„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№72
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016763
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №72

2018 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge,  17/12/2012, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016149) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“.

 2. ბრძანებით დამტკიცებულ სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩასარიცხმა კანდიდატმა (შემდგომში –კანდიდატი) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის (www.police.ge) მეშვეობით ელექტრონულად შეიძლება შეავსოს აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული განცხადება (აპლიკაცია) ან წერილობითი ფორმით შევსებული განცხადება (აპლიკაცია) წარადგინოს სამინისტროს იმ დანაყოფში (ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩასარიცხმა კანდიდატმა, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, მათ შორის, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის  საზღვრის დაცვის სამმართველოებში), რომელშიც სურს მუშაობის დაწყება,  თუ აღნიშნულ დანაყოფს გააჩნია შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი (შემდგომში – შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი), ხოლო თუ ასეთი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი არ არსებობს, მაშინ  სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში. განცხადებას (აპლიკაციას) უნდა დაერთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ფოტოსურათი (ზომით 3X4).

დ) პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები პირების შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასლი.“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ან შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი უზრუნველყოფს კანდიდატთა განცხადებების მიღებას, საჭიროების შემთხვევაში მათთან გასაუბრებას.“;

გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ან სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უზრუნველყოფს აღნიშნული კანდიდატის შესახებ მონაცემების აკადემიისთვის მიწოდებას.“;

დ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ტესტირებას ან/და გასაუბრებას ატარებს კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას ამტკიცებს აკადემიის რექტორი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ან სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან შეთანხმებით.“;

ე) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“  და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი  – თუ განიხილება კანდიდატის სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დანიშვნის საკითხი;

ბ) სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი – თუ განიხილება კანდიდატის აღნიშნულ დანაყოფში დანიშვნის საკითხი.“;

ვ) მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კანდიდატთა ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შედეგების სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ასახვას უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში მისაღები კანდიდატების ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შედეგების ასახვას – შესაბამისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო სამინისტროს საპატრულო პოლიციაში მისაღები კანდიდატების ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შედეგების ასახვას – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.“;

ზ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ კანდიდატების სიას, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ან/და გასაუბრებას და იმავდროულად დააკმაყოფილებენ ამ წესით განსაზღვრულ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების მოთხოვნებს, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უგზავნის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. აღნიშნული კანდიდატები, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს წარდგინებით და აკადემიის რექტორის ბრძანებით, ჩაირიცხებიან აკადემიაში მსმენელებად.“;

თ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურის აკადემიაში მსმენელად წარდგენა ხდება მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების პროექტს ამზადებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიმართვის საფუძველზე.“;

ი) 91 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს  ოპერატიულ ქვედანაყოფებში დეტექტივ-გამომძიებლის ან დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება შესაბამისი დანაყოფის ხელძღვანელის მიერ სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარდგენისა და მინისტრის თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული კანდიდატების აკადემიაში მსმენელად წარდგენა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.“;

კ) დაემატოს შემდეგი შინაარსის V თავი:

თავი V

გარდამავალი დებულებანი

მუხლი 12. აკადემიის სტუდენტთა სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩარიცხვ

1. აკადემიის სამართლის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე 2015-2016 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტი (შემდგომში - სტუდენტი), რომელიც ამავე პროგრამაზე სწავლობდა ავტორიზაციის გაუქმებამდე, სპეციალურ პროგრამაზე ამ მუხლით დადგენილი წესით ჩარიცხვის მიზნით, უფლებამოსილია  2018 წლის 9 ივლისიდან 2018 წლის 9 აგვისტომდე პერიოდში განცხადებით (აპლიკაცია) მიმართოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.

2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, განცხადებას (აპლიკაციას) უნდა დაერთოს, აკადემიის სამართლის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე ამ მუხლის  პირველ პუნქტში მითითებულ პერიოდში სწავლის დამადასტურებელი ცნობა.

3. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს აღნიშნული სტუდენტის შესახებ მონაცემების აკადემიისთვის მიწოდებას, რომელიც უზრუნველყოფს მსმენელთა შესარჩევად გასაუბრების ორგანიზებას. აღნიშნული სტუდენტი არ ექვემდებარება ამ წესით გათვალისწინებული ტესტირების გავლას.  

4. ის სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას და იმავდროულად დააკმაყოფილებენ ამ წესით განსაზღვრულ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების მოთხოვნებს, აკადემიაში მსმენელებად ჩაირიცხებიან ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სპეციალურ პროგრამაზე. აღნიშნულ სპეციალურ პროგრამას აკადემია შეიმუშავებს აკადემიის სამართლის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების სპეციალურ პროგრამასთან შესაბამისობის დადგენისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების გათვალისწინებით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, სტუდენტის მიმართ ვრცელდება სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით ამ წესით  დადგენილი მოთხოვნები.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია