„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის N149 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№117
სარეგისტრაციო კოდი
110110000.22.038.016711
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №117

2016 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში (სსმ, 100110000.22.038.016564, 20/10/2015) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის:

ა) მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დაწესებულებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით.“;

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8

1. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირი/ორგანო ბადრაგირების განხორციელების მოთხოვნით წერილობით მიმართავს დეპარტამენტს ბადრაგირების განხორციელებამდე არანაკლებ 48 საათისა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული  შემთხვევებისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ბადრაგირების განხორციელების შესახებ მოთხოვნა, გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლებელია დეპარტამენტში გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სამინისტროს ადმინისტარაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – kancelaria@moc.gov.ge.

3. ამ წესის მე-4 მუხლის „ვ“ და „ზ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი ბადრაგირების განხორციელების რეკომენდაციით, წერილობით მიმართავს დეპარტამენტს  გაყვანამდე/გადაყვანამდე არანაკლებ წინა სამუშაო დღის 17 საათისა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბადრაგირების თაობაზე დეპარტამენტში დარეგისტრირებული მოთხოვნა გადაეცემა საბადრაგო სამმართველოს უფროსს, რომელიც ახორციელებს ბადრაგირების ორგანიზებას.

5. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული  გაყვანა/გადაყვანისას დეპარტამენტის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანება ვიზირებული უნდა იქნეს დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსისა და უსაფრთხოების დარგში დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მიერ. ვიზირებამდე დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველო შეისწავლის გასაყვან/გადასაყვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პიროვნებას, ბადრაგირების მიზანშეწონილობას, მოსალოდნელ საფრთხეებს, ასევე სხვა მნიშვნელოვან გარემოებებს, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ბადრაგირების პროცესსა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანის დანიშნულების ადგილას განთავსების უსაფრთხოების საკითხს.

6. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გაყვანა/გადაყვანისას, თუ გასაყვან/გადასაყვან პირთა ნაწილის ბადრაგირება საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას, საბადრაგო სამმართველოს უფროსი მოტივირებული პატაკით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს საბადრაგო ჯგუფის დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებით გაძლიერების შესახებ. თანხმობის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანება ვიზირებული უნდა იქნეს ბადრაგირების სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს უფროსის და გარე დაცვისა და ბადრაგირების დარგში დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მიერ. ბრძანება აღსასრულებლად გადაეცემა სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარ სამმართველოს.

7. გადაუდებელ შემთხვევებში, დაუყოვნებელი რეაგირების აუცილებლობისას, როდესაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანის დაყოვნება საფრთხეს უქმნის პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მართლმსაჯულების განხორციელებას ან სხვა სამართლებრივ სიკეთეებს და უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ, ობიექტურად დადასტურებული გარემოებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ამ მუხლის პირველი და მესამე პუნქტებით გათვალისწინებული ვადის დაცვა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას, ბადრაგირების ინიციატორი ტელეფონით უკავშირდება დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილებას (შემდგომში – განყოფილება). განყოფილების მოსამსახურე ვალდებულია ბადრაგირების ინიციატორთან დააზუსტოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის ჟურნალში (შემდგომში – ჟურნალი) (დანართი №8) მითითებული ინფორმაცია. მიღებულ ინფორმაციას განყოფილება დაუყოვნებლივ აწვდის დეპარტამენტის დირექტორს, ხოლო მასთან დაკავშირების შეუძლებლობის შემთხვევაში – დეპარტამენტის დირექტორის პირველ მოადგილეს ან დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს. გაყვანა/გადაყვანის ინიციატორი ვალდებულია, გაყვანა/გადაყვანის შესახებ ამ პუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო შეტყობინებით გადაცემული მოთხოვნა, წერილობითი ფორმით, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, გადააგზავნოს განყოფილების ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – centri@moc.gov.ge ან/და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში – eflow. წერილობითი ფორმით გადაცემულ მოთხოვნაში გაყვანა/გადაყვანის ინიციატორი ვალდებულია, დეტალურად აღწეროს გადაუდებელი გაყვანა/გადაყვანის მოთხოვნის საფუძველი და აუცილებლობა, ასევე ის შესაძლო საფრთხეები, რაც გადაუდებელი გაყვანა/გადაყვანის დაყოვნებას შეეძლო გამოეწვია.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის ან დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაუდებელი გაყვანა/გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, მოხსენებითი პატაკით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს და მოახსენებს განხორციელებული ბადრაგირების შესახებ.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორი, ხოლო მასთან დაკავშირების შეუძლებლობის შემთხვევაში – დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე ან დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსი, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანის შესახებ. განყოფილება, მიღებულ გადაწყვეტილებას, ტექნიკური საშუალების გამოყენებით, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცემს ბადრაგირების სამმართველოსა და ბადრაგირების ინიციატორს. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანის შესახებ ეცნობება ასევე შესაბამის დაწესებულებას.

10. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გასაყვანი/გადასაყვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ბადრაგირება საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას, საბადრაგო სამმართველო ტელეფონით უკავშირდება განყოფილებას და ითხოვს საბადრაგო ჯგუფის დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებით გაძლიერებას. განყოფილების მოსამსახურე ვალდებულია საბადრაგო სამმართველოს მოთხოვნის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტის დირექტორს, ხოლო მასთან დაკავშირების შეუძლებლობის შემთხვევაში – დეპარტამენტის დირექტორის პირველ მოადგილეს ან დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს. მიღებული გადაწყვეტილება, საბადრაგო ჯგუფის დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებით გაძლიერების თაობაზე, ტექნიკური საშუალების გამოყენებით, აღსასრულებლად გადაეცემა საბადრაგო სამმართველოსა და დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარ სამმართველოს.

