„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-125/ნ
2019 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებით (სსმ III, 26.02.2010, №23, მუხ. 312) დამტკიცებული №1 დანართის (სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები):
1.
მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფონდის ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატში მომსახურების მიღების შესახებ ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს ფონდი სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სათემო ორგანიზაციასა (დანართი №1.1) და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მომსახურების მიღების შესახებ ხელშეკრულების ფორმა (დანართი №1.2) განისაზღვრება ამ ბრძანებით.“.
2.
მე-8 მუხლის:
ა)
მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ბენეფიციარის გარდაცვალების/გადაუდებელ სტაციონარულ (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია და გადაუდებელი მდგომარეობები) ან პალიატიურ სამედიცინო მომსახურებებში მოხვედრის ან ამ მომსახურებებიდან სერვისში დაბრუნების შემთხვევებში დაწესებულების მიერ წერილობითი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სააგენტოს არაუგვიანეს 48 საათისა, უქმე დღეების შემთხვევაში – პირველივე სამუშაო დღეს.“;
ბ)
მე-9 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ზ) თუ სათემო ორგანიზაციის ბენეფიციარი გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია და გადაუდებელი მდგომარეობები) ან პალიატიური სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით იმყოფება სტაციონარში უწყვეტად 30 კალენდარულ დღეზე მეტი ხანგრძლივობით.“;
გ)
მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბენეფიციარის დაკავების შესახებ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში ინფორმაციის შესვლისთანავე, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას საბჭოზე/საბჭოს თავმჯდომარესთან წარდგენის მიზნით. საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მომსახურების დაფინანსება ჩერდება სოციალური მუშაკის მიერ საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარისათვის დასკვნის წარდგენის თარიღიდან. ამასთან, „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, 30 კალენდარული დღის გასვლის მომდევნო დღეს, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას საბჭოზე/საბჭოს თავმჯდომარესთან წარდგენის მიზნით. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, საბჭომ/საბჭოს თავმჯდომარემ ამ მუხლით დადგენილი წესის თანახმად, უნდა მოახდინოს დაფინანსების ცვლილება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების (შემდგომში – №22 დადგენილება) შესაბამისად, სოციალური მუშაკის დასკვნის მომზადების თარიღიდან. სამედიცინო მომსახურებიდან ბენეფიციარის დაწესებულებაში დაბრუნების შემთხვევაში სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას საბჭოზე/საბჭოს თავმჯდომარესთან წარდგენის მიზნით. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, საბჭომ/საბჭოს თავმჯდომარემ უნდა მოახდინოს დაფინანსების ცვლილება №22 დადგენილების შესაბამისად.“.
მუხლი 2🔗
ბრძანებას დაემატოს №1.1 (სათემო ორგანიზაციაში მომსახურების მიღების შესახებ ხელშეკრულება) და №1.2 (დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მომსახურების მიღების შესახებ ხელშეკრულება) დანართები თანდართული რედაქციით.
მუხლი 3
ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
დანართი №1.1
სათემო ორგანიზაციაში მომსახურების მიღების შესახებ
ხელშეკრულება №
,,.............“........................ წ.
ერთი მხრივ, სათემო ორგანიზაცია .................................... (შემდგომში – სათემო ორგანიზაცია/შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურება) .............................................................................................................................................
(მისამართი)
მომსახურების წარმომადგენლის ან დაწესებულების
მმართველი: ………………........................................................ სახით და, მეორე მხრივ,(სახელი, გვარი)
სათემო ორგანიზაციაში ჩარიცხული ბენეფიციარი: .....................................................................
(სახელი, გვარი)
ვთანხმდებით შემდეგზე:
1. ზოგადი დებულებები
1.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მომსახურებაში ბენეფიციარის ყოფნის პეროიდში ორგანიზაციასა და ბენეფიციარს შორის ურთიერთობის რეგულირება;
1.2. ………………............ (ორგანიზაციის სრული დასახელება, სადაც მომსახურებას იღებს ბენეფიციარი) ბენეფიციარს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას უწევს მის მიერ ადმინისტრირებული სათემო მომსახურების მეშვეობით;
1.3. მხარეებს შორის ურთიერთობა რეგულირდება ამ ხელშეკრულებით, სათემო მომსახურებაში დადგენილი წესებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, რომელსაც დაწესებულების თანამშრომელი აცნობს ბენეფიციარს ხელშეკრულების დადებამდე.
2. მხარეთა უფლება-მოვალეობები
2.1 მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
2.1.1. ბენეფიციარი უზრუნველყოს შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი საცხოვრებელი ფართით;
2.1.2. სათემო ორგანიზაციაში განთავსების მომენტში, აუცილებელობის (შესაძლებლობის ფარგლებში) შემთხვევაში ბენეფიციარს მიაწოდოს ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი ტანისამოსი და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთები;
2.1.3. განახორციელოს ბენეფიციარზე ზრუნვა/მოვლა, სამჯერადი კვებით უზრუნველყოფა;
2.1.4. მიაწოდოს ბენეფიციარს საკვები, თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია მომსახურების სასადილოში გასვლა ადგილზე, მათ შორის სამედიცინო დაწესეულებაში მოხვედრის შემთხვევაში;
2.1.5. უზრუნველყოს ბენეფიციართათვის პირველადი სამედიცინო მომსახურებისა და საჭიროების შემთხვევში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზება;
2.1.6. უზრუნველყოს ბენეფიციარის საზოგადოებაში ინტეგრაციის ღონისძიებების გატარება, გართობისა და დასვენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა;
2.1.7 დაიცვას ბენეფიციარის წერილობითი და ელექტრონული კორესპონდენციების, სატელეფონო საუბრებისა და პირადი შეხვედრების კონფიდინციალობა, ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის კონფიდენციალობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
2.1.8 ბენეფიციარის იმ საჭიროებებისა და სურვილების დაკმაყოფილებისათვის, რომელიც სცილდება სახელმწიფო პროგრამითა და სტანდარტებით გათვალისწინებულ მომახურებას. ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოიყენოს თანადაფინანსება ბენეფიციარის თანამონაწილეობითა და მასთან შეთანხმებით რაც უნდა გაფორმდეს დოკუმენტურად.
2.1.9. ბენეფიციარის ნებართვის შემთხვევაში, უზრუნველყოს ბენეფიციართა პირადი ძვირფასი ნივთებისა და ფულადი დანაზოგის შენახვა დაცულ ადგილას.
3. ბენეფიციარი ვალდებულია
3.1. უზრუნველყოს მომსახურების (თანა) დაფინანსების (ასეთის არსებობის შემთხვევეაში) კუთვნილი წილის გადახდა ..................... ლარის ოდენობით;
3.2. არ დააზიანოს და გაუფრთხილდეს მომსახურების მატერიალურ ფასეულობებს (ქონებას);
3.3. მომსახურებიდან დროებით გასვლის შემთხვევაში, აცნობოს მომსახურების მიმწოდებელს, ხოლო 24 საათზე მეტი დროით დაწესებულებიდან გასვლის შემთხვევაში ხელი მოაწეროს და გააკეთოს ჩანაწერი შესაბამის ჟურნალში;
3.4. დაიცვას სპეციალიზებული დაწესებულებიდან დროებითი გასვლის (გაყვანის) ვადა;
3.5. პატივი სცეს სხვა ბენეფიციართა და მომსახურების თანამშრომელთა ღირსებას;
3.6. დაიცვას მომსახურების შინაგანაწესით განსაზღვრული პირობები, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წესები;
3.7. ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტის მიღმა დარჩენილი სამედიცინო მომსახურების, ასევე, სპეციფიკური მედიკამენტებისა, ჰიგიენური საშუალებისთვის (პამპერსი) საჭირო ხარჯები, ასევე სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომელსაც მომსახურება არ უზრუნველყოფს სტანდარტის შესაბამისად, დაფაროს კუთვნილი სოციალური პაკეტით/პენსიით ან სხვა შემოსავლით, ხოლო, თუ ბენეფიციარს სხვადასხვა მიზეზით არ ეძლევა სოციალური პაკეტით განსაზღვრული თანხა (იხდის მომსახურების (თანა)დაფინანსების კუთვნილ წილს; წინასწარ, კრედიტის სახით, აქვს გამოტანილი სოციალური პაკეტით/პენსია ან სხვა) გათვალისწინებული თანხა), ასეთ შემთხვევაში მომსახურება მოქმედებს ამავე ხელშეკრულების 2.1.5 პუნქტის შესაბამისად);
3.8. თამბაქოს მომხმარებელმა ბენეფიციარმა იმოქმედოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ჩარიცხულ მომსახურებაში არსებული შინაგანაწესის შესაბამისად.
4. ბენეფიციარი უფლებმოსილია
4.1 მოითხოვოს, რომ მისი პირადი ინფორმაცია, ასევე მის შესახებ არსებული სხვა ინფორმაცია არ იყოს საჯაროდ განხილული, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა;
4.2. მოითხოვოს მისი წერილობითი და ელექტრონული კორესპოდენციების, სატელეფონო საუბრებისა და პირადი შეხვედრების კონფიდენციალობა;
4.3. მიიღოს მომსახურებისგან ინფორმაცია კონფედენციალობის დარღვევის შემთხვევის შესახებ;
4.4. მიიღოს სრული ინფორმაცია მომსახურების თაობაზე, გაეცნოს შესაბამის სამართლებრივ აქტებს;
4.5. ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
5. მომსახურებაში მოქმედი აკრძალვები
მომსახურებაში აკრძალულია:
5.1. ალკოჰოლური/ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა/მოხმარება, ამასთან, სადღესასსწაულო დღეებში (მათ შორის საიუბილეო დღეებში) დასაშვებია ალკოჰოლური სასმელების ზომიერად მოხმარება, თუ აღნიშნული საზიანო არ არის ჯანმრთელობისათვის;
5.2. ცეცხლსასროლი/ცივი იარაღის შენახვა/ტარება;
5.3. ხმაური, განსაკუთრებით ღამის (23 საათიდან მომდევნო დღის 08:00 საათამდე) საათებში;
5.4. ბენეფიციართა მხრიდან სოციალურად მიუღებელი ქცევების მართვის წესების დარღვევა, რაც შინაგანაწესით არის გათვალისწინებული;
5.5. არეულობის მოწყობა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სხვა ბენეფიციართა უსაფრთხოებასა და სიმყურდოვეს;
5.6. საჭმლის მომზადება საცხოვრებელ ფართში;
5.7. მომსახურების შენობაში ცხოველების/ფრინველების ყოლა.
6. ხელშეკრულების ვადა
6.1. ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე და მოქმედებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბენეფიციარის მომსახურებიდან გაყვანამდე/ამორიცხვამდე.
7. ხელშეკრულების შეწყვეტა
7.1. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია:
7.1.1 ბენეფიციარის მომსახურებიდან ამორიცხვა, „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანების შესაბამისად;
7.1.2. მომსახურებაში დადგენილი წესების უხეში დარღვევის შემთხვევები;
7.1.3. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევები.
8. სხვა პირობები
8.1. ორგანიზაცია .................................... უფლებამოსილია ბენეფიციარის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევეში მიმართოს სსიპ – სოციალურ მომსახურების სააგენტოს მომსახურებიდან ბენეფიციარის გაყვანის შუამდგომლობით.
8.2. მხარეთა შორის წარმშობილი ყველა სადავო საკითხი გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობით.
8.3. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ასლის სახით, რომელთაგან თითოეულ მხარეს გადაეცემა თითო ასლი.
9. მხარეთა რეკვიზიტები და ხელწერები
სათემო ორგანიზაციში ჩარიცხული ბენეფიციარის სახელი, გვარი:
/....................................................................../
მომსახურების წარმომადგენლის ან დაწესებულების მმართველის სახელი, გვარი:
/........................................./
თარიღი -----------------------------
დანართი №1.2
დედათა
და
ბავშვთა
თავშესაფარში
მომსახურების
მიღების
შესახებ
ხელშეკრულება
№
„.............“........................ წ.
ერთი მხრივ, დედათა და ბავშვთა თავშესაფარი: ............................................................................
მისამართი: ...................................................................................................................................................
მომსახურების წარმომადგენლის ან დაწესებულების მმართველის …………………………………….
სახით და, მეორე მხრივ, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ჩარიცხული ბენეფიციარი (სახელი, გვარი) ............................................................................................................................................
ვთანხმდებით შემდეგზე:
1. ზოგადი დებულებები
1.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მომსახურებაში ბენეფიციარის ყოფნის პეროიდში ორგანიზაციასა და ბენეფიციარს შორის ურთიერთობის რეგულირება;
1.2 .................................................... (ორგანიზაციის სრული დასახელება, სადაც მომსახურებას იღებს ბენეფიციარი) ბენეფიციარს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას უწევს მის მიერ ადმინისტრირებული დედათა და ბავშვთა თავშესაფარის მომსახურების მეშვეობით;
1.3. მხარეებს შორის ურთიერთობა რეგულირდება ამ ხელშეკრულებით, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში დადგენილი წესებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, რომელსაც დაწესებულების თანამშრომელი აცნობს ბენეფიციარს ხელშეკრულების დადებამდე.
2. მხარეთა უფლება-მოვალეობები
2.1. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
2.1.1 ბენეფიციარი (დედა/ბავშვი) უზრუნველყოს:
24-საათიანი თავშესაფრით;
უსაფრთხო გარემოთი;
კვების პროდუქტებით, ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით;
პროფესიული და არაფორმალური განათლების ხელშეწყობით;
გადაუდებელ შემთხვევაში ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით;
ფსიქოლოგის მომსახურება;
მომსახურების განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა დამატებითი საჭიროებებით;
ითანამშრომლოს ბენეფიციართან მისი სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის, პოლიტიკური შეხედულებებისა და სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად.
2.1.2. დაიცვას ბენეფიციარის წერილობითი და ელექტრონული კორესპოდენციების, სატელეფონო საუბრებისა და პირადი შეხვედრების კონფიდენციალობა, ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებული, პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის კონფიდენციალობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
2.1.3. საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარს მიაწოდოს სოციალური მუშაკის და სხვა სპეციალისტების მომსახურება;
2.1.4. გააცნოს ბენეფიციარს მომსახურების მიზნები, მიმართულებები და აქტივობები;
2.1.5. ბენეფიციარის მხრიდან ბავშვზე ძალადობის და/ან ბავშვის უფლებების სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია იმოქმედოს ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების შესაბამისად;
2.1.6. ბენეფიციარის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მომსახურებიდან ბენეფიციარის ამორიცხვის მიზნით. მიმართვაში არგუმენტირებულად გაიწეროს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მიზეზ(ებ)ი;
2.1.7. აწარმოოს წერილობითი დოკუმენტაცია და ინფორმაცია შეინახოს როგორც ელექტრონული ასევე, ბეჭდური ფორმით;
2.1.8. ხელი შეუწყოს ბენეფიციარის პროფესიული და არაფორმალური განათლების მიღებას.
2.2. ბენეფიციარი ვალდებულია:
2.2.1. ყურადღებით გაეცნოს ხელშეკრულებას და თანამშრომლობის სურვილი დაადასტუროს ხელმოწერით;
2.2.2. პატივი სცეს სხვა ბენეფიციართა და მომსახურების თანამშრომელთა ღირსებას;
2.2.3. მიიღოს მონაწილეობა ბენეფიციარის მომსახურების/განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენაში;
2.2.4. მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობის თანახმად, დროულად შეასრულოს ბავშვის მომსახურების/განვითარების ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები;
2.2.5. დაესწროს გუნდის წევრთა მიერ პერიოდულად ორგანიზებულ შეხვედრებს, ტრენინგებსა, თუ სხვა სახის აქტივობებს;
2.2.6. არ დააზიანოს და გაუფრთხილდეს თავშესაფრის მატერიალურ ფასეულობებს (ქონებას);
2.2.7. „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანების შესაბამისად, განახორციელოს თავშესაფრიდან დროებითი გასვლა თავშესაფრის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და გააკეთოს ჩანაწერი შესაბამის ჟურნალში;
2.2.8. დაიცვას თავშესაფრიდან დროებითი გასვლის ვადა;
2.2.9. დაიცვას თავშესაფარში მოქმედი, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წესები.
2.2.10. დაიცვას ჰიგიენის ნორმები.
2.3. ბენეფიციარი უფლებამოსილია:
2.3.1. მოითხოვოს მისი პერსონალური ინფორმაციის, წერილობითი და ელექტრონული კორესპონდენციების, სატელეფონო საუბრებისა და პირადი შეხვედრების კონფიდენციალობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
2.3.2. მიიღოს სრული ინფორმაცია თავშესაფრის მომსახურების თაობაზე, გაეცნოს შესაბამის სამართლებრივ აქტებს;
2.3.3. ისარგებლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
3. თავშესაფარში მოქმედი აკრძალვები
3.1. თავშესაფარში აკრძალულია:
3.1.1. ალკოჰოლური/ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანა/შენახვა/მოხმარება ან/და თავშესაფრის ტერიტორიაზე მითითებული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;
3.1.2. ცეცხლსასროლი/ცივი იარაღის შენახვა/ტარება;
3.1.3. ხმაური, განსაკუთრებით ღამის საათებში;
3.1.4. ბენეფიციართა მხრიდან სოციალურად მიუღებელი ქცევების მართვის წესების დარღვევა, რომელიც თავშესაფარში დადგენილი წესებით არის გათვალისწინებული;
3.1.5. ისეთი სახის ქმედება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას თავშესაფარში არსებულ კეთილგანწყობილ და მშვიდ გარემოს;
3.1.6. საკვების შენახვა საძინებელ ფართში;
3.1.7. თავშესაფარში ცხოველების/ფრინველების ყოლა;
3.1.8. მნახველი პირების/ვიზიტორების დარჩენა ღამის საათებში (საღამოს 18:00 საათიდან დღის 10:00 საათამდე);
3.1.9. ბენეფიციარების მიერ თავშესაფარში დადგენილი შესვლისა და გასვლის წესების დარღვევა.
4. სხვა პირობები
4.1 .................................................... (ორგანიზაციის სრული დასახელება, სადაც მომსახურებას იღებს ბენეფიციარი) უფლებამოსილია ბენეფიციარის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევეში მიმართოს სააგენტოს, მომსახურებიდან ბენეფიციარის გადაყვანის/ამორიცხვის შუამდგომლობით;
4.2. მხარეთა შორის წარმშობილი ყველა სადავო საკითხი გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
4.3. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ასლის სახით, რომელთაგან თითოეულ მხარეს გადაეცემა თითო ასლი.
5. ხელშეკრულების შეწყვეტა
5.1. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია:
5.1.1. ბენეფიციარის მომსახურებიდან ამორიცხვა, ,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის N52/ნ ბრძანების შესაბამისად;
5.1.2. თავშესაფრისთვის დადგენილი წესების უხეში დარღვევის შემთხვევები;
5.1.3. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევები.
6. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები
დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ჩარიცხული ბენეფიციარის სახელი, გვარი
/............................................................................../
მომსახურების წარმომადგენლის ან დაწესებულების მმართველის სახელი, გვარი
/........................................./
თარიღი /...................../