„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-17/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016499
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-17/ნ

2018 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებით (სსმ III, 26.02.2010, №23, მუხ. 312) დამტკიცებული №1 დანართის (სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები):
1. მე-4  მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პირის ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მოთავსების საკითხი რეგიონული  საბჭოს  მიერ  განიხილება  ხანდაზმულთა  და  შშმ  პირთა  პანსიონატებში  და  სათემო ორგანიზაციებში  მოსათავსებელი მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით: სხვა  სადღეღამისო  სპეციალიზებული  დაწესებულებიდან  გადასაყვანი  ბენეფიციარები,  სკოლა-პანსიონის  18 წელს მიღწეული აღსაზრდელები და ამ წესის შესაბამისად გადაუდებელი წესით განსათავსებელი პირები, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული და სამინისტროსთან შეთანხმებული შეფასების ინსტრუმენტის საფუძველზე   იდენტიფიცირებული    მუდმივი   მოვლის/მეთვალყურეობის    საჭიროების   მქონე   შშმ   პირები, პირები, რომელთაც ჰყავთ მხოლოდ მკვეთრი და მნიშვნელოვანი შეზღუდვის მქონე, ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული/მსჯავრდებული  ან ხანდაზმული, შვილ(ებ)ი და/ან მეუღლე, მინდობით აღზრდიდან, ასევე სააღმზრდელო დაწესებულებიდან  გასული  პირები სახელმწიფო  ზრუნვიდან  გასვლის ერთი წლის განმავლობაში,  ასევე ის პირები, რომლებსაც უფრო ადრე აქვთ სააგენტოში წარდგენილი განაცხადი არაფულადი მომსახურების თაობაზე, მაძიებლის  მიერ განაცხადში  უნდა მიეთითოს სასურველი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულ(ებ)ი. ამასთან, მაძიებელი, ხანდაზმულთა  ან შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მოთავსების შესახებ სააგენტოს მიერ წერილობით შეთავაზებაზე შეთავაზებიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში თანხმობის ხელმოწერით  დაუდასტურებლობის  შემთხვევაში, ამოღებულ  იქნება რეესტრიდან  და მისი ხელახლა  ჩართვა მოხდება  ყველა  აუცილებელი  პროცედურის  გავლის  შემდეგ (გარდა  საპატიო  შემთხვევისა,  როცა მაძიებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება სტაციონარულ დაწესებულებაში). ამ წესის შესაბამისად, გადაუდებელი  წესით  განსათავსებელი  პირები სპეციალიზებულ  დაწესებულებაში  მოთავსდებიან  არსებული თავისუფალი ადგილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების შერჩევის გარეშე.’’.

2. მე-8  მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. სააღმზრდელო დაწესებულებიდან, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბენეფიციარის (გარდა მიუსაფარი ბავშვისა) გაყვანის/ამორიცხვის, მომსახურების დაფინანსების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვი თავსდება არაუმეტეს 18 თვის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ აღნიშნული მომსახურების ვადის 6 თვით გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკი რეგიონული საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად. უფროსი სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს სააგენტო. უფროსი სოციალური მუშაკისათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭება განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

3. მე-8  მუხლს დაემატოს მე-9 და მე-10  პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„9. სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების  დაფინანსება შეიძლება შეჩერდეს იმ შემთხვევაში:

ა) თუ ბენეფიციარმა  თვითნებურად დატოვა სპეციალიზებული დაწესებულება და უარს აცხადებს დაბრუნებაზე;

ბ) თუ გამყვანმა პირმა ბენეფიციარი გაიყვანა, გასულია დროებით გაყვანის ვადა და გამყვანი პირი ან/და ბენეფიციარი უარს აცხადებს დაწესებულებაში დაბრუნებაზე;

გ) თუ ბენეფიციარი საზღვარგარეთ იქნა გაყვანილი სასწავლებლად ან სამკურნალოდ 2 კვირაზე მეტი ვადით;

დ) თუ ბენეფიციარის ადგილსამყოფელი უცნობია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის შეტყობინებიდან არ არის გასული 6-კვირიანი ვადა;

ე) თუ არ არსებობს ამ წესით დადგენილი ბენეფიციარის ამორიცხვის საფუძველი, ამასთან ბენეფიციარი, სხვადასხვა მიზეზის გამო არ იმყოფება სპეციალიზებულ დაწესებულებაში, სანამ არ წარმოიშობა ამორიცხვის  საფუძველი;

ვ) თუ ბენეფიციარი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში (დაკავების თარიღიდან).

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ, ხოლო, „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბენეფიციარის დაკავების შესახებ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში ინფორმაციის შესვლისთანავე, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას, საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარესთან წარდგენის მიზნით. საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მომსახურების დაფინანსება ჩერდება სოციალური მუშაკის მიერ საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარისათვის დასკვნის წარდგენის თარიღიდან.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზაზა სოფრომაძე