11. განყოფილება, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაუდებელი გაყვანა/გადაყვანის შესახებ ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორისთვის სატელეფონო საშუალებით შეტყობინებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, დეპარტამენტის დირექტორს პატაკით აწვდის გასაყვანი/გადასაყვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესახებ ჟურნალში დაფიქსირებულ მონაცემებს. დეპარტამენტის დირექტორი ვალდებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, გამოსცეს ბრძანება წერილობითი ფორმით.

12. ამ წესის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გადაუდებელი გაყვანა/გადაყვანისას, დაწესებულების მთავარი ექიმი ან მისი არყოფნის შემთხვევაში ექიმი, ხოლო ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან გადაუდებელი გაყვანა/გადაყვანისას სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოს მკურნალი ექიმი, ტელეფონით უკავშირდება სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს, ხოლო მასთან დაკავშირების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ან სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოს უფროსს და მოახსენებს ინფორმაციას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი ან მასთან დაკავშირების შეუძლებლობის შემთხვევაში სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ან სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოს უფროსი, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აფასებს გაყვანა/გადაყვანის საჭიროების საკითხს. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანისთვის მოიძიებს შესაბამის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოს, ტელეფონით უკავშირდება და შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს განყოფილებას. განყოფილება, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გაყვანა/გადაყვანისას, ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით. ამ წესის მე-4 მუხლის „ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებულის მსჯავრდებულის გადაუდებელი გაყვანა/გადაყვანა ხორციელდება ამ პუნქტით გათვალისწინებული ნორმების დაცვით.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაუდებელი გაყვანა/გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ან სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოს უფროსი, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის შესახებ განყოფილებიდან მიღებული დადებითი ან უარყოფითი პასუხის მიღებისთანავე,  მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, მოხსენებითი ბარათით მიმართავს სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსსა და შესაბამის კურატორ მინისტრის მოადგილეს და მოახსენებს განხორციელებული/განუხორციელებელი ბადრაგირების შესახებ.

14. ამ მუხლით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრები (გარდა სამოქალაქო სექტორის მკურნალი ექიმის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარებისა) იწერება ტექნიკური საშუალების გამოყენებით და ფიქსირდება საამისოდ განსაზღვრულ ჟურნალში, სატელეფონო საუბრის მონაწილეების, დროისა და მიღებული/გაცემული ინფორმაციის მითითებით. ჩაწერილი სატელეფონო საუბრები ინახება 1 წლის ვადით.“.

2. ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №8 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №8

 

პენიტენციური დეპარტამენტი

ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილება

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის ჟურნალი

 

 

 

1. გაყვანა/გადაყვანის ინიციატორი დაწესებულება

______________________________________________________

 

 2. შეტყობინების გადმომცემი პირის ვინაობა და თანამდებობა

__________________________________________________________

 

3. გასაყვანი/გადასაყვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ვინაობა

___________________________________________________________

 

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანის მოთხოვნის საფუძველი

____________________________________________________________________

 

5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაუდებელი გაყვანა/გადაყვანის აუცილებლობა

___________________________________________________________________

 

6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანის დანიშნულების ადგილის მისამართი

_____________________________________________________________________

 

7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილას გაყვანა/გადაყვანის დრო

_____________________________________________________________________

 

8. განყოფილების მიერ დეპარტამენტის დირექტორისთვის შეტყობინების გადაცემის დრო

_________________________________________________________________

 

9. დეპარტამენტის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების მიღების დრო

____________________________________________________________________

 

10. დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების საბადრაგო სამმართველოსთვის გადაცემის დრო

______________________________________________________________________

 

11. საჭიროების შემთხვევაში, საბადრაგო ჯგუფის დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებით გაძლიერების შესახებ საბადრაგო სამმართველოდან შეტყობინების მიღების დრო და მოტივი

_______________________________________________________________________

 

12. საბადრაგო ჯგუფის დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებით გაძლიერების შესახებ საბადრაგო სამმართველოდან შეტყობინების დეპარტამენტის დირექტორისათვის გადაცემის დრო

_______________________________________________________________________

 

13. საბადრაგო ჯგუფის დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებით გაძლიერების შესახებ დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების მიღების დრო

______________________________________________________________________

 

14. საბადრაგო ჯგუფის დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებით გაძლიერების შესახებ დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების საბადრაგო სამმართველოსთვის გადაცემის დრო

______________________________________________________________________

 

15. საბადრაგო ჯგუფის დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებით გაძლიერების შესახებ დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოსთვის გადაცემის დრო

_______________________________________________________________________

 

16. დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების ბადრაგირების ინიციატორისა და დაწესებულებისათვის გადაცემის დრო

______________________________________________________________________

 

17. სხვა საკითხები (შენიშვნები):

_____________________________________________________________________

 

შეტყობინების მიმღები:                                                                                     /......................................./

 

,,------  ,,  ---------------------- ,,  20__  წელი

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 22 აგვისტოდან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი