„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის N149-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №41 |
|
2016 წლის 18 აპრილი ქ. თბილისი |
1. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის:
ა) მე-4 მუხლის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად - პროკურორის დადგენილებით ან სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის წერილობითი მოთხოვნითა და დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით;“;
ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანისას სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებიდან (შემდგომში – დაწესებულება) მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ან საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად - დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე;”;
ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
1. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირი/ორგანო ბადრაგირების განხორციელების მოთხოვნით წერილობით მიმართავს დეპარტამენტს ბადრაგირების განხორციელებამდე არანაკლებ 48 საათისა, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ამ წესის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი ბადრაგირების განხორციელების რეკომენდაციით, წერილობით მიმართავს დეპარტამენტს გეგმურ გაყვანამდე/გადაყვანამდე არანაკლებ 24 საათით ადრე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბადრაგირების თაობაზე დეპარტამენტში დარეგისტრირებული მოთხოვნა გადაეცემა საბადრაგო სამმართველოს უფროსს, რომელიც ახორციელებს ბადრაგირების ორგანიზებას.
4. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული გეგმური გაყვანა/გადაყვანისას დეპარტამენტის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანება ვიზირებულ უნდა იქნეს უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსისა და უსაფრთხოების დარგში დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მიერ. ვიზირებამდე უსაფრთხოების მთავარი სამმართველო შეისწავლის გასაყვან/გადასაყვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პიროვნებას, ბადრაგირების მიზანშეწონილობას, მოსალოდნელ საფრთხეებს, ასევე სხვა მნიშვნელოვან გარემოებებს, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ბადრაგირების პროცესსა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანის დანიშნულების ადგილას განთავსების უსაფრთხოების საკითხს.
5. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გეგმური გაყვანა/გადაყვანისას, თუ გასაყვან/გადასაყვან პირთა ნაწილის ბადრაგირება საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას, საბადრაგო სამმართველოს უფროსი მოტივირებული პატაკით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს საბადრაგო ჯგუფის დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებით გაძლიერების შესახებ. თანხმობის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანება ვიზირებული უნდა იქნეს ბადრაგირების სამმართველოს უფროსის, გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს უფროსის და გარე დაცვისა და ბადრაგირების დარგში დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მიერ. ბრძანება აღსასრულებლად გადაეცემა სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარ სამმართველოს.
6. გადაუდებელ შემთხვევებში, დაუყოვნებელი რეაგირების აუცილებლობისას, როდესაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანის დაყოვნება საფრთხეს უქმნის პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მართლმსაჯულების განხორციელებას ან სხვა სამართლებრივ სიკეთეებს და უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ, ობიექტურად დადასტურებული გარემოებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ვადის დაცვა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას, ბადრაგირების ინიციატორი ტელეფონით უკავშირდება დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილებას (შემდგომში - განყოფილებას). განყოფილების მოსამსახურე ვალდებულია ბადრაგირების ინიციატორთან დააზუსტოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის ჟურნალში (შემდგომში - ჟურნალი) (დანართი N8) მითითებული ინფორმაცია. მიღებული ინფორმაცია, რომელსაც განყოფილება დაუყოვნებლივ აწვდის დეპარტამენტის დირექტორს, იწერება ტექნიკური საშუალების გამოყენებით და ფიქსირდება ჟურნალში.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორი, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანის შესახებ, ასევე საჭიროების შემთხვევაში, საბადრაგო ჯგუფის დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მებრძოლებით გაძლიერების თაობაზე. განყოფილება, დირექტორის გადაწყვეტილებას, ტექნიკური საშუალების გამოყენებით, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცემს გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარ სამმართველოს, ხოლო საბადრაგო ჯგუფის დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებით გაძლიერების საჭიროების შემთხვევაში - დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარ სამმართველოსაც.
8. განყოფილება, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაუდებელი გაყვანა/გადაყვანის შესახებ ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორისთვის ზეპირად გადაცემისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, დეპარტამენტის დირექტორს პატაკით აწვდის გასაყვანი/გადასაყვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესახებ ჟურნალში დაფიქსირებულ მონაცემებს. დეპარტამენტის დირექტორი ვალდებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, გამოსცეს ბრძანება წერილობითი ფორმით.
9. ამ წესის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის არაგეგმური გაყვანა/გადაყვანისას, დაწესებულების მთავარი ექიმი ან მისი არყოფნის შემთხვევაში მორიგე ექიმი ტელეფონით უკავშირდება სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ან სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოს უფროსს და მოახსენებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი ან მისი არყოფნის შემთხვევაში სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ან სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოს უფროსი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით აფასებს გაყვანა/გადაყვანის საჭიროების საკითხს. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოიძიებს შესაბამის საავადმყოფოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანისთვის, ტელეფონით უკავშირდება და შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს განყოფილებას. განყოფილება, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გაყვანა/გადაყვანისას ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე-6 პუქტით დადგენილი წესით.
10. ამ მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრები იწერება ტექნიკური საშუალების გამოყენებით და ფიქსირდება საამისოდ განსაზღვრულ ჟურნალში, სატელეფონო საუბრის მონაწილეების, დროისა და მიღებული/გაცემული ინფორმაციის მითითებით.“
2. ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
დამტკიცდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის საბადრაგო უწყისის ფორმა №2 დანართის, სასამართლოში ეტაპირებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესზე წარდგენილ პირთა უწყისი ფორმა №2ა დანართის, საბადრაგო უწყისის ფორმა №3 დანართის, საერთო პროფილის საავადმყოფოში ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ამანათის გადაცემის უწყისის ფორმა №4 დანართის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში მონახულების უწყისის ფორმა №5 დანართის, სასამართლო დაწესებულებაში ეტაპირებული ბრალდებულ/მსჯავრდებულის ჩაბარების საბადრაგო უწყისის ფორმა №6 დანართის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული შემოწმების ოქმის ფორმა №7 დანართის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის ჟურნალის ფორმა N8 დანართის შესაბამისად.“.
3. დანართი №8 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №8
პენიტენციური დეპარტამენტი
ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის ცენტრი (განყოფილება)
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის ჟურნალი
1. გაყვანა/გადაყვანის ინიციატორი დაწესებულება
____________________________________________________________________________________
2. შეტყობინების გადმომცემი პირის ვინაობა და თანამდებობა
_____________________________________________________________________________________
3. გასაყვანი/გადასაყვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ვინაობა
____________________________________________________________________________________
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანის მოთხოვნის მოტივი
____________________________________________________________________________________
5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაუდებელი გაყვანა/გადაყვანის აუცილებლობა
____________________________________________________________________________________
6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანის დანიშნულების ადგილის მისამართი
____________________________________________________________________________________
7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილას გაყვანა/გადაყვანის დრო
____________________________________________________________________________________
8. ცენტრის მიერ დეპარტამენტის დირექტორისთვის შეტყობინების გადაცემის დრო
___________________________________________________________________________________
9. დეპარტამენტის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების მიღების დრო
____________________________________________________________________________________
10. დეპარტამენტის დირექტორის მიერ გადაწყვეტილების საბადრაგო სამმართველოსთვის გადაცემის დრო
____________________________________________________________________________________
11. საჭიროების შემთხვევაში, საბადრაგო ჯგუფის დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებით გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილების სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოსთვის გადაცემის დრო
____________________________________________________________________________________
12. დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების ბადრაგირების ინიციატორისთვის გადაცემის დრო
____________________________________________________________________________________
13. სხვა საკითხები (შენიშვნები):
____________________________________________________________________________________
შეტყობინების მიმღები: /......................................./
,,------ ,, ---------------------- ,, 20__ წელი“.
|