„პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-3/ნ |
|
2020 წლის 14 იანვარი ქ. თბილისი |
„ა) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო;
ბ) დევნილის სტატუსის მაძიებელი პირი/განმცხადებელი – დაინტერესებული პირი, რომელიც მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამმართველოს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით;“;
„დ) დეპარტამენტი – სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტი;
ე) დევნილის მოწმობა – სააგენტოს ან მის სისტემაში შემავალი ტერიტორიული სამმართველოს მიერ დევნილზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებას. თუ დევნილის რეგისტრაციის ადგილი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ერთმანეთს ემთხვევა, დევნილის მოწმობა ასევე არის საცხოვრებელი ფართობის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემთხვევისა;“;
„ლ) დევნილთა რეგისტრაცია – სააგენტოს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაცია და საჭიროების შემთხვევაში, დევნილის მოწმობის გაცემა.“.
„1. პირი დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამმართველოს.“;
„ა) სააგენტოს ან სააგენტოს იმ ტერიტორიული სამმართველოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;“;
„6. მხარდაჭერის მიმღები პირის სახელით განცხადებით მიმართვის უფლებამოსილება აქვს მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში - უშუალოდ ან მის კანონიერ წარმომადგენელს, ასეთი საჭიროების შემთხვევაში.
7. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამმართველოს მიმართავს არასრულწლოვანი პირის მშობელი (მშობლები) ან მისი სხვა კანონიერი წარმომადგენელი.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა, მშობლის (მშობლების) პირადობის მოწმობა, დევნილის მოწმობა და მშობლის (მშობლების) ან მისი სხვა კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, თუ მშობელი (მშობლები) ან არასრულწლოვანი პირის სხვა კანონიერი წარმომადგენელი ამ თანხმობას პირადად განცხადებით წარუდგენს სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოქალაქეთა მიღების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ან სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოს. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი (მშობლები) არის დევნილის სტატუსის მაძიებელი პირი და განცხადებაში ითხოვს არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებას, როგორც მშობლის (მშობლების), ასევე არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხი წყდება ერთობლივად.“;
„10. იმ შემთხვევაში, თუ პირის განცხადება არ შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ მუხლის მე-3, მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, დეპარტამენტი ან სააგენტოს ტერიტორიული სამმართველო განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს ხარვეზის შესახებ. ხარვეზის გასწორების ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი მოითხოვს ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადის გაგრძელებას, დეპარტამენტი ან სააგენტოს ტერიტორიული სამმართველო მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 5 დღით, უფლებამოსილია გაუგრძელოს ხარვეზის გამოსწორების ვადა.
11. სააგენტოს ტერიტორიული სამმართველო ვალდებულია განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, დაუყოვნებლივ ასახოს სააგენტოს საქმისწარმოების ელექტრონულ ბაზაში, ხოლო შესაბამისი გასაუბრების კითხვარი, დეპარტამენტს მიაწოდოს გასაუბრების ჩატარებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.“;
,,ე) განცხადება შეიტანა მხარდაჭერის მიმღებმა პირმა ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას.“;
„16. დეპარტამენტი ან სააგენტოს ტერიტორიული სამმართველო უზრუნველყოფს განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებას, შესაბამისი საბუთებისა (დოკუმენტების) და მტკიცებულებების მოძიებას, საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სათანადო ორგანოებიდან მათ გამოთხოვას.
17. პირს, რომელიც განცხადებით მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამმართველოს დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში დეპარტამენტში ან სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოში უნდა ჩაუტარდეს გასაუბრება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებთან დაკავშირებით. დეპარტამენტში დანიშნულ გასაუბრებაში მონაწილეობა ასევე შეიძლება მიიღონ სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეებმაც. გასაუბრების დროს ივსება დადგენილი ფორმის კითხვარი, რომლის ფორმას, ასევე გასაუბრებაზე და კითხვარის ფორმის შევსებაზე სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მითითებულ ვადებში გასაუბრებაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში შეჩერდება დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე პირის განცხადების განხილვა.
18. თუ განმცხადებელმა ობიექტური მიზეზების გამო (ხანდაზმულობა, მძიმე ავადმყოფობა, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ყოფნა და სხვ.) ვერ შეძლო სააგენტოში ან მის ტერიტორიულ სამმართველოში გამოცხადება, ასეთ შემთხვევაში სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამმართველოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, განმცხადებლის მოთხოვნით, ადგილსამყოფელზე მისვლით განახორციელოს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები (გასაუბრება, კითხვარის შევსება და სხვა).“;
„20. დეპარტამენტი საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის რეგისტრაციისა და რესტიტუციის სამმართველოს უფროსი და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომელი, რომელმაც პირს ჩაუტარა გასაუბრება და შეავსო დადგენილი ფორმის კითხვარი. დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აისახება მონაცემთა ბაზაში.
21. დეპარტამენტი განმცხადებელს პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას აცნობებს წერილობითი ფორმით, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.
22. დევნილის სტატუსის მინიჭების შემდეგ:
ა) დეპარტამენტის ან სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოს მიერ ივსება დევნილის ანკეტა;
ბ) სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოქალაქეთა მიღების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ან ტერიტორიული სამმართველოს მიერ, მონაცემთა ბაზის საფუძველზე, ხორციელდება პირის ფოტოგრაფირება და დევნილის მოწმობის გაცემა ამ ბრძანებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
22. თუ დევნილმა ობიექტური მიზეზების გამო (ხანდაზმულობა, მძიმე ავადმყოფობა და სხვ.) ვერ შეძლო სააგენტოში ან მის ტერიტორიულ სამმართველოში გამოცხადება დევნილის მოწმობის ასაღებად, ასეთ შემთხვევაში, დეპარტამენტი ან სააგენტოს ტერიტორიული სამმართველო, დევნილის მოთხოვნით, ადგილსამყოფელზე მისვლით ახორციელებს პირის ფოტოგრაფირებას.“;
„25. დევნილის ანკეტაში მიეთითება მისი შევსების თარიღი და ადგილი. დევნილის ანკეტას ელექტრონულად ხელს აწერს სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული ანკეტის შევსებაზე უფლებამოსილი პირი და დევნილი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი. ანკეტაში შეტანილი უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია ცვლილებისა და დამატებების შესახებ. პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები და დამატებები, ელექტრონულად პირადი ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნულს. ამ პუნქტით და ამავე მუხლის 31-ე პუნქტით გათალისწინებული ელექტრონული ხელმოწერის პროცედურას უზრუნველყოფს სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოქალაქეთა მიღების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო.“;
„31. დევნილის მოწმობის მიღების უფლება აქვს უშუალოდ დევნილის სტატუსის მქონე პირს, ხოლო არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, – მის კანონიერ წარმომადგენელს. დაუშვებელია სხვა პირზე დევნილის მოწმობის გაცემა. არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის (დევნილის) შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, მისი კანონიერი წარმომადგენელი ელექტრონულად ხელს აწერს დევნილის მოწმობას.“.
„1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას ახორციელებს დეპარტამენტი. პირისთვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე დასკვნას ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი და დეპარტამენტის რეგისტრაციისა და რესტიტუციის სამმართველოს უფროსი, ხოლო დევნილის სტატუსის ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის თაობაზე დასკვნას – ასევე თანამშრომელი, რომელმაც პირს ჩაუტარა გასაუბრება და შეავსო დადგენილი ფორმის კითხვარი. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის თაობაზე დასკვნა დეპარტამენტის უფროსის მიერ წარედგინება სააგენტოს დირექტორს.“;
„4. დეპარტამენტი გადაწყვეტილებას დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის შესახებ პირს აცნობებს წერილობითი ფორმით, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.“.
,,16. რეგისტრაციის დროს დევნილის მოწმობის მიღების უფლება აქვს უშუალოდ დევნილის სტატუსის მქონე პირს, ხოლო არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები პირის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, – მის კანონიერ წარმომადგენელს. დაუშვებელია სხვა პირზე დევნილის მოწმობის გაცემა. არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, მისი კანონიერი წარმომადგენელი ხელს აწერს დევნილის მოწმობას და მის მიღებას ადასტურებს ხელმოწერით. ამასთან, დევნილის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარადგინოს კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც თან ერთვის დევნილის ანკეტას.“;
„28. დევნილი, რომელიც დადგენილ ვადებში ვერ გაივლის რეგისტრაციას, დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამმართველოს და გაივლის დევნილის სტატუსის აღდგენის პროცედურებს ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად.“.
„იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის შესახებ დებულება“;
,,1. დევნილის მოწმობაში აისახება ის აუცილებელი პერსონალური მონაცემები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) გააჩნია დევნილის სტატუსის მქონე პირის შესახებ და იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას.“;
,,5. დევნილის მოწმობის პირველ გვერდზე, ზედა მარცხენა ნაწილში განთავსებულია სააგენტოს ლოგო, ლოგოს მარჯვენა მხარეს წარწერა ქართულ ენაზე: „საქართველო“, ხოლო ზედა მარჯვენა ნაწილში – დევნილის მოწმობის ნომერი და შტრიხ-კოდი. აღნიშნული მონაცემების ქვემოთ განთავსებულია წარწერა ქართულ ენაზე: „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა“. პირველ გვერდზე განთავსებულია დევნილის სტატუსის მქონე პირის ციფრული ფოტოსურათი, დევნილის ელექტრონული ხელმოწერა და მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: დევნილის მოწმობის მფლობელის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, სარეგისტრაციო ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე და დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი). დევნილის მოწმობის მარჯვენა ქვემო ნაწილში განთავსებულია სააგენტოს დირექტორის ხელმოწერა, მარცხენა ქვემო ნაწილში – გაცემის თარიღი, ხოლო ქვემო შუა ნაწილში დევნილის პირადი ელექრონული ხელმოწერა.
6. დევნილის მოწმობის მეორე გვერდზე ცენტრში განთავსებულია საქართელოს მცირე გერბი და წარწერა „საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“, ხოლო ქვემო ნაწილში განთავსებულია წარწერა: „მოწმობა ძალაშია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად“ სხვადასხვა ფერის და ზომის ოთხკუთხედი გეომეტრიული ფიგურების ფონზე.“;
,,1. დევნილის მოწმობის შევსებას და შეცვლას უზრუნველყოფს სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ან სააგენტოს ტერიტორიული სამმართველო, ხოლო გაცემას – სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოქალაქეთა მიღების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო ან სააგენტოს ტერიტორიული სამმართველო.“;
,,7. დევნილის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების, სახელის და/ან გვარის შეცვლის, ჩანაწერში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს აღნიშნულის თაობაზე სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამმართველოს.
8. დევნილის მოწმობის შეცვლის თაობაზე დასაბუთებული მოთხოვნით დევნილის მოწმობის მფლობელი მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამმართველოს წერილობითი განცხადებით.
9. დეპარტამენტი ან სააგენტოს ტერიტორიული სამმართველო ათი დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას მოწმობის შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხზე. მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის ან ტერიტორიული სამმართველოს მიერ აისახება მონაცემთა ბაზაში. სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოქალაქეთა მიღების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო ან სააგენტოს ტერიტორიული სამმართველო, მონაცემთა ბაზის საფუძველზე, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში ახორციელებს დევნილის მოწმობის გაცემას.“;
,,14. დევნილის მოწმობის შეცვლისას ახალი მოწმობის მიღებამდე სააგენტო უზრუნველყოფს დევნილის მოთხოვნის შესაბამისად დროებითი ცნობის გაცემას. ცნობა შეიცავს დევნილის სახელს, გვარს, პირად ნომერს, ცნობის გაცემის თარიღს, აგრეთვე, თანამდებობის პირის ხელმოწერასა და დევნილის ფოტოსურათს, დამოწმებულს სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამმართველოს ბეჭდით.“.
„მუხლი 3. მონაცემთა ბაზაში დაცულ დევნილის პერსონალურ მონაცემებში ცვლილების შეტანა
მონაცემთა ბაზაში დაცულ დევნილის პერსონალურ მონაცემებში ცვლილება, ასევე დამატებითი ინფორმაციის ასახვა, ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის თანხმობით სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, შესაბამისად უფლებამოსილი დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ. მონაცემთა ბაზაში არსებული დევნილის რეგისტრაციის ადგილისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის ცვლილება ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.
|
დანართი №2
