„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
140030000.22.034.016854
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №27

2019 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.22.034.016264) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1.  მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე – პოლიციელი, საჯარო მოხელე, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე;“.

2. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი თანამდებობა ითვალისწინებს სპეციალური წოდებით, ასევე, საჯარო მოხელედ მიღების შესაძლებლობას, მაშინ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული, განათლებასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცელდება საჯარო მოხელის მიმართაც.“.

3. მე-14 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სამინისტროს ყოფილი მოსამსახურე გამოსაცდელი ვადით დანიშვნამდე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით თანამდებობაზე მიღებამდე, შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.“.

4. 24-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს. ამასთან, კანდიდატი უფლებამოსილია ერთსა და იმავე დანაყოფში აპლიკაცია წარადგინოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სასაზღვრო პოლიციის საჯარო მოხელის (იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულია სპეციალური წოდების მქონე პირის დანიშვნის შესაძლებლობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე) სურვილის შემთხვევაში, მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე შეიძლება გამოცხადდეს სპეციალური კონკურსი. ამ შემთხვევაში, მოსამსახურე თავისი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და სპეციალურ კონკურსში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე იმავე თანამდებობაზე დაეკისრება დროებითი მოვალეობის შესრულება.“.

5. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. სპეციალური კონკურსის ეტაპები

1. სპეციალური კონკურსის ეტაპებია:

ა) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა;

ბ) გასაუბრება;

გ) სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;

დ) ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;

ე) სპეციალური შემოწმება;

ვ) გამოსაცდელი ვადით დანიშვნა;

ზ) პოლიციაში მიღება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების გავლას არ ექვემდებარება პირი, რომელსაც დადგენილი წესით გავლილი აქვს აღნიშნული ეტაპები და მათი გავლიდან არ არის გასული ერთი წელი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები ექვემდებარებიან ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მხოლოდ იმ ეტაპების გავლას, რომელიც მათ არ გაუვლიათ.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი ეტაპების გავლას არ ექვემდებარება სამინისტროს ყოფილი მოსამსახურე (სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირი), თუ  სამინისტროდან მისი დათხოვნის შემდეგ არ არის გასული 6 თვე.

5. კანდიდატების მიერ წარდგენილი აპლიკაციები გადაირჩევა მათში მოცემული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან და დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. სპეციალური საკონკურსო კომისია გამოგზავნილი აპლიკაციებიდან არჩევს და  გონივრულ ვადაში გადაწყვეტილებით ამტკიცებს იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს. აღნიშნული კანდიდატები გადადიან კონკურსის გასაუბრების ეტაპზე. აღნიშნული ეტაპი უნდა დასრულდეს აპლიკაციების მიღების დამთავრებიდან არა უგვიანეს 20 დღის ვადაში.

6. კომისიამ გასაუბრების დროს კანდიდატისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია მისი განათლების, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, გამოცდილების, დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობისა და იმ სხვა გარემოებების შესახებ, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. გასაუბრების შემდეგ სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს  სარეკომენდაციო ხასიათის შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ერთი  ან  რამდენიმე  კანდიდატის  მიერ  ჯანმრთელობის  მდგომარეობის ან/და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების გავლის შესახებ;

ბ) სპეციალური შემოწმების დაწყების შესახებ – თუ კანდიდატს გავლილი აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება და ამგვარი შემოწმებიდან არ არის გასული ერთი წელი;

გ) პირის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შესახებ – თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების გავლის დამადასტურებელი გარემოება;

დ)  სასაზღვრო პოლიციაში პირის მიღების შესახებ – თუ არსებობს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების გავლის დამადასტურებელი გარემოება.

7.  გასაუბრების ეტაპი უნდა დასრულდეს აპლიკაციების გადარჩევიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

8. კანდიდატმა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება უნდა გაიაროს ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას დადგენილი წესით უზრუნველყოფს სპეციალური კომისია (ჯანმრთელობის დაცვის სამსახური), ხოლო ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას – სასაზღვრო პოლიციის საკადრო დანაყოფი.

9. კანდიდატის/კანდიდატების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ერთზე მეტი კანდიდატის შემთხვევაში – კომისია (გამოკითხვის წესით) ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შესახებ შეტყობინების (რომელსაც უზრუნველყოფს შესაბამისი საკადრო დანაყოფი) მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას სპეციალური კონკურსის შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთი კანდიდატის გადაყვანის და მის მიმართ სპეციალური შემოწმების დაწყების, აგრეთვე მისი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ან გამოსაცდელი ვადით დანიშვნისგან თავის შეკავების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს და კანდიდატს.

10. სასაზღვრო პოლიციაში მისაღები პირი ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს სამ თვემდე გამოსაცდელი ვადით. ამ ვადაში შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმდინარეობდეს მისი სპეციალური შემოწმება. გამოსაცდელი ვადისა (თუ გამოყენებულია გამოსაცდელი ვადის ეტაპი) და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ერთზე მეტი კანდიდატის შემთხვევაში – კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას პირის სასაზღვრო პოლიციაში მიღების (სასაზღვრო პოლიციაში ჩარიცხვა) შესახებ. სათანადო რეაგირებისათვის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს და ეცნობება სპეციალურ კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატს. 21 წლამდე პირის ან წვევამდელის პოლიციაში მიღება ხორციელდება სპეციალური შემოწმების შემდეგ.

11. ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე ეტაპის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციაში პირის მიღების საკითხი ავტომატურად წყდება, რის შესახებაც სპეციალური საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება აღარ გამოიცემა, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა.

12. გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი სპეციალური საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება ვადამდე გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ ის დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ჯეროვნად ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ან/და სპეციალური შემოწმების შედეგად გამოვლინდება სასაზღვრო პოლიციაში მისი მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები. აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალურ საკონკურსო კომისიას გააცნობს შესაბამისი საკადრო დანაყოფი. სპეციალური საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება რეაგირებისთვის ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს და ეცნობება გამოსაცდელი ვადით დანიშნულ პირს.“;

6. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. 2 დღეზე მეტი ვადით კადრების განკარგულებაში მყოფი პოლიციელი და საჯარო მოხელე ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნამდე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.“.

7. 51-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევისა და მომზადების მიზნით, სასაზღვრო პოლიციაში პირი შეიძლება მიღებულ იქნეს სტაჟიორად.“.

8. 54-ე მუხლს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 პუნქტი:

„92. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭებამდე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. დათხოვნისას, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს, რომელსაც აქვს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო სამსახურის სტაჟი და გასულია სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს მორიგი წოდება (გარდა პოლკოვნიკის სპეციალური წოდებისა), ამავე წესით დადგენილი განათლების ცენზის და თანამდებობრივი ზღვრული წოდების მიუხედავად.“.

9. 56-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭებამდე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.“.

10. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 61. მოკლევადიანი შვებულება

გადაუდებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო საკითხების, დაქორწინების, ოჯახური პირობების და სხვა საპატიო მიზეზების გამო სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს  შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი (ანაზღაურებადი) შვებულება წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 10 დღის ვადით. მოკლევადიანი შვებულების დღეები არ შედის მორიგ ყოველწლიურ შვებულებაში. “.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია