ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 8.6.1) და პროგრამის „ახალგაზრდული ღონისძიებები“ (კოდი 8.8) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13-57 |
|
2015 წლის 9 ივნისი ქ. თბილისი |
|
2. ამ წესის განხორციელების მიზნით ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის კომისიას და ამტკიცებს მის დებულებას.
3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებებზე , რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამაში „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 8.6.1) და პროგრამაში „ახალგაზრდული ღონისძიებები“ (კოდი 8.8) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
2. ქვეპროგრამით „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 8.6.1) და პროგრამით „ახალგაზრდული ღონისძიებები“ (კოდი 8.8) გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება შესაძლოა განხორციელდეს, როგორც სრული ხელშეწყობით ასევე თანადაფინანსებით.
3. დაფინანსება ხორციელდება სამსახურისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით ქვეპროგრამისთვის „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 8.6.1) და პროგრამისთვის „ახალგაზრდული ღონისძიებები“ (კოდი 8.8) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დაფინანსებას ექვემდებარება განცხადება შემდეგი მიმართულებით:
ა) სპორტული ღონისძიებების ქვეპროგრამის (კოდი 8.6.1) ფარგლებში:
ა.ა) სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა;
ა.ბ) საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება;
ა.გ) სპორტის სხვადასხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში) მონაწილეობის ხელშეწყობა;
ა.დ) საქართველოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარება;
ა.ე) სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადება;
ა. ვ) 2015 წელს თბილისში დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადების ხელშეწყობა.
ბ) ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამის (კოდი 8.8) ფარგლებში:
ბ.ა) საზოგადოებრივი გაერთიანებების ხელშეწყობა;
ბ.ბ) ახლად შექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაციების სტიმულირება;
ბ.გ) ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა;
ბ.დ) სოციალური აქტივობების ფარგლებში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მომავალი თაობის წარმომადგენელთა დახმარება;
ბ.ე) ახალგაზრდა შემოქმედთა გამოსავლენად და ხელშესაწყობად ფესტივალების, გამოფენის, ლიტერატურული საღამოებისა და სხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება;
ბ.ვ) საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმისა და სასწავლო - სამეცნიერო სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.
5. კომისია დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე განაცხადს განიხილავს და დადებითი შეფასების შემთხვევაში გადაწყვეტილებას დაფინანსების შესახებ წარუდგეს სამსახურის უფროსს, თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 10000 (ათი ათას) ლარს.
6. თუ წარმოდგენილი განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 10000 (ათი ათას) ლარს, დადებითი შეფასების შემთხვევაში, კომისია რეკომენდაციას გაუწევს სამსახურის უფროსს, რათა მან აღნიშნული პროექტი განსახილველად წარუდგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.
7. შენიშვნების არსებობის შემთხევაში, კომისია უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს საპროექტო განაცხადის შესწორებული ვარიანტის წარმოდგენა ათი დღის ვადაში.
8. განცხადება კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს ეცნობება უარყოფითი პასუხი თუ განცხადების შესწავლისას წარმოდგენილი განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.