„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №122 |
|
2017 წლის 9 მარტი ქ. თბილისი |
1. №2 დანართის (იმუნიზაცია) მე-9 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებული პაციენტებისათვის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „B“ ჰეპატიტის ვაქცინისა და ასაცრელი მასალებისა და მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება სჯდ ცენტრების მეშვეობით იმ დაწესებულებებზე, რომლებიც არიან სახელმწიფო პროგრამის − „აივ-ინფექცია/შიდსის მართვის“ ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების მიმწოდებლები.“.
2. №7 დანართის (ტუბერკულოზის მართვა) მე-9 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებლები ვალდებულნი არიან ცენტრის მიერ და/ან დონორული დაფინანსებით მიწოდებული ტესტსისტემებითა და სახარჯი მასალით უზრუნველყონ ახლად გამოვლენილი პაციენტების სკრინინგი აივ-ინფექციასა/შიდსსა და C ჰეპატიტზე. აღნიშნული ტესტსისტემებითა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა განხორციელდება ცენტრის მიერ სერვისების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებზე.“;
ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტების მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება „ტუბერკულოზის მართვისა“ და „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელ იმ სამედიცინო დაწესებულებებსა (მ.შ., საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტზე) და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უზრუნველყოფენ მედიკამენტების მიწოდებას ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობაში ჩართული პაციენტებისათვის.“;
გ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
„13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტების თაობაზე მოთხოვნასა და ხარჯვის თაობაზე საანგარიშგებო ფორმებს სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებიდან ცენტრში წარადგენს სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“.“.
3. №8 დანართის (აივ-ინფექცია/შიდსის მართვა) მე-9 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტების მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება „აივ-ინფექცია/შიდსის“ სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებზე.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტების თაობაზე მოთხოვნასა და ხარჯვის თაობაზე საანგარიშგებო ფორმებს სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებიდან ცენტრში წარადგენს სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, მე-3 მუხლის „ა.კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება „ტუბერკულოზის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული სერვისების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებზე.“;
დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების მიწოდების თაობაზე მოთხოვნასა და ხარჯვის თაობაზე საანგარიშგებო ფორმებს სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებიდან ცენტრში წარადგენს სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“.“.
|