„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№87/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.017106
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №87/ნ

2023 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში (სსმ, №23, 26/02/2010; 470230000.22.035.014273) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები):
1. მე-2 მუხლის:
ა) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51სპეციალიზებული დაწესებულება – სააღმზრდელო დაწესებულება (მ.შ. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი), სათემო ორგანიზაცია (მ.შ სათემო ორგანიზაციის ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტები), დღის ცენტრი და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრი, აგრეთვე სააგენტოს ფილიალები – ხანდაზმულთა პანსიონატი, შშმ პირთა პანსიონატი და ბავშვთა სახლი.“;

ბ) 52 პუნქტის შემდეგ დაემატოს 53 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„53. ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრი – სამედიცინო დაწესებულება ან დაწესებულების ნაწილი, რომელიც შესაბამისი საჭიროების მქონე ბავშვებს ხანგრძლივად აწვდის მათზე მორგებულ სამედიცინო-სოციალურ მომსახურებას.“.

2. მე-3 მუხლის:
ა) პირველი  მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაინტერესებულმა მხარემ (განმცხადებელმა) სააღმზრდელო დაწესებულებას, ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალურ ცენტრსა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე არსებულ სხვა სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების  შესახებ წერილობით უნდა მიმართოს სააგენტოს (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც  დაინტერესებული მხარე არის სააგენტო (განმცხადებელი), მათ შორის, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი პირის 18 წლის ასაკის შესრულებისას მხარდამჭერის დანიშვნამდე), შევსებულ იქნეს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განაცხადი არაფულადი მომსახურების თაობაზე და დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები.

2. ხანდაზმულთა პანსიონატში ან ხანდაზმულთა სათემო ორგანიზაციაში მოთავსებას ექვემდებარება ხანდაზმული, ასევე  შშმ პირი 60 წლის ასაკიდან, გარდა ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირისა,  რომლის დაწესებულებაში მოსათავსებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

ა) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

გ) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;

დ) მაძიებლ(ებ)ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).

3. შშმ პირთა პანსიონატში ან შშმ პირთა სათემო ორგანიზაციაში (დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურების უზრუნველყოფის, ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა 24 საათიანი მომსახურებით უზრუნველყოფისა და მძიმე და ღრმა შშმ პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტებით გათვალისწინებულ მომსახურებაში) მოთავსებას ექვემდებარება შშმ სრულწლოვანი პირი, მათ შორის ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირი. ასევე, ამ პირთა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს და აღნიშნულს ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ შესაბამისი კომპონენტი. დაწესებულებაში მოსათავსებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

ა) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

გ) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;

დ) მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV- 100/ა);

ე) 18-წლამდე ასაკის შვილის შემთხვევაში  დაბადების მოწმობის ასლი.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,31. სათემო ორგანიზაციის 18 წლის და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტებით გათვალისწინებულ მომსახურებებში ჩარიცხვას ექვემდებარება ზრუნვის სააგენტოს ფილიალებსა და სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული სათემო ორგანიზაციების მომსახურების მიმღები პირები და ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მკურნალობაზე მყოფი პირები, რომლებიც აღარ საჭიროებენ სტაციონარულ მომსახურებას და ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფარში მყოფი პირები. დაწესებულებაში მოსათავსებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

ა) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

გ) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;

დ) მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV- 100/ა).“;

გ) მე-4 პუნქტს დაემატოსდაქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ვ) 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების დღის ცენტრის მომსახურების შემთხვევაში დამატებით „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ ამონაწერი;

ზ) ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 8-18 წლის მოზარდების დღის ცენტრის შემთხვევაში დამატებით წარედგინება:

ზ.ა) მულტიგუნდის რეკომენდაცია, რომლითაც დასტურდება ამ მომსახურებით სარგებლობის საჭიროება;

ზ.ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) რომელითაც არ დგინდება საშუალო და ღრმა გონებრივი ჩამორჩენა.“;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6.  დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მოთავსებას ექვემდებარება:

ა) სხვადასხვა პრობლემების მქონე დედა, არასრულწლოვან შვილ(ებ)თან ერთად, თუკი  ერთ-ერთი  შვილი მაინც არის 10 წლამდე ასაკის და ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან;

ბ) სხვადასხვა პრობლემის მქონე ქალი, რომელიც ორსულობის არანაკლებ 26-ე კვირაში იმყოფება (მათ შორის, არასრულწლოვან შვილებთან ერთად, თუკი ერთ-ერთი შვილი მაინც არის 10 წლამდე ასაკის და ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან);

გ) აღნიშნული პირ(ებ)ის მოსათავსებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

გ.ა) მაძიებლ(ებ)ის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, ან დაბადების მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – თუ პირ(ებ)ი არასრულწლოვანია;

გ.ბ) მაძიებლ(ებ)ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, მომსახურების მიმღები ბენეფიციარის მიერ მომსახურების განმეორებით მიღება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მას შეეძინა მომდევნო შვილი და წარმოეშვა დედათა და ბავშვთა თავშესაფრის  მომსახურების მიღების საჭიროება.“;

ე) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს 71 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„71.  ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალურ ცენტრში მოთავსებას ექვემდებარება მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, მზრუნველობამოკლებული ბავშვი, რომელსაც გარდა მზრუნველისა, ესაჭირეობა ხანგრძლივი კვალიფიციური სამედიცინო/საექთნო მოვლა, ამასთან, უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან სულ ცოტა ორ პუნქტს: ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია (ტრაქეოსტომიით), დიალიზი, ჟანგბადზე დამოკიდებული 24 სთ. განმავლობაში, სრული პარენტერალური კვება, მხოლოდ ზონდით კვება, ტრაქეოსტომის არსებობა, იმუნოდეფიციტი, ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოველდღიური მორეციდივე გულყრა-კრუნჩხვები, რომელიც საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩარევას, თუ ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველყოფა შეუძლებელია არასამედიცინო პირობებში და ბავშვის ზრუნვის დაწესებულებაში დატოვება მის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. აღნიშნული პირ(ებ)ის მოსათავსებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

ა) მაძიებლ(ებ)ის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) მაძიებლის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) მაძიებლ(ებ)ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);

დ) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.“.

3. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მაძიებლის სააღმზრდელო დაწესებულებაში (დაფინანსების წყაროს მიუხედავად, მათ შორის, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე არსებულ სპეციალიზებულ დაწესებულებაში), ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალურ ცენტრში, გარდა ნაპოვნი ბავშვისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევისა განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 და 12 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,11. ნაპოვნი ბავშვისა და სხვა გადაუდებელ შემთხვევებში ჩარიცხვაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო/რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე;                                                                      

12. დღის ცენტრის ქვეპროგრამის კომპონენტებში ჩარიცხვის (6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის, 6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვების, 6-დან 18 წლამდე ასაკის მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე, ასევე, ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით გამოხატული სხვა გონებრივი ჩამორჩენის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების, ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 8-18 წლის მოზარდების, შშმ პირთა დღის ცენტრების მომსახურება, გარდა მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში მოქმედი დღის ცენტრისა) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის  უფროსი.“;

 

გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მიუსაფარ  ბავშვთა დღის ცენტრსა და თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვის განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკი, მის მიერ შევსებული/ხელმოწერით დადასტურებული მაძიებლის ანკეტის საფუძველზე.  უფროსი სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს სააგენტო. უფროსი სოციალური მუშაკისათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭება განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. იმ შემთხვევაში, თუ მაძიებლის ანკეტის გახსნიდან 12 თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს მიუხედავად, ბავშვი კვლავ იმყოფება ქუჩაში,  შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკი მიმართავს სასამართლოს მშობლის უფლებების შეზღუდვის/ჩამორთმევის მიზნით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და ბავშვის უფლებათა კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, განუსაზღვრავს მას მზრუნველობის შესაბამის ფორმას. ზრუნვის ფორმის შეცვლის შემთხვევაში, შესაბამის სპეციალიზებულ დაწესებულებაში ჩარიცხვაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო/საბჭოს თავმჯდომარე,  შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე.

5. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, სააღმზრდელო დაწესებულებაში, ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალურ ცენტრსა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო/რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე (გარდა მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა).“;

დ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა ნაპოვნი ბავშვისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევისა, დღის ცენტრის ქვეპროგრამის კომპონენტებში და მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრსა და თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვის მოთავსებისა) პირის მოსათავსებლად სოციალური მუშაკი ახორციელებს დოკუმენტაციის შესწავლას/დედანთან შესაბამისობის შემოწმებას, მაძიებლის შეფასებას და მომსახურებაში მოთავსების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნას ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში. ამასთან, თუ გამოვლინდა ბავშვის მიტოვების რისკის ან ძალადობის რაიმე ფორმის ნიშნები, სოციალური მუშაკი ახდენს შესაბამის რეაგირებას და განსახილველად გადასცემს სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამის რეგიონულ საბჭოს/რეგიონული საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის ბავშვის უფლებათა კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

9. მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრში მოთავსების საკითხი სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის უფროსის მიერ განიხილება დღის ცენტრებში მოსათავსებელი მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) მიუსაფარ ბავშვად იდენტიფიცირებული ბავშვი;

ბ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;

გ) მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში (მხოლოდ ნათესაური) ჩართული ბავშვები;

დ) ბენეფიციარები, რომლებიც ამ მომსახურების თაობაზე განაცხადის წარდგენის დღისთვის სარგებლობდნენ წინა 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა);

ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალია არაფულადი მომსახურების თაობაზე განაცხადის წარდგენის დღისთვის.“;

ე) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს 101 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,101. ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 8-18 წლის მოზარდების დღის ცენტრში ჩარიცხვის  საკითხი განიხილება/გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის უფროსის მიერ, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

ა) რომლებიც არიან „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ბენეფიციარები;

ბ) რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში;

გ) რომლებიც არიან „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“  ბენეფიციარები;

დ) რომლებიც ცხოვრობენ ბიოლოგიურ ოჯახში და  არ აქვთ საშუალო და ღრმა გონებრივი ჩამორჩენა.“;

ვ) მე-11 პუნქტის ,,ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სხვა  სადღეღამისო  სპეციალიზებული/ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა სამედიცინო დაწესებულებიდან  გადასაყვანი  ბენეფიციარები;“;

 

ზ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,15. სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებას არ ექვემდებარებიან მაძიებლები (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის 71 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულისა, როდესაც წინასწარ არ არის იდენტიფიცირებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა):

ა) მწვავე ინფექციური დაავადებით;

ბ) ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;

გ) აქტიური სიფილისით;

დ) კანის გადამდები დაავადებით;

ე) თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით;

ვ) ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით.“.

 

4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„1. სააღმზრდელო დაწესებულებაში (გარდა მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა), ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალურ ცენტრში, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე  არსებულ სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის განთავსების შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულისა), მომსახურების მიმწოდებლის/სააღმზრდელო დაწესებულების პასუხისმგებელ პირს აღნიშნულ დაწესებულებაში ბენეფიციარის განთავსებაზე რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებასთან (ოქმიდან ამონაწერი) ერთად გადაეცემა შემდეგი დოკუმენტები:

ა) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის) ასლი, ან დაბადების მოწმობის ასლი – თუ პირი არასრულწლოვანია;

ბ) ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) ასლი;

გ) ბენეფიციარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) სოციალური მუშაკის დასკვნა; 

ე) პირის სააღმზრდელო დაწესებულებასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ჩარიცხვის შემთხვევაში, სოციალური მუშაკის მიერ შევსებული ბავშვის შეფასების ფორმის ასლი და შეფასების საფუძველზე გაკეთებული სოციალური მუშაკის დასკვნა და ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის ასლი.“.

 

5. 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6​1. სააღმზრდელო დაწესებულებაში განთავსებული ბენეფიციარის მონახულება

სააღმზრდელო დაწესებულების, ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის ბენეფიციარის ნახვის უფლება შეიძლება მიეცეს ბენეფიციარის ნათესავს ან სხვა პირს, რომლის მონაცემები (სახელი, გვარი, ბენეფიციართან კავშირი და პირადი ნომერი) განისაზღვრება რეგიონული საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებაში.“.

6. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააღმზრდელო დაწესებულებიდან და ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრიდან პირი გაყვანას/გადაყვანა/ამორიცხვას ექვემდებარება:“;

ბ) მე-4 პუნქტის“ - „ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შშმ ბენეფიციარის შემთხვევაში შშმ სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერებისას;

გ) შშმ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას;

დ) შშმ პირთა/ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარზე  გაწეული მომსახურების დაფინანსებისთვის სააგენტოსათვის ვაუჩერის ზედიზედ 2 თვის ტალონის წარუდგენლობა, გარდა  შესაბამისი დღის ცენტრის ფუნქციონირების დროებით შეჩერების (საზაფხულო არდადეგები ან/და რეაბილიტაციის მიზნით დახურვა) შემთხვევებისა;

ე) მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების დღის ცენტრის ბენეფიციარებზე გაწეული მომსახურების დაფინანსებისთვის სააგენტოსათვის ვაუჩერის ზედიზედ 1 თვის ტალონის წარუდგენლობა, გარდა  შესაბამისი დღის ცენტრის ფუნქციონირების დროებით შეჩერების (საზაფხულო არდადეგები ან/და რეაბილიტაციის მიზნით დახურვა) შემთხვევებისა;

ვ) ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის უფროსი;

ზ) ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრიდან და თავშესაფრიდან ბენეფიციარი  გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება:

ა) სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას (გარდა იმ მიუსაფარი ბავშვებისა, რომლებიც არიან ამ ქვეპროგრამის ბენეფიციარები, იღებენ ზოგად განათლებას და არიან არასრული საშუალო ან საშუალო განათლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები (მე-9 და მე-12 კლასები) სასწავლო წლის დასრულების მომდევნო თვის 1 რიცხვამდე);

ბ) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;

გ) სხვა სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაყვანისას;

დ) სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს, რომ პირი აღარ საჭიროებს ამ მომსახურებით სარგებლობას;

ე) ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში.“;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. სააღმზრდელო დაწესებულებიდან, ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრიდან, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე არსებული სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბენეფიციარის (გარდა მიუსაფარი ბავშვისა) გაყვანის/ამორიცხვის, მომსახურების დაფინანსების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო/საბჭოს თავმჯდომარე. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვის  განთავსდების, ვადის გაგრძელების და ამორიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო/საბჭოს თავმჯდომარე, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვის  ჩაირიცხვის, ვადის გაგრძელების და ამორიცხვის შესახებ  გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკი. უფროსი სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს სააგენტო. უფროსი სოციალური მუშაკისათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭება განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ე) მე-9 პუნქტს დაემატოსქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„თ) თუ ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის ბენეფიციარი გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია და გადაუდებელი მდგომარეობები) ან პალიატიური სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით იმყოფება სტაციონარში უწყვეტად 30 კალენდარულ დღეზე მეტი ხანგრძლივობით, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ გამყვანმა პირმა ბენეფიციარი გაიყვანა, გასულია დროებით გაყვანის ვადა და გამყვანი პირი უარს აცხადებს დაწესებულებაში დაბრუნებაზე.“;

ვ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბენეფიციარის წინასწარ პატიმრობაში განთავსების შესახებ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში ინფორმაციის შესვლისთანავე, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას საბჭოზე/საბჭოს თავმჯდომარესთან წარდგენის მიზნით. საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მომსახურების დაფინანსება ჩერდება ბენეფიციარის მიერ დაწესებულების დატოვების მე-15 დღიდან, ამასთან,  „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, 30 კალენდარული დღის გასვლის მომდევნო დღეს, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას საბჭოზე/საბჭოს თავმჯდომარესთან წარდგენის მიზნით. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, საბჭომ/საბჭოს თავმჯდომარემ ამ მუხლით დადგენილი წესის თანახმად, უნდა მოახდინოს დაფინანსების შეჩერება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების (შემდგომში – №22 დადგენილება) შესაბამისად, სოციალური მუშაკის დასკვნის მომზადების თარიღიდან. სამედიცინო მომსახურებიდან ბენეფიციარის დაწესებულებაში დაბრუნების შემთხვევაში სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას საბჭოზე/საბჭოს თავმჯდომარესთან წარდგენის მიზნით. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე საბჭომ/საბჭოს თავმჯდომარემ უნდა მოახდინოს დაფინანსების აღდგენა №22 დადგენილების შესაბამისად, ბენეფიციარის დაწესებულებაში დაბრუნების თარიღიდან.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი