„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის N52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-45/ნ
2012 წლის 2 5 ივლისი
ქ. თბილისი
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის № 52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებით (სსმ III, 26.02.2010 , №23, მუხ. 312) დამტკიცებული (სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები) დანართი №1-ის:
1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია პირის დროებით თავშესაფარში – სააღმზრდელო დაწესებულებაში/ხანდაზმულთა პანსიონატში/შშმ პირთა პანსიონატში/დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მოთავსება, ასეთი პირი სააღმზრდელო დაწესებულებაში ან მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა პანსიონატში/შშმ პირთა პანსიონატში/დედათა და ბავშვთა თავშესაფარში განთავსდება სხვა აღსაზრდელებისაგან/ბენეფიციარებისგან განცალკევებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იდენტიფიცირებულია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის საშიში არ არის სხვა პირებისათვის). მომსახურების მიმწოდებლის მიერ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ იგი განთავსდება სხვა აღსაზრდელებთან/ბენეფიციარებთან ერთად (გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დაავადებების შემთხვევაში, როდესაც მომსახურების მიმწოდებლის მიერ ხორციელდება ასეთი პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა).“.
2. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. გადაუდებელი წესით, მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში შეიძლება მოთავსდნენ პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხოლო დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (მათ შორის ჩვილ ბავშვთა სახლთან არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფარში) პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მაძიებლის სააღმზრდელო დაწესებულებაში, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა ნაპოვნი ბავშვისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია პირის დროებით თავშესაფარში სააღმზრდელო დაწესებულებაში, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ან მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში) განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.“.
4. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში გადაუდებელი წესით პირის განთავსებისთვის შეფასება ხორციელდება სამინისტროს დავალებით და სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე.“.
5. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ნაპოვნი ბავშვის და სხვა გადაუდებელ შემთხვევაში, ბავშვის სააღმზრდელო დაწესებულებაში, აგრეთვე პირის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში – დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (მათ შორის ჩვილ ბავშვთა სახლთან არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფარში), ხანდაზმულთა და შშმ პანსიონატებში განთავსებისას, რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების ასლი მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში პირის მოთავსებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს გადაეცემა აღნიშნულ დაწესებულებაში პირის მოთავსებიდან არა უგვიანეს 2 თვისა, ხოლო ხანდაზმულთა პანსიონატში გადაუდებელი წესით განთავსების შემთხვევაში – შესაბამისი დოკუმენტების მოპოვებისთანავე.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი. გიორგობიანი