„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33-133 |
|
2015 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
2. ამ წესის განხორციელების მიზნით ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის კომისიას და ამტკიცებს მის დებულებას.
3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამაში „სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 06 01), ქვეპროგრამაში „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01), ქვეპროგრამაში „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), პროგრამაში „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამაში „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01) გათვალისწინებულ კომპონენტზე „წარმატებული სტუდენტების წახალისებაზე სტიპენდიის გაცემის გზით“. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01) ფარგლებში, წარმატებული სტუდენტების წახალისება სტიპენდიის გაცემის გზით, განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
5. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), ქვეპროგრამით „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01), ქვეპროგრამა „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), პროგრამით „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ქვეპროგრამით „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსებაზე და მათ მიერ განსახორციელებელ ღონისიძიებებზე.
6. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციაპლიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), ქვეპროგრამით „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01), ქვეპროგრამით „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), პროგრამით „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამით „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
2. საპროექტო განაცხადის ფორმას ამტკიცებს სამსახური.
3. სამსახური ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასთან და ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესააბამება დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5 დღიან ვადას.
4. სამსახურის მიერ განსაზვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
2. ქვეპროგრამით „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01) და ქვეპროგრამით „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01), ქვეპროგრამით „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), პროგრამით „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამა „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01) გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება შესაძლოა განხორციელდეს, როგორც სრული ხელშეწყობით ასევე თანადაფინანსებით.
3. დაფინანსება ხორციელდება სამსახურისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ქვეპროგრამისთვის „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), ქვეპროგრამისთვის „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01), ქვეპროგრამისთვის „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), პროგრამისთვის „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) და ქვეპროგრამისთვის „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დაფინანსებას ექვემდებარება საპროექტო განაცხადი შემდეგი მიმართულებით:
ა) ქვეპროგრამა „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01) ფარგლებში:
ა.ა) სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა;
ა.ბ) საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება;
ა.გ) სპორტის სხვა და სხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში) მონაწილეობის ხელშეწყობა;
ა.დ) საქართველოს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარება;
ა.ე) სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადება;
ა.ვ) ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად სპორტის სფეროში ანტიდოპინგური, რასიზმისა და ძალადობის წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიების გატარება.
ბ) ქვეპროგრამა „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) ფარგლებში:
ბ.ა) საზოგადოებრივი გაერთიანებების ხელშეწყობა;
ბ.ბ) მოქმედი და ახლად შექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა;
ბ.გ) ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა;
ბ.დ) სოციალური აქტივობების ფარგლებში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მომავალი თაობის წარმომადგენელთა დახმარება;
ბ.ე) ახალგაზრდა შემოქმედთა გამოსავლენად და ხელშესაწყობად ფესტივალების, გამოფენის, ლიტერატურული საღამოებისა და სხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება;
ბ.ვ) საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმისა და სასწავლო - სამეცნიერო სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.
გ) ქვეპროგრამა „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“
(კოდი 07 02 01) ფარგლებში:
გ.ა) სასკოლო სასწავლო გეგმითა და ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;
გ.ბ) პრიორიტეტიული მიმართულებების (სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის, სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაუმჯობესების, ეკოლოგიური და სხვა) პროგრამების ხელშეწყობა.
გ.გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთათვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
გ.დ) საინიციატივო ჯგუფების, სასკოლო კლუბების, მოსწავლეთა თვითმმართველობებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების ხელშეწყობა;
გ.ე) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსებში, ტურნირებსა და ოლიმპიადებში მოსწავლეთა მონაწილეობის ხელშეწყობა და გამარჯვებული მოსწავლეების წახალისება.
დ) პროგრამა „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ფარგლებში:
დ.ა) მასტერკლასების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრებისა და სასწავლო-შემეცნებითი ექსპედიციების მოწყობა.
დ.ბ) საგანმანათლებლო ინიციატივების წახალისება და განხორციელების ხელშეწყობა.
დ.გ) საგანამანთლებლო ორგანიზაციების წახალისება და განვითარების ხელშეწყობა.
ე) ქვეპროგრამა „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01) ფარგლებში:
ე.ა) გადაწყვეტილების მიღების პროცესში მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.
ე.ბ) საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა სხვადასხვა მიმართულებით (სამოქალაქო და სამართლებრივი განათლება, ეკოლოგია, გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ა.შ.),
ე.გ) საგანმანათლებლო ინიციატივების წახალისება.
ე.დ) ახალგაზრდულ-საგანამანთლებლო ორგანიზაციების წახალისება და განვითარების ხელშეწყობა.
5. კომისია დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე განაცხადს განიხილავს და დადებითი შეფასების შემთხვევაში გადაწყვეტილებას დაფინანსების შესახებ წარუდგეს სამსახურის უფროსს, თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 10000 (ათი ათას) ლარს.
6. თუ წარმდგენილი განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 10000 (ათი ათას) ლარს, დადებითი შეფასების შემთხვევაში, კომისია რეკომენდაციას გაუწევს სამსახურის უფროსს, რომელიც საპროექტო განაცხადს განსახილველად წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.
7. შენიშვნების არსებობის შემთხევაში, კომისია უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს საპროექტო განაცხადის შესწორებული ვარიანტის წარმოდგენა არაუმეტეს ათი დღის ვადაში.
8. განცხადება კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს ეცნობება უარყოფითი პასუხი თუ განცხადების შესწავლისას წარმოდგენილი განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს.