„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის N52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-41/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016159
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-41/ნ

2012 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

 „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანების (სსმ III, 26.02.2010 , №23, მუხ. 312):

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან (შემდგომში – სააღმზრდელო დაწესებულებაში) მყოფი ბენეფიციარების შეფასება 2013 წლის 1 იანვრამდე.” .

2. ბრძანებით დამტკიცებული (სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები) დანართი №1-ის:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„მუხლი 1. რეგულირების სფერო   

ეს წესი განსაზღვრავს სააღმზრდელო დაწესებულებაში, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, ხანდაზმულთა პანსიონატში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა პანსიონატში, სათემო ორგანიზაციაში და დღის ცენტრში (შემდგომში – სპეციალიზებული დაწესებულება) პირის მოთავსების და დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესსა და პირობებს, ამ მომსახურების მიმღებ პირებს, კომპეტენტური ორგანოების უფლება-მოვალეობებს, ურთიერთობებს, რომელიც დაკავშირებულია პირის სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურებით სარგებლობასთან.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მომსახურების მიმწოდებელი – სპეციალიზებული დაწესებულებები (სააღმზრდელო დაწესებულება, დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, ხანდაზმულთა პანსიონატი, შშმ პირთა პანსიონატი, სათემო ორგანიზაცია და დღის ცენტრი).“;

გ) მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სხვადასხვა პრობლემების მქონე დედა 10 წლამდე ასაკის შვილ(ებ)თან ერთად, თუკი ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან;

ვ) სხვადასხვა პრობლემების მქონე ქალი, რომელიც ორსულობის არანაკლებ 26-ე კვირაში იმყოფება (მათ შორის 10 წლამდე ასაკის შვილ(ებ)თან ერთად, თუკი ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან).“;

დ) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. რეესტრი – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში და სათემო ორგანიზაციებში მოსათავსებელი მაძიებლების ერთიანი ცენტრალიზებული საინფორმაციო ბაზა, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.”;

ე) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ მიმართვა და სამიზნე ჯგუფი  

1. დაინტერესებულმა მხარემ (განმცხადებელმა) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ უნდა მიმართოს სააგენტოს, შეავსოს სპეციალური ფორმის განცხადების ფორმა (დანართი №2) და დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ხანდაზმულთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში ხანდაზმულის (მათ შორის, შშმ პირის, გარდა ფსიქიკური აშლილობის გამო შშმ პირისა) მოსათავსებლად:

ა.ა) მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

ა.ბ) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ა.გ) თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

ა.დ) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;

ბ) შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში შშმ პირის (შშმ სრულწლოვანი პირის, გამონაკლისის სახით, ასევე, ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის) მოსათავსებლად:

ბ.ა) მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი (გამონაკლისის სახით მოთავსებისას ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ.ბ) მაძიებლის (გარდა ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირისა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (გამონაკლისის სახით მოთავსებისას ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ.გ) თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

ბ.დ) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;

გ) დღის ცენტრში მოთავსების სურვილის შემთხვევაში:

გ.ა) მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, ან დაბადების მოწმობა და მისი ასლი – თუ პირი არასრულწლოვანია;

გ.ბ) მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);

გ.გ) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ.დ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;

გ.ე) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;

დ) დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა სახლთან არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფრში) ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მოსათავსებლად:

დ.ა) მაძიებლ(ებ)ის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, ან დაბადების მოწმობა და მისი ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – თუ პირ(ებ)ი არასრულწლოვანია;

დ.ბ) მაძიებლ(ებ)ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა”, „ა.ბ”, „ა.გ”, „ა.დ”, „ბ.ა”, „ბ.ბ”, „ბ.გ”, „ბ.დ”, „გ.ა”, „გ.გ”,„გ.დ”, „გ.ე” და „დ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბუთების დედნები უბრუნდება მფლობელს წარმოდგენისთანავე.

3. სააღმზრდელო დაწესებულებაში მოთავსებას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები, ხოლო დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა სახლთან არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფარში) ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები.

4. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია პირის დროებით თავშესაფარში – სააღმზრდელო დაწესებულებაში/ხანდაზმულთა პანსიონატში/დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მოთავსება, ასეთი პირი სააღმზრდელო დაწესებულებაში ან მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა პანსიონატებში/დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსდება სხვა აღსაზრდელებისაგან/ბენეფიციარებისგან განცალკევებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იდენტიფიცირებულია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის საშიში არ არის სხვა პირებისათვის). მომსახურების მიმწოდებლის მიერ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ იგი განთავსდება სხვა აღსაზრდელებთან/ბენეფიციარებთან ერთად (გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დაავადებების შემთხვევაში, როდესაც მომსახურების მიმწოდებლის მიერ ხორციელდება ასეთი პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა).

5. სათემო ორგანიზაციაში მოთავსებას ექვემდებარება შშმ პირი 18 წლის ასაკიდან და შესაბამისი საჭიროების მქონე ხანდაზმული.

6. დღის ცენტრში მოთავსებას ექვემდებარება 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები ან სრულწლოვანი შშმ პირები.

7. გადაუდებელი წესით, მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა პანსიონატებში შეიძლება მოთავსდნენ პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტითა და მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხოლო დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა სახლთან არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფარში) პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“;

 ვ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება

1. მაძიებლის სააღმზრდელო დაწესებულებაში, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა ნაპოვნი ბავშვისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია პირის დროებით თავშესაფარში, სააღმზრდელო დაწესებულებაში, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ან მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა პანსიონატებში) განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.

2. რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა სახლთან არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფარში) მოთავსდებიან არა უმეტეს 12 თვის ვადით.

3. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია პირის დროებით თავშესაფარში მოთავსება, სააღმზრდელო დაწესებულებაში და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე.

4. მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა პანსიონატებში გადაუდებელი წესით პირის განთავსებისთვის შეფასება ხორციელდება სამინისტროს დავალებით და სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე.

5. მაძიებლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულისა) განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსაზღვრული პირი.

6. სპეციალიზებულ დაწესებულებაში, გარდა ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებისა და სათემო ორგანიზაციისა, პირის მოთავსების შესახებ შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სააგენტოში წარდგენიდან არა უმეტეს 1 თვის ვადაში, რეგიონული საბჭოს უახლოეს სხდომაზე წარსადგენად, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მიზანშეწონილობის შესახებ. პირის ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მოთავსების საკითხი რეგიონული საბჭოს მიერ განიხილება სააგენტოში წარდგენილი განცხადების რიგითობის მიხედვით. ამასთან, რეგიონულ საბჭოზე პირის ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მოთავსების საკითხის განხილვამდე მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).

7. სათემო ორგანიზაციის, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატების მომსახურების მისაღებად უპირატესი უფლებით ისარგებლებენ სხვა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან გადასაყვანი ბენეფიციარები, ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული და ამ წესის შესაბამისად გადაუდებელი წესით განსათავსებელი პირები, ასევე ის პირები, რომლებსაც უფრო ადრე აქვთ სააგენტოში წარდგენილი განცხადება სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე, ასევე მარტოხელები და უსახლკაროები ჩამოთვლილი რიგითობის მიხედვით.

8. დღის ცენტრის ტიპის მომსახურების მისაღებად უპირატესი უფლებით ისარგებლებენ რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები, ის ბენეფიციარები, რომლებიც დღის ცენტრის ტიპის მომსახურებით სარგებლობდნენ წინა წელს, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომლებსაც მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის ყველაზე უფრო დაბალი სარეიტინგო ქულა აქვთ, ჩამოთვლილი რიგითობის მიხედვით.

9. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებასთან ერთად რეგიონული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ დაწესებულებაში ბენეფიციარის სრული სახელმწიფო დაფინანსებით ან თანადაფინანსებით მოთავსების თაობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე წერილობით ეცნობება დაინტერესებულ მხარეს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

11. სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებას არ ექვემდებარებიან მაძიებლები (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულისა, როდესაც წინასწარ არ არის იდენტიფიცირებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა):

ა.ა) მწვავე ინფექციური დაავადებით;

ა.ბ) ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;

ა.გ) აქტიური სიფილისით;

ა.დ) კანის გადამდები დაავადებით;

ა.ე) თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით;

ა.ვ) ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით;

ა.ზ) რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას.“;

 ზ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააღმზრდელო დაწესებულებაში, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის განთავსების შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულისა), მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს აღნიშნულ დაწესებულებაში ბენეფიციარის განთავსებაზე რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებასთან (ოქმიდან ამონაწერი) ერთად გადაეცემა შემდეგი დოკუმენტები:

ა) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის) ასლი, ან დაბადების მოწმობის ასლი – თუ პირი არასრულწლოვანია;

ბ) ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);

გ) ბენეფიციარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) სოციალური მუშაკის მიერ შევსებული ბავშვის შეფასების ფორმის ასლი (პირის სააღმზრდელო დაწესებულებასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსების შემთხვევაში);

ე) სრული შეფასების საფუძველზე სოციალური მუშაკის დასკვნის ასლი (პირის სააღმზრდელო დაწესებულებასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსების შემთხვევაში);

ვ) ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის ასლი.”;

თ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, ბავშვის სააღმზრდელო დაწესებულებაში, აგრეთვე პირის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში – დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა სახლთან არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფარში) და ხანდაზმულთა პანსიონატში განთავსებისას, რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების ასლი მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში პირის მოთავსებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში პირის მოთავსებიდან არა უგვიანეს 2 თვისა, ხოლო ხანდამულთა პანსიონატში გადაუდებელი წესით განთავსების შემთხვევაში – შესაბამისი დოკუმენტების მოპოვებისთანავე.”;

 ი) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დედათა და ბავშვთა თავშესაფრიდან (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა სახლთან არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფრიდან) ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარი გაყვანას/ამორიცხვას ექვემდებარება :

ა) მისი სურვილის შემთხვევაში;

ბ) მის მიერ დროებითი გასვლის ვად ის ორჯერ დარღვე ვის შემთხვევაში;

გ) დედის ან/და ბავშვის გარდაცვალების შემთხვევაში;

დ) მოთავსების ვადის ამოწურვისთანავე.“;

 კ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლის 9. გარდამავალი დებულებანი

2012 წლის 1 ივნისამდე სააღმზრდელო დაწესებულებებში, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციაში მცხოვრები ან/და გადაუდებელი წესით განთავსებული ბენეფიციარები, ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად განთავსებულ ბენეფიციარებად, მათი შეფასების განხორციელებამდე. ”.

 3. ბრძანების დანართი №2 (პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ განცხადება) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:  

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი         ი. გიორგობიანი

 

 „დანართი №2

პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ

განცხადება

განმცხადებელი დაწესებულება1

სრული დასახელება --------------------------------------------------------------------------------

მისამართი ---------------------------------------------------------------------------------------------

პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი ---------- -----------------------------------------------

პირადი ნომერი ----------------------------------------------------------------------------------------

ტელეფონი ------------------------------- ------------- ელ-ფოსტა ------------- --------------------

განმცხადებელი კანონიერი წარმომადგენელი2

სახელი და გვარი --------------------------------------------------------------------------------------

პირადი ნომერი ----------------------------------------------------------- -----------------------------

მისამართი ----------------------------------------------------------------------------------------------

ტელეფონი ------------------------------------------ ელ-ფოსტა ---------- --------------------------

კავშირი მაძიებელთან ---------------------------------------------------------------------------------

მაძიებელი:

სახელი და გვარი ---------------------------------------------------------------------------------------

პირადი ნომერი -----------------------------------------------------------------------------------------

დაბადების თარიღი ------------------------------------------------------------------------------------

მოქალაქეობა --------------------------------------------------------------------------------- -----------

მისამართი -----------------------------------------------------------------------------------------------

ტელეფონი ------------------------------------------ ელ-ფოსტა ------------------------------- -----

 

მიუთითეთ მაძიებლის შესაბამისი კატეგორიისადმი მიკუთვნება3

 

რეგისტრირებულია სოციალურ ად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში

 

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი

 

წინა წელს სარგებლობდა დღის ცენტრის მომსახურებით

 

რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები

 

ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატის, სათემო ორგანიზაციის, სააღმზრდელო დაწესებულების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარი

უსახლკარო

მარტოხელა

 

 

 

 

მაძიებლის განთავსებისათვის სპეციალიზებული დაწესებულების ტიპი

ხანდაზმულთა პანსიონატი

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი

 

ბავშ ვ თა დღის ცენტრი

 

სააღმზრდელო დაწესებულება

დედათა და ბავშვთა თავშესაფარი

 

 

სათემო ორგანიზაცია

 

შშმ პირთა დღის ცენტრი

 

 

 

 

 

 

მაძიებელი სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებაზე თანახმაა:

 

სრული სახელმწიფო დაფინანსების შემთხვევაში

 

თანადაფინანსების შემთხვევაში

 

თვითდაფინანსების შემთხვევაში

 

 

განმცხადებლის ხელმოწერა:

თარიღი:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

1. ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული მხარე (განმცხადებელი) არის დაწესებულება.

2. ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული მხარე (განმცხადებელი) არის მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელი.

3. მიეთითება ცარიელ უჯრაში „X“ ნიშნით.