„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-12/ნ |
|
2019 წლის 11 თებერვალი ქ. თბილისი |
„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.
,,ბ) უფლებამოსილი პირი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც ახორციელებს ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის გადამოწმებას.“;
,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფულადი დახმარების მიღებაზე უფლება ენიჭება ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ ბიოლოგიურ დედას/ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ ბიოლოგიურ მამას/ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა კანონიერ წარმომადგენელს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფულადი დახმარების მიღებაზე უფლება ენიჭება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ-ერთ მშობელს, ფულადი დახმარების დანიშვნის თაობაზე სააგენტოსთვის მიმართვის შემთხვევაში, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
,,6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფულადი დახმარების მიღებაზე უფლება არ წარმოიშობა ან წარმოშობილი უფლება წყდება, თუ ბენეფიციარი იმყოფება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის N52/ნ ბრძანებით განსაზღვრულ სპეციალიზებულ დაწესებულებაში.“.
„ა) ბავშვის/ბავშვების მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (საჭიროების შემთხვევაში – საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა);“;
,,31. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადებით (პირველადი/განმეორებითი) მიმართვის დროს პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ მიმართვის თარიღის მდგომარეობით, რეგიონი კანონმდებლობის შესაბამისად აღარ მონაწილეობს პროგრამაში, მაგრამ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბავშვის (ბავშვების) დაბადების წლის წინა მე-2 ან მე-3 წელში წლიური ბუნებრივი მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი არ ფიქსირდება ან ეს მაჩვენებელი არ აღემატება 200-ს და ბენეფიციარი აკმაყოფილებს დახმარების დანიშვნის პირობებს.“;
„5. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევში, თუ ბავშვის ბიოლოგიური დედა არასრულწლოვანია თანხის ჩარიცხვა ხორციელდება სხვა კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშზე.
6. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში თუ ბავშვის ბიოლოგიური დედა არასრულწლოვანია, არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, მის მიმართ წარმოშობილია მზრუნველობის დაწესების სამართლებრივი საფუძვლები და დახმარების მიღების უფლება, მისთვის მზრუნველის დანიშვნამდე, სააგენტო მომსახურე საბანკო დაწესებულებაში ამ პირის სახელზე ხსნის საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშს, რომელზეც ყოველთვიურად ირიცხება დახმარების თანხა.
7. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევში, თუ ბავშვის ბიოლოგიური დედა არასრულწლოვანია, თანხის ჩარიცხვა ხორციელდება სხვა კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშზე მიუხედავად იმისა, ფლობს თუ არა კანონიერი წარმომადგენელი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსს.
8. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში თუ ბავშვის ბიოლოგიური დედა არასრულწლოვანია, არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, მის მიმართ წარმოშობილია მზრუნველობის დაწესების სამართლებრივი საფუძვლები და დახმარების მიღების უფლება, მისთვის მზრუნველის დანიშვნამდე, სააგენტო მომსახურე საბანკო დაწესებულებაში ამ პირის სახელზე ხსნის საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშს, რომელზეც ყოველთვიურად ირიცხება დახმარების თანხა.
9. ამ მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირის საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშზე ჩარიცხული თანხის (ძირითადი თანხა და პროცენტი) განკარგვა შესაძლებელია, მხოლოდ პირის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, ან სრულწლოვანების მიღწევამდე – მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით.“;
„ვ1) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თუ ბენეფიციარი იმყოფება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებით განსაზღვრულ სპეციალიზებულ დაწესებულებაში;“;
„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი/კანონიერი წარმომადგენელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში და აღნიშნული ფაქტი დადასტურებული იქნება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა) .“.
|