„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№62-95
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.101.016765
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/08/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №62-95

2020 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 12/02/2019; N010260300.35.101.016576) და  დადგენილების

1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული  „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) განხორცილების წესის“ (დანართი N1):

ა)  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დაფინანსების მიმღები სუბიექტი

ამ წესით განსაზღვრული დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მეწარმე ფიზიკური პირი.“;

ბ)  მე-3 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაფინანსების მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულმა მეწარმე ფიზიკურმა პირმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს (შემდგომში - სამსახური), რომელსაც თან უნდა ერთოდეს სრულყოფილად შევსებული საპროექტო განაცხადი. საპროექტო განაცხადი ორიენტირებული უნდა იყოს კულტურის სფეროს განვითარებაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შესაბამისი პროგრამებისთვის გათვალისწინებული პრიორიტეტების შესაბამისად. საპროექტო განაცხადს, აგრეთვე უნდა ერთოდეს სამსახურის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“;

ბ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტისგან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  პროექტის განხორციელების დაყოვნება სახელმწიფოებრივი, ადგილობრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის  ღონისძიების განხორციელებას შეაფერხებს ან/და შეუძლებელს გახდის. აღნიშნულ შემთხვევაში, სამსახური წერილობით მიმართავს კომისიის თავმჯდომარეს და წარუდგენს დაფინანსების მიმღები სუბიექტის დასაბუთებულ/მოტივირებულ განცხადებას, რის შემდეგაც, კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას კომისიისთვის პროექტის წარდგენის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ.“;

ბ.გ)  მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საკონკურსო განაცხადის წარდგენა შეუძლია შესაბამის სფეროში მოღვაწე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის პროექტი ორიენტირებული იქნება დარგის მდგრად ან/და გრძელვადიან განვითარებაზე;“;

გ)  მე-4 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  და 22 პუნქტები:

„21.  ამ წესის ფარგლებში,  პროექტის შემადგენელი ძირითადი აქტივის (ტექნიკა, ინვენტარი, მოწყობილობა) შესაძენად, თანადაფინანსება შესაძლებელია გაიცეს მხოლოდ პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში. თანადაფინანსების ოდენობა უნდა იყოს ღირებულების 80%-ის ფარგლებში, არაუმეტეს 7000 (შვიდი ათასი) ლარისა, საკონკურსო განაცხადის და თანდართული ინვოის(ებ)ის  შესაბამისად, 

 22. ამ მუხლის 21  პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თანადაფინანსება არ გაიცემა პირადი დანიშნულების მქონე ტექნიკის, ინვენტარის, მოწყობილობისა და სხვა ნივთებისთვის.“;

დ)  მე-4 მუხლის:

დ.ა)  მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) საკონკურსო განაცხადი პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში:

ბ. ა) საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობასაგამომცემლო საქმიანობის ფარგლებში, კულტურულ-შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსებას ექვემდებარება: ქალაქ თბილისის ისტორიის, კულტურის, ურბანული არქიტექტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მონოგრაფიები,  კატალოგები, ვიზუალური მასალა, კომიქსები, ქალაქ თბილისისა და  თბილისელთა შესახებ შექმნილი მხატვრული  ტექსტები და მემუარები. აღნიშნული პროგრამა არ ითვალისწინებს სასკოლო, საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების,  საბავშვო ლექსებისა და მოთხრობების, პოეტური და პროზაული კრებულების, მუსიკის სახელმძღვანელოებისა და ნოტების,  ჟურნალ-გაზეთების, ალმანახის და სხვა პერიოდული გამოცემების დაფინანსებას;

ბ.ბ) დიზაინისა და ხალხური რეწვის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ტექნოლოგიური ჯგუფების – ტექსტილი, კერამიკა, ბატიკი, ანაბეჭდი (პრინტი), ხეზე კვეთა, მინანქარი, მეტალი და საიუველირო ხელოვნება; მინის, ტყავის, ქვის მხატვრული დამუშავება, აღდგენა, განვითარება და პოპულარიზაცია; ფუნქციონალური ჯგუფების: აქსესუარის, ტანსაცმლის, სამკაულის, ჭურჭლის, ავეჯის, მუსიკალური საკრავის, იარაღის, სათამაშოს, სუვენირის  წარმოების ხელშეწყობა;

ბ.გ) აუდიოვიზუალური ხელოვნების ხელშეწყობა – კინემატოგრაფიის, ექსპერიმენტული მუსიკის, ანიმაციის სფეროში კონკურსების და შემოქმედებითი პროცესების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; 

ბ.დ) თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ხელშეწყობა – ქუჩის მხატვრობის, ფოტოგრაფიის, შემოქმედებითი ინსტალაციის, ურბანული და კონცეპტუალური ხელოვნების, ინოვაციურ-შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობა;“.

დ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ საპროექტო განაცხადით/საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, კომისია  საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს.“;

დ.გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით/საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის/საკონკურსო განაცხადის  დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს, რათა მან აღნიშნული პროექტი განსახილველად წარუდგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.“;

ე) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურსა და დაფინანსების მიმღებ სუბიექტს  შორის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.“;

ვ)  მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ფინანსური გაანგარიშების/ხარჯთაღრიცხვის პუნქტებში მითითებული თანხების ცვლილება შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საფუძველზე, პროექტის მთლიანი ბიუჯეტის არაუმეტეს 10%-ის ფარგლებში (გარდა ჰონორარებისა).”;

ზ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. კონტროლის განხორციელება

1. ამ წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამსახური, სამსახურის უფროსის მიერ წინასწარ განსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმებით.

2. დაფინანსების მიმღები სუბიექტი ვალდებულია, წარადგინოს მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აგრეთვე, ინფორმაცია, სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული  შესრულების ანგარიშის ფორმის შესაბამისად.“.

2. პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის  მერიის  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ქვეპროგრამების: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების  ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) განხორციელების  წესის“ (დანართი N2):

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესით განსაზღვრული დაფინანსების მიმღები სუბიექტები  შეიძლება იყვნენ: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში რეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები,  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები  ან  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილი არარეგისტრირებული კავშირები (გაერთიანებები), მათ შორის: უმაღლესი საგანმანათლებლო, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, ახალგაზრდული ცენტრები, სპორტული ორგანიზაციები, სპორტული ფედერაციები, სპორტული კლუბები, სპორტული ასოციაციები და  სხვა სპორტული დაწესებულებები, საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციები, სტუდენტური თვითმმართველობები, სტუდენტური და ახალგაზრდული კლუბები,  შემოქმედებითი და საინიციატივო ჯგუფები.“;

ბ)  მე-2 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება), ამ წესის შესაბამისად, შეიძლება დაფინანსდეს მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამების „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი: 07 05 01) და „ახალგაზრდული ღონისძიებების  ხელშეწყობა“ (კოდი: 08 08 01) ფარგლებში, არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის  ოდენობით.“;

გ)  მე-3 მუხლის:

გ.ა)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სხვადასხვა ინვენტარის/ეკიპირების შეძენასთან დაკავშირებით წარდგენილ მოთხოვნას, დაფინანსების მიმღებმა სუბიექტმა თან უნდა დაურთოს ინვოის(ებ)ი.“;

გ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამსახური (სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული) ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმას და ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური დაინტერესებულ პირს, ხარვეზის გამოსასწორებლად, განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.“;

დ) მე-8 მუხლის:

დ. ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1სამსახურსა და დაფინანსების მიმღებ სუბიექტს შორის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები  წესრიგდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.“;

დ. ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ან/და ფორსმაჟორულ შემთხვევებში, სამსახურსა და დაფინანსების მიმღებ სუბიექტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში თანხის, ღონისძიების ადგილის, ვადების ან სხვა არსებითი პირობების ცვლილება განხორციელდება ხელშეკრულების შესაბამისი შეთანხმების  საფუძველზე.“;

ე)  მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. ანგარიშსწორება

1. დაფინანსებისათვის მოთხოვნილი თანხა წარმოდგენილი უნდა იყოს  ეროვნულ ვალუტაში - ლარში. დაფინანსების მიმღებ სუბიექტს თანხა გადაერიცხება ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

2. დაფინანსების მიმღები სუბიექტის  მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში (მთლიანად ან ცალკეულ პუნქტებში) უცხოური ვალუტის (ლართან მიმართებით) სავარაუდო გაცვლითი კურსის მითითების შემთხვევაში, აღნიშნული სავარაუდო გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, სამსახურის მხრიდან დაფინანსების მიმღებ სუბიექტს ჩაეთვლება მის მიერ მოთხოვნილი საერთო თანხა ლარში და დაფინანსების მიმღები სუბიექტი ვალდებული იქნება, დააბრუნოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში კონვერტაციის შედეგად მიღებული სხვაობის ოდენობის თანხა, რაზეც შესაბამისი ბანკიდან ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული სხვა საფინანსო ორგანიზაციიდან წარმოდგენილი უნდა იქნეს კონვერტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სამსახურის შესაბამისი განყოფილებების მიერ გათვალისწინებული იქნება ორგანიზაციის მხრიდან განხორციელებული საბანკო ოპერაციების დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსი.“;

ვ) მე-11 მუხლის  პირველი და მე-2  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ღონისძიების დასრულების შემდგომ, არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღისა, დაფინანსების მიმღებმა სუბიექტმა, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, სამსახურში უნდა წარადგინოს საბიუჯეტო ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრების სამსახურსა და ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, აგრეთვე ინფორმაცია სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული შესრულების ანგარიშის ფორმის შესაბამისად.“

2. საბიუჯეტო ასიგნებებიდან მიღებულ თანხაზე ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენისას, იმ თანხის იდენტური ოდენობის თანხას, რომელზედაც არ აქვს წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან შესაბამისი განმარტება, დაფინანსების მიმღები სუბიექტი აბრუნებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში  სამსახურის მიერ მითითებულ ანგარიშზე.“;

ზ) მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე