„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18-50 |
|
2016 წლის 22 ივლისი ქ. თბილისი |
|
2. ამ წესის განხორციელების მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის კომისიას და ამტკიცებს მის დებულებას.
3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამაში „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04), ქვეპროგრამაში „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), ქვეპროგრამაში „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), ქვეპროგრამაში „სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 06 01) და ქვეპროგრამაში „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01) გათვალისწინებულ კომპონენტებზე წარმატებული სტუდენტების წახალისებაზე სტიპენდიის გაცემის გზით და სამეცნიერო პროექტების და ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობის პროგრამაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01) ფარგლებში, წარმატებული სტუდენტების წახალისება სტიპენდიის გაცემის გზით განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ხოლო სამეცნიერო პროექტების და ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობის პროგრამა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
5. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) გათვალისწინებულ კომპონენტზე საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში, პროფესიული მიმართულებით მოკლევადიან სასწავლო კურსებსა და კონფერენციებში მონაწილეობის ხელშეწყობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ფარგლებში, საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში, პროფესიული მიმართულებით მოკლევადიან სასწავლო კურსებსა და კონფერენციებში მონაწილეთა დაფინანსება/თანადაფინანსება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
6. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), პროგრამით „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04), ქვეპროგრამით „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), ქვეპროგრამით „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), ქვეპროგრამით „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01), გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსებაზე და მათ მიერ განსახორციელებელ ღონისიძიებებზე.
7. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), პროგრამით „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამით „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), ქვეპროგრამით „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), ქვეპროგრამით „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01), გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ საკუთარი კომპეტენციის შესასრულებლად და მისივე ორგანიზებით კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელ ქმედებებზე.
2. დაფინანსება შესაძლოა მოიცავდეს პროექტის სახით დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილობრივ ან სრულ ფინანსურ მხარდაჭერას.
3. პროექტი უნდა ემსახურებოდეს ქ. თბილისის ინტერესებს, დადებითი შედეგის მომტანი უნდა იყოს თბილისში მცხოვრებ პირთათვის და მხოლოდ ამ პირობით შესაძლოა მოიცავდეს ღონისძიებებს თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ.
2. დაფინანსების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს სამსახურს წერილობითი განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სამსახურის მიერ დამტკიცებული ფორმით სრულყოფილად შევსებული, საპროექტო განაცხადი.
3. საპროექტო განაცხადის ფორმას ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
4. საპროექტო განაცხადი უნდა შეიცავდეს განმარტებას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის, სისრულის, ინტერესთა კონფლიქტის არარსებობისა და დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში პროექტის სათანადო განხორციელებაზე პასუხისმგებლობის შესახებ.
5. სამსახური ამოწმებს საპროექტო განცხადის დადგენილ ფორმასა და ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5 დღიან ვადას.
6. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება.
2. პროექტი ორიენტირებული უნდა იყოს დადებითი შედეგის მიღებაზე, რომელიც გათვალისწინებულია პროგრამაში „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04), ქვეპროგრამაში „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01) და ქვეპროგრამაში „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), ქვეპროგრამაში „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), ქვეპროგრამაში „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) და გამოიხატება რომელიმე შემდეგი სახით:
ა) ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღირებულების შექმნა;
ბ) პროფესიული თუ ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობა;
გ) უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერა;
დ) სპორტის ხელშეწყობასა თუ აღნიშნული კოდების მოთხოვნათა შესაბამისი ახალგაზრდული ღონისძიებების უზრუნველყოფა.
3. პროექტის ბიუჯეტი ოპტიმალური უნდა იყოს პროექტით მისაღებ დადებით ეფექტთან მიმართებაში და უნდა საბუთდებოდეს ბიუჯეტის შესაბამისობა სამოქმედო გეგმასთან, პროექტით განსაზღვრული პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარების რაოდენობასა თუ პროექტში გაწერილ აქტივობებთან.
4. პროექტის ბიუჯეტის ოპტიმალურობასა და დადებით ეფექტზე ორიენტირებულობას ასევე განსაზღვრავს თანადაფინანსების თუ ხარჯების შემცირების სხვა წყაროების არსებობა და პროექტის მხარდაჭერა იდეალური ტიპის, „პრო ბონო“ საქმიანობით, მათ შორის, მოხალისეობრივი ჩართულობით;
5. კომისია წარმოდგენილ გარემოებებზე დაყრდნობით აფასებს პროექტის წარმატებით განხორციელების წინაპირობებს და პროექტში ჩართულ პირთა მიერ დადებითი ეფექტის მიღების პოტენციალს.
6. პროექტი დაფინანსებას ექვემდებარება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შესაბამისი პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მიმართულებების მიხედვით.
2. კომისია განიხილავს საპროექტო განაცხადს და გასცემს რეკომენდაციას პროექტის სრული დაფინანსების, ნაწილობრივი დაფინანსების, კორექტირების საჭიროების, დაფინანსებაზე უარის ან საპროექტო განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. თუ საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 10000 (ათი ათას) ლარს, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე დაფინანსების გაცემას უზრუნველყოფს სამსახური.
4. თუ საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 10000 (ათი ათას) ლარს, კომისია რეკომენდაციას გაუწევს სამსახურის უფროსს, პროექტის შემდგომში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარსადგენად.
5. კორექტირების საჭიროების შემთხევაში, კომისია უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს საპროექტო განაცხადის შესწორებული ვარიანტის წარდგენა გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს ათი დღის ვადაში.
6. განცხადება კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს ეცნობება უარყოფითი პასუხი, თუ განცხადების შესწავლისას წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი