურებაში მოთავსების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნას ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში. ამასთან, თუ გამოვლინდა ბავშვის მიტოვების რისკი ან ძალადობის რაიმე ფორმის ნიშნები, სოციალური მუშაკი ახდენს შესაბამის რეაგირებას და განსახილველად გადასცემს სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამის რეგიონულ საბჭოს/რეგიონული საბჭოს თავმჯდომარეს.
9. მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრში მოთავსების საკითხი რეგიონული საბჭოს/რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის მიერ განიხილება დღის ცენტრებში მოსათავსებელი მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;
ბ) მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში (მხოლოდ ნათესაური) ჩართული ბავშვები;
გ) ბენეფიციარები, რომლებიც ამ მომსახურების თაობაზე განაცხადის წარდგენის დღისთვის სარგებლობდნენ წინა 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა);
დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალია არაფულადი მომსახურების თაობაზე განაცხადის წარდგენის დღისთვის.
10. შშმ ბავშვთა და პირთა (მათ შორის, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე, ასევე ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით სხვა გონებრივი ჩამორჩენის მქონე შშმ ბავშვთა) დღის ცენტრში მოთავსების საკითხი განიხილება/გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის უფროსის მიერ მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;
ბ) მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული ბავშვები;
გ) ბენეფიციარები, რომლებიც ამ მომსახურების თაობაზე განაცხადის წარდგენის დღისთვის სარგებლობდნენ წინა 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა);
დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული იმ ოჯახების ბავშვები/პირები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალია არაფულადი მომსახურების თაობაზე განაცხადის წარდგენის დღისთვის.
11. პირის ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მოთავსების საკითხი რეგიონული საბჭოს/რეგიონული საბჭოს თამჯდომარის მიერ განიხილება ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში და სათემო ორგანიზაციებში მოსათავსებელი მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) სხვა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან გადასაყვანი ბენეფიციარები;
ბ) სკოლა-პანსიონის 18 წელს მიღწეული აღსაზრდელები;
გ) ამ წესის შესაბამისად გადაუდებელი წესით განსათავსებელი პირები;
დ) სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული და სამინისტროსთან შეთანხმებული შეფასების ინსტრუმენტის საფუძველზე იდენტიფიცირებული მუდმივი მოვლის/მეთვალყურეობის საჭიროების მქონე შშმ პირები;
ე) მარტოხელა შშმ სტატუსის მქონე ან ხანდაზმული პირ(ებ)ი, რომლ(ებ)საც არ ჰყავთ (არ ჰყოლიათ) ან გარდაცვლილი ჰყავს მეუღლე ან/და შვილ(ებ)ი;
ვ) პირები, რომელთაც ჰყავთ მხოლოდ მკვეთრი და მნიშვნელოვანი შეზღუდვის მქონე, ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული/მსჯავრდებული ან ხანდაზმული შვილ(ებ)ი და/ან მეუღლე;
ზ) მინდობით აღზრდიდან, ასევე სააღმზრდელო დაწესებულებიდან გასული პირები სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლის ერთი წლის განმავლობაში;
თ) ის პირები, რომლებსაც უფრო ადრე აქვთ სააგენტოში წარდგენილი განაცხადი არაფულადი მომსახურების თაობაზე, მაძიებლის მიერ განაცხადში უნდა მიეთითოს სასურველი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულ(ებ)ი.
12. მაძიებელი, ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მოთავსების შესახებ სააგენტოს მიერ წერილობით შეთავაზებაზე, შეთავაზებიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში თანხმობის ხელმოწერით დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ამოღებული იქნება რეესტრიდან და მისი ხელახლა ჩართვა მოხდება ყველა აუცილებელი პროცედურის გავლის შემდეგ (გარდა საპატიო შემთხვევისა, როცა მაძიებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება სტაციონარულ დაწესებულებაში). ამ წესის შესაბამისად, გადაუდებელი წესით განსათავსებელი პირები სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსდებიან არსებული თავისუფალი ადგილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების შერჩევის გარეშე.
13. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებასთან ერთად რეგიონული საბჭო/რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ დაწესებულებაში ბენეფიციარის სრული სახელმწიფო დაფინანსებით/თანადაფინანსებით/დაფინანსების გარეშე მოთავსების თაობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
14. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე წერილობით ეცნობება დაინტერესებულ მხარეს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააგენტო არის დაინტერესებული მხარე.
15. სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებას არ ექვემდებარებიან მაძიებლები (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულისა, როდესაც წინასწარ არ არის იდენტიფიცირებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა):
ა) მწვავე ინფექციური დაავადებით;
ბ) ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;
გ) აქტიური სიფილისით;
დ) კანის გადამდები დაავადებით;
ე) თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით;
ვ) ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით.“;
,,მუხლი 5. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებაზე უარის თქმის საფუძველი
დაინტერესებულ მხარეს პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ მოსათავსებელი პირის მონაცემები ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ პირობებს, რის თაობაზეც სპეციალიზებულმა დაწესებულებამ 2 დღის ვადაში სააგენტოს წერილობით უნდა წარუდგინოს დასაბუთებული უარი აღნიშნულის თაობაზე.“;
„1. სააღმზრდელო დაწესებულებაში (გარდა მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა), აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე არსებულ სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის განთავსების შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულისა), მომსახურების მიმწოდებლის/სააღმზრდელო დაწესებულების პასუხისმგებელ პირს აღნიშნულ დაწესებულებაში ბენეფიციარის განთავსებაზე რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებასთან (ოქმიდან ამონაწერი) ერთად გადაეცემა შემდეგი დოკუმენტები:
ა) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის) ასლი, ან დაბადების მოწმობის ასლი – თუ პირი არასრულწლოვანია;
ბ) ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) ასლი;
გ) ბენეფიციარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) სოციალური მუშაკის მიერ შევსებული ბავშვის შეფასების ფორმის ასლი და შეფასების საფუძველზე გაკეთებული სოციალური მუშაკის დასკვნის ასლი (პირის სააღმზრდელო დაწესებულებასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსების შემთხვევაში);“;
ე) ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის ასლი.“;
,,4. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, ბავშვის სააღმზრდელო დაწესებულებაში (გარდა მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა), აგრეთვე პირის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე არსებულ სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში – დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, სათემო ორგანიზაციაში, ფონდის ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში განთავსებისას, რეგიონული საბჭოს/რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების ასლი (ოქმიდან ამონაწერი) მომსახურების მიმწოდებლის/სააღმზრდელო დაწესებულების პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში პირის მოთავსებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები მომსახურების მიმწოდებლის/სააღმზრდელო დაწესებულების პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში პირის მოთავსებიდან არაუგვიანეს 2 თვისა, ხოლო ფონდის ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში გადაუდებელი წესით განთავსების შემთხვევაში – შესაბამისი დოკუმენტების მოპოვებისთანავე.“;
,,6. ბენეფიციარის სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის/გასვლის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3, ნაწილი I) და ხელმოწერას აკეთებს მიმყვანი პირი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში – ბენეფიციარი.“.
„მუხლი 61. სააღმზრდელო დაწესებულებაში განთავსებული ბენეფიციარის მონახულება სააღმზრდელო დაწესებულების ბენეფიციარის ნახვის უფლება შეიძლება მიეცეს ბენეფიციარის ნათესავს ან სხვა პირს, რომლის მონაცემები (სახელი, გვარი, ბენეფიციართან კავშირი და პირადი ნომერი) განისაზღვრება რეგიონული საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებაში.“;
„მუხლი 7. სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბენეფიციარის დროებით გაყვანა/გასვლა
1. სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბენეფიციარის დროებითი გაყვანა/გასვლა შესაძლებელია:
ა) იმ პირის მიერ, რომლის მონაცემები (სახელი, გვარი, ბენეფიციართან კავშირი და პირადი ნომერი) განსაზღვრულია ასეთ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებაში:
ა.ა) სასწავლო არდადეგების დღეებში (მხოლოდ სააღმზრდელო დაწესებულებიდან ბავშვის დროებით გაყვანის შემთხვევაში), უქმე დღეებში ან/და შაბათ-კვირას;
ა.ბ) სხვა დღეებში – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს წერილობითი თანხმობით, რომელიც გაიცემა დასაბუთებული საჭიროებიდან გამომდინარე.
ბ) მომსახურების მიმწოდებლის/სააღმზრდელო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ:
ბ.ა) დასვენების, კულტურულ-სპორტულ, საგანმანათლებლო და სანახაობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით;
ბ.ბ) სტაციონარში ან სხვა ტიპის სამედიცინო – სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში.
გ) სრულწლოვანი ბენეფიციარის სურვილის შესაბამისად:
გ.ა) უქმე დღეებში ან/და შაბათ-კვირას;
გ.ბ) წელიწადში ზედიზედ არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო წლის განმავლობაში დროებით გაყვანის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 სამუშაო დღეს. მოცემული ვადების ამოწურვის შემთხვევაში, დამატებით დღეებზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს წერილობითი თანხმობით, რომელიც გაიცემა დასაბუთებული საჭიროებიდან გამომდინარე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომსახურების მიმწოდებელს/სააღმზრდელო დაწესებულებას, რომლის დარღვევის თაობაზე დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს.
3. ბენეფიციარის სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან დროებით გაყვანასთან/გასვლასთან და უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის/გასვლის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3, II ნაწილი) და ხელმოწერას აკეთებს გამყვანი პირი ან ბენეფიციარი, თუ ეს უკანასკნელი სრულწლოვანი პირია და სპეციალიზებული დაწესებულების უფლებამოსილი პირი.“;
,,მუხლი 8. სპეციალიზებული დაწესებულებიდან პირის გაყვანა/გადაყვანა/ამორიცხვა
1. სააღმზრდელო დაწესებულებიდან პირი გაყვანას/გადაყვანა/ამორიცხვას ექვემდებარება:
ა) თუ პირი დაბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახში;
ბ) თუ პირი შვილად იქნა აყვანილი;
გ) თუ პირს დაენიშნა მეურვე/მზრუნველი;
დ) თუ პირი მიმღებ ოჯახს გადაეცა მინდობით აღსაზრდელად;
ე) თუ პირი გადაყვანილ/ჩარიცხულ იქნა სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში;
ვ) სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სრულწლოვანების მიღწევისას პირი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე, ასეთ შემთხვევაში სრულწლოვანებას მიღწეული პირის გაყვანა/გადაყვანა/ამორიცხვა განხორციელდება სრული ზოგადი განათლების მიღების დასრულების შემდეგ;
ზ) თუ პირი გარდაიცვალა;
თ) დაწესებულების თვითნებურად დატოვების შემთხვევაში, როცა:
თ.ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის შეტყობინებიდან 6-კვირიანი ვადის გასვლისას, ვერ ხერხდება პირის ადგილსამყოფლის დადგენა;
თ.ბ) დადგინდება, რომ არასრულწლოვანი სხვადასხვა მიზეზის გამო არ ბრუნდება დაწესებულებაში და სოციალური მუშაკის დასკვნა ადასტურებს, რომ დაწესებულებაში არდაბრუნება არასრულწლოვნისთვის ზიანის მომტანი არ არის.
ი) თუ პირი სასამართლოს გადაწყვეტილებით იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი;
კ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლაში გადაყვანისას;
ლ) მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის შემთხვევაში, თუ სოციალური მუშაკი ადასტურებს, რომ პირი აღარ საჭიროებს ამ მომსახურებით სარგებლობას ან/და თუ სახეზეა ამავე პუნქტის „ა-ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები. ასევე, მომსახურების ვადის ამოწურვისთანავე, თუ სოციალური მუშაკი არ უწევს რეკომენდაციას მომსახურების ვადის გაგრძელებას.
2. დედათა და ბავშვთა თავშესაფრიდან ბენეფიციარი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება:
ა) დედის სურვილის შემთხვევაში;
ბ) მის მიერ დროებითი გასვლის ვადის ორჯერ დარღვევის შემთხვევაში;
გ) დედის ან/და ბავშვის გარდაცვალების შემთხვევაში;
დ) მოთავსების ვადის ამოწურვისთანავე;
ე) დაწესებულების მიმართვის საფუძველზე, ბენეფიციარი შესაძლებელია ამორიცხოს ბენეფიციარსა და დაწესებულებას შორის მომსახურების მიღების შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ბენეფიციარის წერილობითი გაფრთხილების შემდგომ განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში;
ვ) თუ დედა იმყოფება წინასწარ პატიმრობაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
3. სათემო ორგანიზაციიდან, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატიდან, პირი გაყვანას/გადაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება:
ა) ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;
ბ) თუ მას დაენიშნა მეურვე/მზრუნველი;
გ) თუ პირი გადაყვანილ იქნა სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში;
დ) ფონდის ან/და სათემო ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, თუ ხანდაზმულთა პანსიონატში/შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მომსახურების მიღებისას ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არ იქნა გადახდილი მომსახურების თანადაფინანსების კუთვნილი წილი;
ე) მომსახურების მიმწოდებლის მიმართვის საფუძველზე, ბენეფიციარსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის მომსახურების მიღების შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო;
ვ) მისი გარდაცვალების შემთხვევაში.
ზ) შშმ სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერებისას (შშმ ბენეფიციარის შემთხვევაში).
4. დღის ცენტრის მომსახურების შეწყვეტა (გარდა მიუსაფარი ბავშვისა) ხორციელდება:
ა) საკუთარი სურვილით, არასრულწლოვნის შემთხვევაში, კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;
ბ) შშმ სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერებისას (შშმ ბენეფიციარის შემთხვევაში);
გ) სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას (გარდა შშმ პირთა დღის ცენტრისა);
დ) შშმ პირთა/ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარზე გაწეული მომსახურების დაფინანსებისთვის სააგენტოსათვის ვაუჩერის ზედიზედ 2 თვის ტალონის წარუდგენლობა, გარდა შესაბამისი დღის ცენტრის ფუნქციონირების დროებით შეჩერების (საზაფხულო არდადეგები ან/და რეაბილიტაციის მიზნით დახურვა) შემთხვევებისა. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო;
ე) მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების დღის ცენტრის ბენეფიციარებზე გაწეული მომსახურების დაფინანსებისთვის სააგენტოსათვის ვაუჩერის ზედიზედ 1 თვის ტალონის წარუდგენლობა, გარდა შესაბამისი დღის ცენტრის ფუნქციონირების დროებით შეჩერების (საზაფხულო არდადეგები ან/და რეაბილიტაციის მიზნით დახურვა) შემთხვევებისა. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო;
ვ) მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების დღის ცენტრის მომსახურების მიმწოდებელმა ორგანიზაციამ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა აცნობოს ისეთი შემთხვევის თაობაზე, როდესაც ვაუჩერი წარდგენილ იქნა ბენეფიციარის მიერ, მაგრამ შესაბამისი მომსახურებით არ უსარგებლია იმავე პერიოდში. ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე სოციალურმა მუშაკმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს საქმის შესწავლა, რომლის დასკვნის შესაბამისად, განიხილება ვაუჩერის შეჩერების/გაუქმების საკითხი. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო;
ზ) მისი გარდაცვალების შემთხვევაში.
5. დღის ცენტრიდან მიუსაფარი ბავშვი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება:
ა) სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას;
ბ) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;
გ) სხვა სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაყვანისას;
დ) სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს, რომ პირი აღარ საჭიროებს ამ მომსახურებით სარგებლობას;
ე) მისი გარდაცვალების შემთხვევაში.
6. ბენეფიციარის სააღმზრდელო დაწესებულებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე არსებულ სხვა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებებიდან გაყვანასთან/ამორიცხვასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი კეთდება პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3, ნაწილი I) და ხელმოწერას აკეთებს გამყვანი პირი ან ბენეფიციარი, თუ ეს უკანასკნელი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირია და სპეციალიზებული დაწესებულების უფლებამოსილი პირი.
7. ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში დაწესებულების მიერ ინფორმაცია უნდა ეცნობოს სააგენტოს დაუყოვნებლივ.
8. სააღმზრდელო დაწესებულებიდან, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე არსებული სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბენეფიციარის (გარდა მიუსაფარი ბავშვისა) გაყვანის/ამორიცხვის, მომსახურების დაფინანსების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო/საბჭოს თავმჯდომარე. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვი განთავსდება არაუმეტეს 18 თვის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ აღნიშნული მომსახურების ვადის 6 თვით გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკი. უფროსი სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს სააგენტო. უფროსი სოციალური მუშაკისათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭება განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
9. სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების დაფინანსება შეიძლება შეჩერდეს იმ შემთხვევაში:
ა) თუ ბენეფიციარმა თვითნებურად დატოვა სპეციალიზებული დაწესებულება და უარს აცხადებს დაბრუნებაზე;
ბ) თუ გამყვანმა პირმა ბენეფიციარი გაიყვანა, გასულია დროებით გაყვანის ვადა და გამყვანი პირი ან/და ბენეფიციარი უარს აცხადებს დაწესებულებაში დაბრუნებაზე;
გ) თუ ბენეფიციარი საზღვარგარეთ იქნა გაყვანილი სასწავლებლად ან სამკურნალოდ 2 კვირაზე მეტი ვადით;
დ) თუ ბენეფიციარის ადგილსამყოფელი უცნობია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის შეტყობინებიდან არ არის გასული 6-კვირიანი ვადა;
ე) თუ არ არსებობს ამ წესით დადგენილი ბენეფიციარის ამორიცხვის საფუძველი, ამასთან ბენეფიციარი, სხვადასხვა მიზეზის გამო, არ იმყოფება სპეციალიზებულ დაწესებულებაში, სანამ არ წარმოიშობა ამორიცხვის საფუძველი;
ვ) თუ ბენეფიციარი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ, ხოლო, „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბენეფიციარის დაკავების შესახებ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში ინფორმაციის შესვლისთანავე, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას, საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარესთან წარდგენის მიზნით. საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მომსახურების დაფინანსება ჩერდება სოციალური მუშაკის მიერ საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარისათვის დასკვნის წარდგენის თარიღიდან.“.
|