ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15-47 |
|
2018 წლის 6 მარტი ქ. თბილისი |
ა) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამების „კულტურის ღონისძიებები“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) განხორციელების წესი, დანართი 1 -ის შესაბამისად;
ბ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამის „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ქვეპროგრამების: „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) განხორციელების წესი, დანართი 2-ის შესაბამისად.
ა) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-94 დადგენილება;
ბ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 ივლისის №18-50 დადგენილება.
|
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ფინანსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამებში „კულტურის ღონისძიებები“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება პროგრამების „კულტურის ღონისძიებები“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსებაზე.
4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება პროგრამების „კულტურის ღონისძიებები“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებაზე.
5. ამ წესის შესაბამისად, ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის პროექტების განმხილველ კომისიებს (შემდგომში – კომისიები). კომისიების საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიების დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი.
2. საპროექტო განაცხადის ფორმას და წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს სამსახური.
3. სამსახური ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასთან და ამ წესთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან/და არ არის წარდგენილი სამსახურის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5(ხუთი) კალენდარულ დღეს.
4. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება.
5. თუ პროექტის განხორციელებამდე დარჩენილია 40 კალენდარულ დღეზე ნაკლები, საპროექტო განაცხადი არ განიხილება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტისგან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ პროექტის განხორციელების დაყოვნება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების განხორციელებას შეაფერხებს ან/და შეუძლებელს გახდის.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების „კულტურის ღონისძიებები“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება შესაძლოა განხორციელდეს დაფინანსებით ან თანადაფინანსებით.
3. ქალაქ თბილისში გასამართი საერთაშორისო და ეროვნული (ჩართულია სხვა მუნიციპალიტეტები) პროექტი (ღონისძიება) კომისიას განსახილველად წარედგინება, თუ საპროექტო განაცხადით დასტურდება სხვა წყაროს მიერ პროექტის (ღონისძიების) თანადაფინანსების არსებობა პროექტის ღირებულების არანაკლებ 50 %-ის ოდენობით.
4. საპროექტო განაცხადის განხილვისას და დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება საპროექტო განაცხადის შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მიმართულებებთან/პრიორიტეტებთან, მისი განხორციელების საერთო მიზანშეწონილობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, პროექტის დასაბუთებულობა და ინტელექტუალური ღირებულება, აგრეთვე განმცხადებლის გამოცდილება და უნარი განახორციელოს წარდგენილი პროექტი.
5. დაფინანსებას ექვემდებარება საპროექტო განაცხადი შემდეგი მიმართულებით:
ა) პროგრამის „ კულტურის ღონისძიებები“ (კოდი: 08 05) ფარგლებში:
ა.ა ) თეატრალური ხელოვნების ინოვაციური პროექტების დანერგვის ხელშეწყობა;
ა.ბ) თეატრალური ფესტივალებისა და სხვა თეატრალური და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება;
ა.გ ) სხვადასხვა თეატრალური დადგმების ხელშეწყობა;
ა.დ) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში სხვადასხვა დასების მონაწილეობის ხელშეწყობა;
ა.ე) საგამომცემლო საქმიანობისა და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობა;
ა.ვ) ფესტივალების, კონცერტების, საიუბილეო ღონისძიებების ხელშეწყობა;
ა.ზ) საერთაშორისო და გაცვლითი კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა;
ა.თ) სახელმწიფო, სახალხო და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) ფარგლებში:
ბ.ა) შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობა;
ბ.ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შემოქმედებითი ინდუსტრიის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიების (პროექტის) განხორციელების ხელშეწყობა;
ბ.გ) შემოქმედებით ინდუსტრიაში მომუშავე სუბიექტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა მათი სხვადასხვა პროგრამებში/კონკურსებში ჩართვის მეშვეობით;
ბ.დ) შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში კულტურული მრავალფეროვნების ფაქტორის გამოკვეთა, დედაქალაქში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა კულტურული თვითგამოხატვის, კულტურის სფეროზე ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის გაძლიერების გზით;
ბ.ე) შემოქმედებითი ინდუსტრიის მიმართულებით ინკლუზიური პროექტების ხელშეწყობა;
ბ.ვ) შემოქმედებითი ინდუსტრიის განსავითარებლად ხელოვნების თანამედროვე დარგების (მულტიპლიკაცია-ანიმაცია, დიზაინი, ფოტოხელოვნება, ციფრული ვიზუალური ხელოვნება და ა.შ.) პროექტების ხელშეწყობა;
ბ.ზ) შემოქმედებითი ინდუსტრიის დარგების ხელშეწყობის გზით კულტურული ტურიზმის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ზრდა;
ბ.თ) მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობა;
გ) პროგრამის „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) ფარგლებში:
გ.ა) ინკლუზიური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა;
გ.ბ) ინკლუზიური ხელოვნების შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობა;
გ.გ) ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა, სხვადასხვა საპილოტე პროგრამების განხორციელება;
გ.დ) ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობა;
გ.ე) საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ინტეგრირებული სპექტაკლების განხორციელების ხელშეწყობით;
6. თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 20 000 (ოცი ათას) ლარს, საპროექტო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.
8. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 20 000 (ოცი ათასი) ლარს, დადებითი შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს, რათა მან აღნიშნული პროექტი განსახილველად წარუდგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
10. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს შესწორებული საპროექტო განაცხადის წარდგენა კომისიის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
11. საპროექტო განაცხადი კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს წერილობით ეცნობება დასაბუთებული უარყოფითი პასუხი თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
12. მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება განმცხადებელს.
13. ერთი და იმავე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პროექტი შესაძლებელია დაფინანსდეს კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 2-ჯერ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების საფუძველია სამსახურის უფროსის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
3. ხელშეკრულების დადების, შეჩერების, შეცვლის და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
2. ამ წესის განხორციელების მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის კომისიას და ამტკიცებს მის დებულებას.
3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამაში „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04), ქვეპროგრამაში „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), ქვეპროგრამაში „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), ქვეპროგრამაში „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01) და ქვეპროგრამაში „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი: 07 02 01) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში იმ მოსწავლეების დაფინანსებაზე, რომლებმაც სამი წლის განმავლობაში ვერ დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური. მათი დაფინანსება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი: 07 02 01) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სკოლის სამეურვეო საბჭოს მომართვის საფუძველზე, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.
5. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), პროგრამით „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04), ქვეპროგრამით „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), ქვეპროგრამით „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), ქვეპროგრამით „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსებაზე და მათ მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
6. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), პროგრამით „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამით „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), ქვეპროგრამით „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), ქვეპროგრამით „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01), გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ საკუთარი კომპეტენციის შესასრულებლად და მისივე ორგანიზებით კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელ ქმედებებზე.
2. დაფინანსება შესაძლოა მოიცავდეს პროექტის სახით დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილობრივ ან სრულ ფინანსურ მხარდაჭერას.
3. პროექტი უნდა ემსახურებოდეს ქ. თბილისის ინტერესებს, დადებითი შედეგის მომტანი უნდა იყოს თბილისში მცხოვრებ პირთათვის და მხოლოდ ამ პირობით შესაძლოა მოიცავდეს ღონისძიებებს თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ.
2. დაფინანსების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა პროექტის დაწყებამდე არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა უნდა მიმართოს სამსახურს წერილობითი განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სამსახურის მიერ დამტკიცებული ფორმით სრულყოფილად შევსებული, საპროექტო განაცხადი.
3. კომისია უფლებამოსილია განიხილოს დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის მეორე პუნქტში დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადება გამონაკლისის სახით იმ შემთხვევაში, თუ პროექტი არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის ან/და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის საფუძველზე კომისია მიზანშეწონილად ჩათვლის აღნიშნული პროექტის განხილვას.
4 .საპროექტო განაცხადის ფორმას ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
5. საპროექტო განაცხადი უნდა შეიცავდეს განმარტებას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის, სისრულის, ინტერესთა კონფლიქტის არარსებობისა და დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში პროექტის სათანადო განხორციელებაზე პასუხისმგებლობის შესახებ.
6. სამსახური ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასა და ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5 დღიან ვადას.
7. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება.
8. საპროექტო განაცხადის ფორმა არ ივსება ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოთხოვნილია ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში პრიზიორების დაჯილდოებისათვის ან/და სპორტული ფედერაციების სპორტული ინვენტარით უზრუნველსაყოფად ან/და გუნდების ეკიპირებისათვის საჭირო დაფინანსება.
9. ევროპის მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში პრიზიორების დაჯილდოების ან/და სპორტული ფედერაციებისათვის სპორტული ინვენტარის ან/და გუნდების ეკიპირების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევებში, არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა. ამ შემთხვევებში, სპორტის შესაბამისი ფედერაციების წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას განსაზღვრას სამსახურის უფროსი.
2. პროექტი ორიენტირებული უნდა იყოს დადებითი შედეგის მიღებაზე, რომელიც გათვალისწინებულია პროგრამაში „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04), ქვეპროგრამაში „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01) და ქვეპროგრამაში „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), ქვეპროგრამაში „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), ქვეპროგრამაში „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) და გამოიხატება რომელიმე შემდეგი სახით:
ა) ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღირებულების შექმნა;
ბ) პროფესიული თუ ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობა;
გ) უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერა;
დ) სპორტის ხელშეწყობასა თუ აღნიშნული კოდების მოთხოვნათა შესაბამისი ახალგაზრდული ღონისძიებების უზრუნველყოფა.
3. პროექტის ბიუჯეტი ოპტიმალური უნდა იყოს პროექტით მისაღებ დადებით ეფექტთან მიმართებაში და უნდა საბუთდებოდეს ბიუჯეტის შესაბამისობა სამოქმედო გეგმასთან, პროექტით განსაზღვრული პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარების რაოდენობასა თუ პროექტში გაწერილ აქტივობებთან;
4. პროექტის ბიუჯეტის ოპტიმალურობასა და დადებით ეფექტზე ორიენტირებულობას ასევე განსაზღვრავს თანადაფინანსების თუ ხარჯების შემცირების სხვა წყაროების არსებობა და პროექტის მხარდაჭერა იდეალური ტიპის, მათ შორის, მოხალისეობრივი ჩართულობით;
5. კომისია წარმოდგენილ გარემოებებზე დაყრდნობით აფასებს პროექტის წარმატებით განხორციელების წინაპირობებს და პროექტში ჩართულ პირთა მიერ დადებითი ეფექტის მიღების პოტენციალს.
6. პროექტი დაფინანსებას ექვემდებარება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შესაბამისისი პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მიმართულებების მიხედვით.
2. კომისია განიხილავს საპროექტო განაცხადს და გასცემს რეკომენდაციას პროექტის სრული დაფინანსების, ნაწილობრივი დაფინანსების, კორექტირების საჭიროების, დაფინანსებაზე უარის ან საპროექტო განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 20 000 (ოცი ათას) ლარს, საპროექტო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას დაფინანსების თაობაზე იღებს სამსახურის უფროსი.
4. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 20 000 (ოცი ათასი) ლარს, დადებითი შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს, შემდგომში პროექტის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან წარსადგენად.
5. კორექტირების საჭიროების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს საპროექტო განაცხადის შესწორებული ვარიანტის წარდგენა გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს ათი დღის ვადაში.
6. განცხადება კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს ეცნობება უარყოფითი პასუხი, თუ განცხადების შესწავლისას წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს.
2. საქართველოს სპორტული ეროვნული ფედერაციების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, თბილისში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ჩასატარებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განხორციელოს თანადაფინანსება პროექტის ჯამური ღირებულების მაქსიმუმ 20%-ით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების საფუძველია სამსახურის უფროსის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
3. ხელშეკრულების დადების, შეჩერების, შეცვლის და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანვე. მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 22 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე
დანართი №1„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამების „კულტურის ღონისძიებები“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 13) განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი